ჯგუფი შექმნილია იმისათვის რომ ვისაუბროთ ხელოვნებაზე და რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს კრიტიკა
წევრები: 397
უკანასკნელი აქტიურობა: აპრილი 4, 2024
ახალი პოსტის შესაქმნელად დააკლიკე წარწერას:
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივნ. 22, 2021. 3 გამოხმაურება 15 მოწონება
Qwelly_ს ხელოვნების ჯგუფი არაერთ ცნობილ თუ უცნობ, უცხოელ თუ ქართველ ხელოვანს მასპინძლობს, იმეგობრებს და ცდილობს ორიოდე სიტყვით მოგითხროთ მათ შესახებ. გახსოვთ ალბათ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ქალბატონი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს და შესანიშნავ ტილოებს ქმნის, ვგულისხმობ ქალბატონ მირიამ სოლოღაშვილს თავისი ალბომით - ქალი წითლებში. დღეს მინდა მოგიყვეთ ქალბატონი…გაგრძელება
ტეგები: ხე, ხელოვნება, ქვა, სკულპტურა, დამუშავება
ავტორი nino usenashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მარტი 11, 2021. 10 გამოხმაურება 19 მოწონება
ნინო ჩაკვეტაძე: რაც შეეხება ნახატების შინაარსს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, თითქმის განუწყვეტლივ. ვცდილობ, ისეთი თემა იყოს, რომ ადამიანის სულს შეეხოს, ოღონდ იმასაც ვითვალისწინებ, რომ ზედმეტად ბანალური, ან ზედმეტად სენტიმენტალური არ გამოვიდეს. მაგრამ ვგრძნობ, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. არის ისეც, რომ ნახატის სიუჟეტი თავისით გამიელვებს თვალწინ. ხანდახან ქუჩაში დანახული ბავშვის მოძრაობა, ან რამე სიტუაცია ჩამებეჭდება თავში და ამაზე ვაგებ მთელ ნახატს. მშვიდი და ბუნებრივი ფერები მირჩევნია ზედმეტად მყვირალა და მკვეთრ ფერებს. მაქვს რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ნახატი, რომლებსაც, ალბათ, ვერასოდეს შეველევი. ხშირად მომიხსენიებენ, როგორც საბავშვო მხატვარს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, თუ ჩემი ნახატები ბავშვსაც მოსწონს და აღელვებს, მაგრამ მე ყველასთვის ვხატავ, ამ შემთხვევაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ადამიანი როგორ დაინახავს და შეიგრძნობს ჩემს შემოქმედებას, განურჩევლად იმისა, ბავშვია ის თუ მოზრდილი. გაგრძელება
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მარტი 5, 2021. 2 გამოხმაურება 8 მოწონება
ბიზანტიური ხელოვნება V საუკუნეში, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, გაჩნდა ორი დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - აღმოსავლეთ რომის იმპერია, ანუ ბიზანტია დედაქალაქით კონსტანტინოპოლში და დასავლეთ რომის იმპერია. იწყება ახალი ეპოქა შუა საუკუნეები, კულტურის სახე იცვლება, ხელოვნება რელიგიურ ხასიათს იძენს. არქიტექტურის დარგში ეს ნიშნავს იმას, რომ წამყვანი ხდება საკულტო არქიტექტურა - ეკლესია მონასტრების მშენებლობა. ბიზანტიურ ხელოვნებაში ნაწილობრივ შემორჩა ანტიკური ელემენტები, მაგრამ მთლიანობაში მისი სახე და ხასიათი სრულიად თავისებური და თვითმყოფადია. ადრეულ ხანაში ბიზანტიურ არქიტექტურაში ბაზილიკური ტიპის ნაგებობები ჭარბობდა, მაგრამ შემდგომში წამყვანი გახდა ჯვარგუმბათოვანი ტიპი ჯვრის ან კვადრატში ჩაწერილი ჯვრის ფორმის გეგმის მქონე შენობა, რომელიც მკლავების გადაკვეთაზე გუმბათით იყო გადახურული. მშენებლობისთვის ძირითადად გამოიყენებოდა აგური, ზოგჯერ ქვა. მათი ფენების მონაცვლეობა დეკორატიულ ეფექტს ქმნიდა. მთავარ კონსტრუქციულ ამოცანას წარმოადგენდა დიდი გუმბათისა და გუმბათის მრგვალი ყელის წონის…გაგრძელება
ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, ბიზანტია, ხელოვნება
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: თამარი, ივლ. 25, 2020. 25 გამოხმაურება 24 მოწონება
ავტორი ცისია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივლ. 18, 2020. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
მგონია, რომ ამ ქალმა თხელი სიფრიფანა ფერიები მიწაზე დაატყვევა და რომ არ გაქცეოდა, ფეხველი გაუდგა, ფრთები დააჭრა... ((( მთელი გრძნობები მათზე ანთხია და ახლა ისინი უსაზღვროდ მოწყენილები, მარტოსულები, ტკივილით იტანჯებიან - Ishibashi Yui ასეთი ხელოვანია...გაგრძელება
ავტორი mariami. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 12, 2020. 7 გამოხმაურება 20 მოწონება
ეს მომაჯადოებელი კოლექცია ჩრჩილების, პეპლების და მწერების, არის ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშები, რომელიც შეიქმნა ჩდილოეთ კაროლინაში - დამფუძნებელი არის იაპონელი ხელოვანი Yumi Okita. ლამაზად დამუშავებული ქანდაკებები ივსება საოცარი დეტალებით და ნიმუშებით, რომელიც აგებულია ბამბით, ხელოვნური ბეწვით, მავთულით, ბუმბულით, საღებავებით და მორთული ძაფებით. თითოეული საუცხოო ნაწილის საწარმოებლად Okita დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობს, ფრთების სამშენებლო ფენები პროპორციულად უნდა იჯდეს ტანზე, ისევე როგორც პატარა ელემენტები, როგორიცაა ყურები, ფეხები და ანტენები. ეს არსებები რეალისტურებია. Okita თავის შემოქმედებებს ყიდის საკუთარ Etsy მაღაზიაში, თითოეული ქანდაკება შეიცავს რკინის კაუჭს, რომელიც მის უკან მხარესაა დამაგრებული, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოფინოთ ისინი თქვენი სახლის ნებისმიერ კედელზე.გაგრძელება
ავტორი ხატია. ბოლოს გამოეხმაურა: გულიკო, მაისი 4, 2019. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ საჭირო გახდა ახალი სამლოცველოების შექმნა. თუმცა საწყის ეტაპზე ადამიანებს ეშინოდათ „ახალ“ ღმერთთან შეგუება და მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ეკლესიაში მხოლოდ მღვდელი შედიოდა და მრევლი გარედან ისმენდა ქადაგებას. დროთა განმავლობაში, როცა ქრისტიანობამ ფართოდ მოიკიდა ფეხი, საჭირო გახდა შედარებით დიდი ნაგებობის აგება, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბაზილიკის ტიპიც სწორედ ამ დანიშნულების მიხედვით ჩამოყალიბდა. ბაზილიკები დაყოფილია ნავებად, შუა ნავი უფრო განიერია და მაღალი, გვერდითა ნავები შედარებით ვიწრო და დაბალი, ნავებს შორის სივრცე კი ბურჯებითაა გამოყოფილი.ბაზილიკას ახასიათებს წაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი, შესასვლელიც დასავლეთიდანააქვს, რაც შესვლისთანავე საკურთხევლისკენ იქცევს ყურადღებას. საქართველოში ბაზილიკა ბიზანტიიდან შემოვიდა, მაგრამ არ მომხდარა პირდაპირი კოპირება, აქ მან თავისებური სახე მიიღო. სამნავიან ბაზილიკასთან ერთად გაჩნდა სამეკლესიანი ბაზილიკები, სადაც გვერდითა ნავები…გაგრძელება
ტეგები: არქიტექტურა, ბაზილიკა
ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: მაიკო, თებერვალი 17, 2019. 24 გამოხმაურება 25 მოწონება
არ ვიცი უკვე მოკლული სპილოებისგან აკეთებენ ამას თუ სპეციალურად ამ სკულპტურებისთვის ხოცავენ, მაგრამ ნაკეთობები საოცარია!…გაგრძელება
ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: მაიკო, იანვარი 23, 2019. 13 გამოხმაურება 27 მოწონება
გუსტავ კლიმტი დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს ბაუმგარტენში, ავსტრიაში. იგი ოჯახში მეორე შვილი იყო. გუსტავს სამი და და ოთხი ძმა ჰყავდა. დედამისს ანა კლიმტს ჰქონდა დიდი ხნის განუხორცილებელი ოცნება გამხდარიყო ცნობილი მუსიკოსი. მამამისი ერნსტ კლიმტი უმცროსი ამზადებდა ოქროს გრავიორებს. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. 1883 წელს გუსტავმა ჩააბარა Vienna School of Arts and Crafts-ში, სადაც არქიტექტურულ მხატვრობას სწავლობდა. 1887 წელს მისმა ძმამ ერნსტმა, რომელიც მამამისის პროფესიის არჩევას აპირებდა მოულოდნელად გადაიფიქრა და იგივე სასწავლებელში ჩააბარა. ორივე ძმებმა მეგობარ ფრანზ მეჩთან ერთად დაიწყეს ბიზნესი: მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი "Company of Artists", იღებდნენ დაკვეთებს და ასრულებდნენ უმაღლეს დონეზე, აგრეთვე თავიანთ პედაგოგებს Kunsthistorisches Museum _ის კედლების ფრესკების მოხატვაში ეხმარებოდნენ. კლიმტმა მისი პროფესიული კარიერა Ringstraße-ის შენობის ფრესკების და ჭერის მოხატვით დაიწყო, მათ შორის ყველაზე ცნობილია "Allegories and Emblems". 1888 წელს ავსტრიის იმპერატორ ფრანზ…გაგრძელება
ავტორი თათია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, იანვარი 15, 2019. 2 გამოხმაურება 7 მოწონება
ცოცხალი სამაჯურები სარა სმიტი ის ხელოვანია, რომელიც თავისი დროის უდიდეს ნაწილს სამკაულების შექმნას უთმობს. მისი თქმით, მას ისე არაფერი არ სიამოვნებს, როგორც სამკაულების შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ სარა ყოველ სამკაულს ხელით აკეთებს. მათში უდიდეს ენერგიას და სიყვარულს დებს, ამიტომაცაა სარას სამკაულები ასეთი გასაოცარი და სინაზით სავსე. ხელოვანის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ საიუველირო მაღაზიაში წარმატებით იყიდება და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. სამკაულების გამოყენება შესაძლებელია ყველა სეზონზე.გაგრძელება
ტეგები: ბუნებრივი, იუვილერია, ხელოვნება, სამკაულები, საიუვილერო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ ხელოვნება_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!