დღეს კი მშვიდობიანად წამოწვიმა და წაჟინჟლა, მაგრამ სინოპტიკოსები არჩევნებამდე ასეთ, წვიმიან ამინდს გვპირდებიან და შიგადაშიგ სეტყვასაც. ალბათ, ეს არ შეუშლის ხელს ჩვენ „პოლიტიკოსებს“ საარჩევნო თამაშობანაში. დღის ვრცელი ამბავი სწორედ ეს იყო და ევროპული დაკვირვებების მოლოდინი, ასევე ბანერები სისხლებით, მეზობელთან გადასული პრემიერი და პრეზიდენტის იდეა და კრიტიკა კოალიციურ მთავრობაზე. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1228 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. თამარ გაბუნია - პოზიცია ჯერჯერობით არის ისეთი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ბავშვების ვაქცინაციას, ვისაც აქვს მომატებული რისკები ან რაიმე ქრონიკული დაავადება. ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ვაქცინაცია ბავშვებში არ წარმოადგენს პირველი რიგის პრიორიტეტს, ვინაიდან, მეტწილად მარტივად გადააქვთ ვირუსი. ხათუნა ზახაშვილი - განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა არის შეძენილი - იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე. ამირან გამყრელიძე - სივრცეებში „მწვანე პასპორტებით“ დაშვების მექანიზმზე მუშაობა მთავრდება და ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება, რომ დეკემბრის ბოლოსთვის აცრების 60%-იან მოცვაზე ავიდეთ.

      დაკვირვებული #არჩევნები2021 - მარინა კალიურანდი - საქართველოს ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი გზავნის მისიას, რომელიც 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება. 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები, მათ შორის მაიკლ გალერი, მარინა კალიურანდი, მარკეტა გრეგოროვა და ანა ფოტიგაც დააკვირდებიან. კახა კალაძე - არავის უნდა მიეცეს პროვოკაციების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა ექნებათ - ოპოზიციის ხელწერა ვიცით. კახა კალაძე - კვლევებზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ყველაზე მაგარი კვლევა და საზომი არის მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი - ფაქტია, „ქართული ოცნება” საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს, ასევე, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. NDI-სა და IRI-ის ექსპერტები პარტიებს 2 ოქტომბრის არჩევნებსა და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. 2 ოქტომბერს, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ. „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრები ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევენ. ზურა ჯაფარიძე - როცა დამკვირვებლები მეკითხებიან, სად არის დარღვევების ფაქტი, ჩემი პასუხია - ეს იგივეა, მომთხოვო, მოვიტანო მტკიცებულებები, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს „გულაგში“ - ვერ დავდებთ ასეთ მტკიცებულებებს, ძალიან რთულია. ნიკა მელიას განცხადებით, თბილისში მეორე ტური განსაზღვრავს, ვინ იქნება მერი, თუმცა პირველ ტურში ოპოზიცია საკრებულოში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. 2 ოქტომბერს, ყველა საარჩევნო უბანთან სანდო ადამიანები დადგებიან - გაყალბებას გამბედაობა სჭირდება, რაც ხელისუფლებას არ აქვს. თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტური უმრავლესობით გვეტყვიან, რომ ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა, შედეგებს ვაღიარებთ. ვიდრე გიორგი გახარია 20 ივნისთან და ია კერზაიასთან დაკავშირებით სიმართლეს არ იტყვის, მასთან ადამიანურ ურთიერთობასაც გამორიცხავს. ელენე ხოშტარია - ვისაც მე არ მოვწონვარ, ხმა მისცეს ნიკას, ვისაც არ მოსწონს ნიკა - ხმა მისცეს ზურას, „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“ - იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია, რომ „ქართული ოცნება“ ისტერიკაში ჩავარდა. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცესკოს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმების მანიპულირებით რისკებს ვერ აზღვევს. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით დასკვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საკითხზე გადაწყვეტილება პირადად ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო. გიორგი ვაშაძე - ცესკომ ტესტი ვერ ჩააბარა, კანფეტია ე.წ. სისხლიან ბანერებზე გამოსახული თუ ორცხობილა? ეს ბანერები ადამიანების ტვინზე ძალადობაა. „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში, ბესიკ დონაძემ „სისხლიანი ბანერების“ შესახებ აუდიტის სამსახურში წერილი შეიტანა.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გავრცელებულ ფარული მიყურადების მასალებზე, 5 ივლისის მოვლენებისას ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზეა საუბარი

      გასაკრიტიკებელი იდეები პრეზიდენტისგან - ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს პრეზიდენტის როლი მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს. კახა კალაძე - კოალიციური უნდა იყოს თუ არა მთავრობა, ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, არც ჩემი. მამუკა ხაზარაძე - კოალიციურ მთავრობაზე პრეზიდენტის განცხადება მნიშვნელოვანი იყო - შეიძლება ბევრმა აკრიტიკოს პრეზიდენტი, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს იყო ძალიან სწორი განცხადება. შალვა პაპუაშვილი - 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება არ არსებობს, ამიტომ, კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია. ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა გამორიცხულია. ზურა ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე როგორც გახარიასთან. თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილი ცდილობს გაემიჯნოს წაგების პირას მყოფ "ოცნებას", მას სურს გამოჩნდეს როგორც ადეკვატური საერთაშორისო პარტნიორების თვალში. ნიკოლოზ ვაშაკიძე - თუ არ შეიცვლება მენტალობა, ვერანაირი კოალიციური მოდელი ქვეყნის ჯანსაღი განვითარების გარანტი ვერ იქნება.

      პრემიერი სამეზობლოში - აზერბაიჯანში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს - ჩვენს ინტერსებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს - როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანის ლიდერთან საუბარი იყო პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე - ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ძალიან მოწონებულია. ნათია თურნავა - აზერბაიჯანთან გვაკავშირებს არა მხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა. ალი ასადოვი ირაკლი ღარიბაშვილს- დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში. ირაკლი ღარიბაშვილი - ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ.

      კახა კალაძე - თბილისში პირველი ქართული სანოტო სტამბის აღდგენა იგეგმება.

      კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია, რაჭაში რთველი მომავალი კვირიდან დაიწყება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 896 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი. რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 857 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. Bloomberg - მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები პლანეტის მოსახლეობის 40.3%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. YouTube პლატფორმაზე ანტივაქსერულ ვიდეოებს წაშლის. აზერბაიჯანში კორონავირუსის 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა.

      თეთრი სახლი - ავღანეთში რომ 2 500 ჯარისკაცი დაგვეტოვებინა, შეერთებული შტატები „თალიბანთან“ ომში იქნებოდა. „თალიბანი“ აშშ-ს აფრთხილებს.

      რუსეთის საგარეო სამინისტრო Russia Today-ის გერმანულენოვანი არხების დაბლოკვის გამო YouTube-ისა და გერმანული მედიის წინააღმდეგ საპასუხო ზომებით იმუქრება. რუსეთის „როსკომნადზორი“ YouTube-ს დაბლოკვით ემუქრება.

      ჩინეთში საზღვარგარეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის 5 000-ოთახიანი საკარანტინო დაწესებულება იხსნება.

      ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი დადებითია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 88

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters