ბოლო კვირის ათვლა დაიწყო. ბოლო სექტემბრისა და არჩევნების დღედმე - არჩევნები შაბათს გაიმართება და დღის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მთავარი ამბავია ასევე კოვიდი და უკვე დაწყებული საუბრები ახალ ტალღაზე, ვაქცინაციის პროცესის შენელებასა და სხვა დეტალებზე. სწავლა საკლასო ოთახებშიც იწყება და შესაძლოა ბავშვებს პირბადეები დასჭირდეთ. მკლავჭიდში საერთაშორისო სირცხვილიც გამოვიწერეთ და სააკაშვილის ბილეთებიც მეინსტრიმულია. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1207 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2185 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი. ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, კამპანია „არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“ დაიწყო. ივანე ჩხაიძე - სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა. გიორგი კამკამიძე - რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, ნამდვილად მოსალოდნელია შემდეგი ტალღის აღმავლობა. იაპონიამ საქართველოს, 2.8 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა. ნათია თურნავამ საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. თამარ გაბუნია - უსაფრთხო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და პერსონალი არის მაქსიმალურად მომზადებული - სექტემბრის დასაწყისში თანამშრომლებს შორის უკვე 75%-ზე მეტი იყო ვაქცინირებული. ბოლო პერიოდში, ეპიდემიოლოგიური სურათის სტაბილიზაცია აღინიშნება, თუმცა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მაინც 1500-დან 2000-მდე შუალედში რჩება. იმისათვის, რომ ქვეყანა მიუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზას კოვიდსერტიფიკატის და კოვიდსტატუსის აღიარებაზე, მოსამზადებელი და ტექნიკური სამუშაო რაც საჭიროა, შესრულებულია. 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ოჯახის ექიმები აქტიური იმუნიზაციის მიზნით სოფლებში მუშაობას, სავარაუდოდ, 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებენ. მშობლების მიმართ მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან - მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება. „ფაიზერის“ მარაგის ნაწილს ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს, ნაწილს დეკემბრის - ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. მედეა ჯანიაშვილი - საკარანტინო და კოვიდ სასტუმროების პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის. ამირან გამყრელიძე - გვინდოდა, რომ სექტემბერში აცრები ისეთივე აქტივობის ყოფილიყო, როგორც აგვისტოში, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ალბათ ვერ მივაღწევთ. რესურსი იმის, რომ გაძლიერებული კამპანიით, ადამიანები თავისი ნებით მოვიდნენ ასაცრელად, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 150-200 ათასია, მეტი არა. სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ რამდენი პირია აცრილი მათ დაწესებულებაში. პირველადი ჯანდაცვისა და სოფლის ექიმებს დამატებით ანაზღაურება ექნებათ იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. აქტიურად განიხილება და მალე იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით.
კოალიცია მთავრობაში - სალომე ზურაბიშვილი - კოალიციური მთავრობა აუცილებელია. გია ვოლსკი - ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში? - კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაცმოძრაობასთან", გიორგი გახარიასთან, ნებისმიერ სხვა პარტიასთან. გიგა ბოკერია კოალიციური მთავრობის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე - გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს.
#არჩევნები2021 - ცესკო-ს თავმჯდომარემ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები საარჩევნო გარემოს აზიანებს. ცესკოს თავმჯდომარემ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში ამომრჩევლებს რემოდელირებული კაბინები დახვდებათ. ცესკო „სისხლიან ბანერებზე“ - ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, დამკვეთი ფიზიკური პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ვატო შაქარიშვილი სააფთიაქო ნარკომანიისა და ონლაინ აზარტულ თამაშებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს. ირაკლი ღარიბაშვილი - „ედისონ რისერჩისა“ და იფსოსის“ კვლევებს ატარებს ლევან თარხნიშვილი - კაცი, რომელიც სააკაშვილის დროს ადამიანების ხმებს იპარავდა და არჩევნებს აყალბებდა. საერთაშორისო პარტნიორების გასაგონად მინდა ვთქვა - ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები ერთ-ერთი სამაგალითო იყოს. ზურაბ აბაშიძე - მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში. ანა ბიბილაშვილი - პრემიერის განცხადებით ეკონომიკა დუღს, პარტნიორებს 300 მილიონის დახმარებაზე უარს ეუბნება, ივლისსა და აგვისტოში კი სოციალურად დაუცველების რაოდენობა რეკორდულად 67 266-ით იზრდება. მამუკა ხაზარაძე - 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება მთლიანად ოპოზიციის გამარჯვება. გიგა ბოკერია - ივანიშვილი ჩვენი საზოგადოების ორუელის „ცხოველების ფერმად“ ქცევას ცდილობს, რის გამოც ჩვენი ეროვნული ამოცანა 2 ოქტომბრის მომავალ არჩევნებში ამ ადამიანის დამარცხებაა. კახა კალაძე - სიები არ არის საჭირო, დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. ერთადერთი პოზიტივი ჰქონდა ამ კვლევებს, დავით ბაქრაძე გამოაგორეს - ეს არაა კვლევა, ეს იყო გვარამიას ნაჯღაბნი სისულელე.
მოდის, მოდის, ექს-ექს პრეზიდენტი მოდის - გიორგი ვაშაძე - ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი - მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებაზე. მიხეილ ყაველაშვილი - მე-18 დაპირებაა მგონი სააკაშვილის მხრიდან, ხან ზღვით გადმოდის, ხან ჰაერით, ხან გვირაბით, ყველა ხუმრობა ამოიწურა მასთან დაკავშირებით. იაგო ხვიჩია - „პორშეს" გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას ვუდებთ - თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ მას მოვემსახუროთ. ირაკლი ღარიბაშვილი - რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ - სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული ასი ათასობით ადამიანი. მამუკა ხაზარაძე - მიშას უნდა ჰკითხოთ ჩამოვა თუ არა, მე რატომ მეკითხებით?! ხათუნა ლაგაზიძე - სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, ის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ მიდიოდა, საარჩევნო უბნებისკენ დაიძვრება. ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია. კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი. Reuters - საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება. გიგა ბოკერია - სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა არ ცვლის საზოგადოების ამოცანას, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს და ისტორიულ მისიას დავუახლოვდეთ.
სირცხვილი მკლაჭიდში - მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. საქართველოს ფედერაციამ ვერ მოახერხა 2021 წლის მსოფლიო მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის ჩემპიონატის ორგანიზება, რითაც შეცდომაში შეიყვანა WAF-ის მენეჯმენტი და წევრები. ამან გამოიწვია უზარმაზარი ფინანსური და იმიჯური თვალსაზრისით ზიანი. დისკვალიფიკაციის დროს ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებზე ვერ დარეგისტრირდებიან.
მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გზის პროექტის განხორციელება იწყება.
რაჭის გზა - ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილი - იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 772 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსით 852 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 885 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნასა და ჯარისკაცის დაჭრაში ადანაშაულებს - აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს.
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა შეწყვიტოს გულუბრყვილობა, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება.
„თალიბანმა“ საპარიკმახეროებს კლიენტებისთვის თანამედროვე ვარცხნილობების გაკეთება და წვერის გაპარსვა აუკრძალა. ქაბულის უნივერსიტეტის ლექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტში ქალი სტუდენტები და ლექტორები აღარ დაიშვებიან.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია