რედაქციაში შემოსულ კაცს იღლიაში საქაღალდის გრაგნილი ჰქონდა ამოჩრილი.ამოვიოხრე და ხელით სკამზე ვანიშნე: სტუმარი სკამის კიდეზე ჩამოჯდა და გრაგნილი მოუხერხებლად დაიდო მუხლებზე.
რითი შემიძლია გემსახუროთ?
თუ ნებას მომცემთ, ჯერ რამდენიმე სიტყვას საკუთარ თავზე მოგახსენებთ.
ბრძანეთ, უთხარი და კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე.
მინდოდა, გამეფრთხილებინეთ, რომ პროფესიონალ მწერლად არ ვითვლები.
დიახ...
ომამდე კაფელის ქარხანაში ვმუშაობდი.
კეთილი...
დიდი ქარხანა იყო, კაფელი ვაგონებით იგზავნებოდა.
ჰოო...
და აი ერთი ვაგონი დაიკარგა. პირობითი სასჯელი დამედო ერთი წლის ვადით.
დიახ...
მერე საავტომობილო სახელოსნოში ვმუშაობდი.
კი...
მაგრამ ავტომობილებს ძრავები აქვთ, ჰოდა, სათადარიგო ნაწილები თავსაყრელად მოდიოდა, და რადგან ასე განუსაზღვრელი რაოდენობით მოდიოდა, შეიძლებოდა მისი გატანა და გაზიდვა. ერთი სიტყვით, ეს საჩემო სამუშაო არ იყო.
დიახ...
წელიწადნახევარი ავიკიდე.
ჰო...
სასჯელი რომ მოვიხადე, ბუღალტერიაში გადავედი სამუშაოდ.
ბუღალტერიაში სათადარიგო ნაწილები არა ყრია, ხომ სწორი?
დიახ...
მაგრამ სხვა შესაძლებლობაა. ვინმე როგალსკისთან თანამშრომლობა მომიწია. სოლიდარულად ორ-ორი წელი ავიკიდეთ. მაგრამ სწორედ ამ დროს ამნისტია გამოცხადდა.
კი...
ალბათ, გიკვირთ, ყოველივე ამას რატომ მიყვებაო, მაგრამ ეს აუცილებელია ჩემი მდგომარეობის შესაფასებლად, მე საკუთარ თავს ვებრძოდი, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ. ,,წახვალ, შე საძაგელო, ვეუბნებოდი საკუთარ თავს, წახვალ სამუშაოდ ისეთ ადგილას, სადაც არაფრის მოპარვა აღარ შეიძლება. აბსოლიტურად არაფრის... დიახ... მაგრამ ეს არც ისე იოლი იყო. ჩვენი მხარე მდიდარია, და ძნელია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც შეუძლებელია რამე არ მოიპარო“.
კერძო სექტორში გადავედი.
ჰო...
პოლიციამ ზუსტად იმ მომენტში ჩამავლო, როდესაც საკუთარი მაღაზიის ვიტრინიდან გამომქონდა საქონელი. აქ კი მივხვდი, რომ უკვე საბოლოოდ ხელიდან წასული კაცი ვიყავი! და სწორედ მაშინ დავიწყე წერა. ახლა თქვენთვის გასაგებია, თუ რას წარმოადგენს ჩემთვის ეს ხელნაწერი. მინდა მჯეროდეს საკუთარი თავისა. მინდა ვირწმუნო, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის მეთქი და აი შემოქმედებითს საქმიანობას ვეწევი. ძალიან გთხოვთ ეს ნაწარმოები წაიკითხოთ.
გრაგნილი გავხსენი. პოემა იყო. შემდეგი სიტყვებით იწყებოდა.
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი...
დიახ, მისი მავნე ჩვევის მსხვერპლი ამჯერად რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი“ გამხდარიყო.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია