რეგიონების განვითარება, შამბას ფიქრები, მოგზაური დათვები და ერთი ლეგენდის დასასრული

      ზაფხულში პოლიტიკური აქტიურობა კლებულობსო ინგლისელები ამბობდნენ და საქართველოში გაამართლა ამ გამოთქმამ - მთელი დღე წრეზე ტრიალებენ, მმართველი პარტია ბათუმში იკრიბება, პრეზიდენტობის კანდიდატები თითოოროლა სიტყვა იტყვიან ხოლმე და ასე გადის მთელი დღე. ნიუსება გამოიკვეთა მშენებლობების და რეგიონალური განვითარების სიახლეები. დღის ბოლოს კი სამწუხარო ამბავი - არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. მოიგონეთ არეტა ტეგზე: #ArethaFranklin

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 აგვისტო, 2018 /

      გაპრეზიდენტება შრომას მოითხოვს - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სტუდენტებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი - მე პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები. დავით ბაქრაძე - ნებისმიერი ინიციატივა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რათა აფხაზებსაც და ოსებსაც დავანახოთ, რომ ჩვენ არ ვართ მტრები. სალომე ზურაბიშვილი - ტურიზმი უნდა გადავაქციოთ ელიტარულ ტურიზმად, უნდა ჩამოვიყვანოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ეკლესიებით და საგანძურებით ინტერესდებიან.

      მოსამართლის მთავართა დასანიშნად - ფიქრია ჩიხრაძე - ჩვენი სურვილი იყო, რომ უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ამ ეტაპზევე ჩართულიყო. ნათია კუპრაშვილი - დიმიტრი გელოვანები უნდა მოვძებნოთ და ისინი უნდა დაგვთანხმდნენ, რომ ქვეყანას მართლმსაჯულების სისტემაში დახმარება სჭირდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსს არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობას კი კონსულტაციებს სთავაზობს.

      ტერორიზმის გამოძიება - მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოკითხავენ. ადვოკატი - აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე საჭირო მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს. ადვოკატი - მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოიკითხა - ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები. მარიამ კუბლაშვილი - მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია.

      მშენებლობები და გარემოს დაცვა, რეგიონალური განვითარებები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი და ამბროლაურის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროში შიდა და ქვემო ქართლში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი თვითმმართველობებთან ერთად განიხილეს. ტურისტები გონიოს სანაპიროზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

      შამბას ფიქრები და საქართველო აზრები - სერგეი შამბა - მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგსა და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი. თინათინ ბოკუჩავა - ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება, რომელიც გვექნება ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებთან, უნდა შედგეს მრავალმხრივ ფორმატში. ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი აუცილებელია და ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს. ირაკლი კობახიძე - ადამიანებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთი ხელოვნურ ბარიერს უქმნის.

      ბათუმური შეხვედრა - კახა კალაძე ბათუმში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარტიის ოფისში ხვდება. ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ ბათუმში „ქართული ოცნების“ წევრებთან და რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს. ცოტნე ანანიძე - პარტიის ლიდერებთან საპრეზიდენტო არჩევნებზე და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.

      მერაბიშვილი ავად - თინა ბოკუჩავა ვანო მერაბიშვილის მონახულებას აპირებს. ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა. ადვოკატი - ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება.

      თბილისის განვითარებები - ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის 24-ე კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

      ვალდებული ჯარისკაცები - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები შეემატა.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპის მოთმინება და თურქული ულტიმატუმები - მაიკ პენსი - თურქეთმა არ უნდა გამოსცადოს ტრამპის მოთმინება.

      ტრაგედია და გლოვი დღე - გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო, იტალიაში 18 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. იტალიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქალაქ გენუაში ხიდის ნანგრევებში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი კიდევ იყოს.

      ჩრდილოელი დათვი - უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი - მოსკოვში ამიერიდან მხოლოდ დათვები ივლიან.

      ლეგენდის გარდაცვალება - ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 171

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters