ვინ ვარ? არავინ. კითხვაზე ვინვარ, ერთეულები დიშვილს, ძმიშვილს, დას, მეგობარს, ახლობელს და ზოგჯერ არ ვიცისაც მიწოდებენ. მათთვის იქნებ ამ სიტყვების იქით არც არავინ ვარ. ამ სიტყვების გააზრებაც არ ვარ და საკუთარი თავისთვის ვინღა ვარ? ამაზე უფრო ნაკლები და კიდევ უფრო არაფერი. მაშ აბა რა ვარ? ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რა ვარ. ხოო მიწა ვარ. ამხელა დედამიწის ერთი პატარა პეშვი ვარ. ზეციერის მონდომება, სახე მისი და სახელი ადამის ადამიანი ვარ. ამის იქით რა ვარ? ერთიღა ვარ და აი იმას დაესმის კითხვა ვინ? ვინ და სული ვარ, ესეიგი რა-ში ვინ ვარ. ერთი- ერთში ვარ მიწაში სული. და მერე ვაარ რამე კიდევ? ან საიდან სადამდე ვარ? პატარა დრო ვარ დროში და დედამიწელი დედამიწამდე, ესეც მარტო აქამდე ვარ. ის რაც მგონია ვარ, არ ვარ: პატივსაცემი, კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი, ეს ხომ მანკიერი ჩემი გონებისეულია და არარსებული. და მერე ასეთი საგზალგამოლეული საით მივდივარ? ძალიან შორს, არარაობიდან რაობისკენ. მერედა სადამდეე? როცა იქნება ხომ დედამიწა დანაკლისს შეირევს და რაღა ვრჩები? ვინღა ვყოფილვარ? ერთი შთაბერვაღა, მეტი ხომ არა. რით მიტრაბახია ან რით ვტრაბახობ? სინამდვილეში ხომ ერთი ჩვეულებრივი თავშესაფარი ვარ. კარგი და როდემდე? უცნობ დღემდე და ყოველდღიურ მოლოდინამდე. იქამდე ვიდრე სიცოცხლის მოსისხლე სიკვდილი არ მოვა. ის ხომ ყოველთვის სიცოცხლეს ბაძავს, თუმცა არაა მასავით მკაცრი. მაშ რაღა ვღჩებიი? მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებაღა.
ნახვა: 293
ტეგები: blog, qwelly, qwellyblog, ბლოგი, გადაწყვეტილება, დღიური, ვინ ვარ, კითხვები, ქველი
მდაჰ :) არ ვიცი ის რა გადაწყვეტილებაა :( მაგრამ საინტერესოა "მე - კონცეფცია" იყო ფსიქოლოგო ♥
:) ეს ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებაა
აი მესმის ინტრიგააა :))
:) შენ წარმოიდგინე და ჩემთვისაც ინტრიგაა
გომელაურის ერთი ლექსი მომაგონე, რომელიც ასე მთავრდება:
"მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა"
:) ეს სტრიქონები არ მახსენდება. მაგრამ აქ კიდევ სხვა აზრი დევს.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია