მნიშვნელოვნად აქტუალური თემები ცოტა მიწყნარდა და სამთავრობო-საოპოზიციო ანუ საარჩევნო ამბები გააქტიურდა. დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო დეკლარაციაც კი გააფორმეს ერთმანეთის ხმების დაცვაზე და საერთო კანდიდატებსაც უყარეს კენჭი. პირველი არხის დირექტორი გადადგა, მიზეზი კი თქვა, მაგრამ მაინც ბუნდოვნად და საოცრად გადადგა. ბელარუსის გამოსვლები ისევ მეინსტრიმულია მთელი მსოფლიოსთვის - ლუკაშენკოს არ სცნობენ.
კორონამობეზრებული მოსახლეობა - მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა. გორში კორონავირუსი სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა. თენგიზ ცერცვაძე - ბოლო პერიოდში ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც სახიფათოა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს.
ოპოზიციის დეკლარაცია ანუ საარჩევნო ნაბიჯები - ოპოზიციური პარტიები საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ. ირაკლი ოქრუაშვილი - მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას - რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა. ზურაბ ჯაფარიძე - ვაპირებ გია ვოლსკი დავამარცხო! ნიკა მელია - ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერთ, საბურთალოზე კი უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ. ნინო ბურჯანაძე - საქართველოს ისტორიაში პირველად არის, როცა 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნების“ არცერთი დაპირება არ შესრულდება, რადგან 8 წლის განმავლობაში არაფერი შეასრულეს. პაატა დავითაია - კონსულტაციები, რომელიც მიმდინარეობდა, მიზნად ისახავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყოს წარდგენილი საბურთალოზე, ზურაბ ჯაფარიძე - დიდუბე-ჩუღურეთში. ირაკლი ოქრუაშვილი - ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობა. გიგა ბოკერია - ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა საჯაროდ უკვე დავაფიქსირეთ, ასევე მომხრე ვართ საბურთალოზე პოზიციების შეჯერების, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურაზე. ზურაბ ჯაფარიძე - თუ ირაკლი ოქრუაშვილი იქნება საერთო კანდიდატი, მაშინ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა და ერთმანეთი დახოცეს, ტყუილია და ამაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. გიორგი ვაშაძე - მე განვიხილავ კოალიციას ყველა პროდასავლურ ძალასთან, ვინც დღეს ოპოზიციაშია. გიგა ბოკერია - ჩვენი მხარდაჭერა ექნება ზურა ჯაფარიძესაც და ირაკლი ოქრუაშვილსაც. გიორგი ვაშაძის შეფასებით, სკოლა და მასწავლებელი პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. დავით ბაქრაძემ ლანჩხუთში მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარადგინა. გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი. დავით ჭიჭინაძე - ვაფრთხილებ ოპოზიციას, ივანიშვილი მალე დაიწყებს მათთან „დალაგებას“, რადგან გუნდი, რომელიც სამარეში მიჰყვება, აღარ აინტერესებს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ პირველ რიგში მშვიდობისა და სტაბილურობის გამო უჭერს მხარს. გოგი მეშველიანი - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის.
ფინანსური ინტერესი - ნათია თურნავა - ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა Ferring Pharmaceuticals-მა მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნესსაქმიანობის დაწყება საქართველოში. ის საქართველოში საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესდა.
გადადგომა ჭორაობის აღსაკვეთად - პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე - სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი - ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ვასილ მაღლაფერიძე - პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ - გამორიცხეთ.
ფეხბურთელის საქმის დამნაშავეები - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატების ნაწილი აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ზ.ხ-მ შიმშილობა დაიწყო. ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ. შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მოთხოვნა, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვის თაობაზე, არ შესრულდება. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა - 3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ.
საუბარი ჟევენაში - ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ფილმოგრაფია - ვახტანგ გურული ფილმზე „ცხინვალი 1920“ - ყველა ფაქტი ჩვენს მხარესაა და ჩვენს სიმართლეს ამტკიცებს“.
საზღვარგარეთულები:
კოვიდ ამბები და სიბრძნე ჯანმო-ს ხელმძღვანელი - არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება. იაპონიაში კორონავირუსის 642 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 16 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სომხეთში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო - კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 20, 30 და 40 წლის ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად მოიმატა. რუსეთში კორონავირუსის 4 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 132 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა.
მიშელ ობამა - ჩვენი ეკონომიკა ქაოსშია იმის გამო, რომ დონალდ ტრამპი კორონავირუსს დიდი ხნის განმავლობაში არასათანადოდ აღიქვამდა.
ბელარუსის ამბები - სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა თანამდებობა დატოვა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ძალოვნები „უნაკლო მსახურებისთვის“ დააჯილდოვა. ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოითხოვს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარონ. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის კრიზისი განიხილეს. ვლადიმერ პუტინი - მიუღებელია უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში იგორ დოლგოვი - არ ვაღიარებთ და არ გვჯერა ბელარუსში არჩევნების შედეგების. სტოლტენბერგი ბელარუსზე: ჩვენ ვრჩებით ფხიზლად და მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირე ქვეყნები.
ბომბები დიპლომატიურ უბანში - ქაბულში, სარაკეტო თავდასხმისას 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია