საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 23
უკანასკნელი აქტიურობა: 5 საათის წინ
• 1 მაისი • 2 მაისი • 3 მაისი •
• 4 მაისი • 5 მაისი • 6 მაისი •
• 7 მაისი • 8 მაისი • 9 მაისი •
• 10 მაისი • 11 მაისი • 12 მაისი •
• 13 მაისი • 14 მაისი • 15 მაისი •
• 16 მაისი • 17 მაისი • 18 მაისი •
• 19 მაისი • 20 მაისი • 21 მაისი •
• 22 მაისი • 23 მაისი • 24 მაისი •
• 25 მაისი • 26 მაისი • 27 მაისი •
• 28 მაისი • 29 მაისი • 30 მაისი •
• 31 მაისი
ავტორი ლაშა, მაისი 26, 2021. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
26 მაისს (ძვ. სტ. 13 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს გლიკერია ქალწულსა და ლაოდიკე დილეგის მცველს. ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში, იმპერატორ ანტონინეს ზეობისას (138-161) არაერთ ქრისტიანი ეწამა საკუთარი სარწმუნოაბის გამო, არაერთმა ადამიანმა გაცვალა ამქვეყნიური სიცოცხლე, მარადისობაში. სწორედ, მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მოწამე გლიკერია და ლაოდიკე. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბიანემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. მოწამე გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული…გაგრძელება
ტეგები: მაისი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, მოწამე, Qwellyland
ავტორი რ უ ს კ ა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 8, 2021. 2 გამოხმაურება 12 მოწონება
8 მაისს (ძვ. სტ. 25აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მარკოზ მახარებელს! 70 მოციქულთაგან ერთ-ერთი, წმიდა მახარებელი მარკოზი დაიბადა იერუსალიმში, 63 წელს. ცნობილია, რომ იგი იყო მოციქულ ბარნაბას ძმისწული. საეეკლესიო გარდამოცემის თანახმად, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი უფალთან ერთად იმყოფებოდა და შესძლო თავი დაეღწია მისი შეპყრობის მსურველი ჯარისკაცებისაგან. უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი, რომელიც გეთსამანიის ბაღს ესაზღვრებოდა, ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა. საქმე მოციქულთას თანახმად, წმიდა მარკოზი პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად იმყოფებოდა სელევკიაში, საიდანაც წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. მოგვიანბით, წმიდა მარკოზი ქალაქ პაფოში, ხდება მოწმე იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი. მახარებელი მარკოზი, წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ, ბრუნდება იერუსალიმში და პეტრე მოციქულთან ერთად მოივლის რომს, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით…გაგრძელება
ტეგები: ქველი, Qwellyland, მახარებელი, მაისი, may
ავტორი ლაშა, მაისი 9, 2020. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
9 მაისს (ძვ. სტ. 26 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პერმის ეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს რუსეთის მიწაზე ქრისტიანობის გავრცელების, ქადაგების და წარმართა მოქცევის ერთ-ერთი პირველ მამათა შორის არის წმიდა სტეფანე პერმელი. ის წარმოშობით უსტიუჟიდან იყო (ვოლოგდის ოლქი). დაიბადა და აღიზარდა მედავიტნის ოჯახში. ღმრთისმოსავი დედა, მარიამი, სტეფანეს უფლის მოშიშებით ზრდიდა. გამოიჩინა რა განსაკუთრებული გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობისა, ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში სწრაფად შეისწავლა კითხვა და მამამის ეხმარებოდა მსახურებაში. ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, როსტოვში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად (დღევანდელი, ევროპული რუსეთის…გაგრძელება
ტეგები: მაისი, თვენი, ეპისკოპოსი, Qwellyland, 9 მაისი
ავტორი ლაშა, მაისი 7, 2020. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
7 მაისს (ძვ. სტ. 24 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილატს და მასთან ერთად წამებულ 70 მხედარს ადრეული ეკლესია, მრავალ მოწამეს იცნობს, რომლებიც წამებამდე სამხედრო სამსახურში იყვნენ. წმინდა საბაც, ერთ-ერთი ასეთი მოწამეა. ის წარმოშობით გუთთა ტომიდან იყო. გამორჩული სამხედრო სიმამაცისთვის მას სტრატილატის, ანუ მხედართმთავრის წოდება მიანიჭეს. წმინდა საბას სტრატილატობისას ზეობდა იმპერატორი ავრელიანე. საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. როდესაც საკუთარი მხედართმთავრის ასეთი წამება იხილეს მისმა მხედრებმა ქრისტეს სჯულზე…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, მოწამე, ქველი, სტრატილატი, მაისი
ავტორი ლაშა, მაისი 5, 2020. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
5 მაისს (ძვ. სტ. 22 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე ანასტასიოპოლელს! ეკლესიის ისტორია, წმინდა ვიტალის გამორჩეული, განსაკუთრებული ცხოვრების წესით იცნობს. მეშვიდე საუკუნის მოღვაწე მამა უბრალო ბერი იყო, ღირსი სერიდის სახელობის მონასტერში. უკვე ასაკოვანი იყო, როდესაც ალექსანდრიაში ჩავიდა. მაშინ, ალექსანდრიის პატრიარქი იყო წმინდა იოანე (ეკლესიამ მას იოანე მოწყალე უწოდა). სწორედ, ამ დროიდან იწყება ბერის უჩვეულო მოღვაწეობის ისტორია. უდიდეს მლოცველ მამას, მოსახსენებელში ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი ეწერა და მათი სულიერი გადარჩენისთვის მხურვალედ ლოცულობდა. უდებების და სიზარმაცის ცოდვისგან ძალიან შორს მყოფი ბერი, დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ…გაგრძელება
ტეგები: თვენი, მონაზვნობა, წმინდათა_ცხოვრება, ალექსანდრია, Qwellyland
ავტორი ლაშა, მაისი 3, 2020. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
3 მაისს (ძვ. სტ 20 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა გრიგოლს, ანტიოქიელ პატრიარქს მეექვსე საუკუნეში, ქრისტეს ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების წესის გაძლიერება იწყება. სწორედ, ამ პერიოდის მოღვაწე მამაა წმინდა გრიგოლი. ბერად აღკვეცის შემდეგ, წმინდა გრიგოლი სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტერის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა. ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე, მეექვსე საუკუნის მიწურულამდე ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.…გაგრძელება
ტეგები: 3 მაისი, წმინდათა_ცხოვრება, პატრიარქი, თვენი, Qwellyland
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ მაისი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!