ხორავას საგამოძიებო კომისია, აქციები და კონტრაქციები, მეთაურის გამოსვლები, მცირე ანსამბლეა, გამოსვლები ირანში

      ისეივ მზე და ისევ წვიმა, ერთი მხრივ აგრილებს და მეორე მხრივ გონებას ღლის. ქვეყანა კი ისევ ხორავას ქუჩის ამბებს იძიებს და საგამოძიებო კომისიებს ქმნის. ამასთანავე, უკრაინის ავტოკეფალია, თურმე ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. პრემიერი ისევ ტრაბახობს და ა.შ. ამინდის ამბავი კი ასეთია, ამ უქმეებზე, სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 08 ივნისი, 2018 /

      ხორავას ტრაგედია - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. ზაზა ხუციშვილი ზაზა სარალიძეს მთავრობის წინაშე რეალური მოთხოვნების დაყენებას, გამოძიების ხელშესაწყობად კი წყაროს დასახელებას ურჩევს. მირზა სუბელიანმა შსს მრავალსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. ზაზა სარალიძე - მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდნენ. სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისია იქნება ინსტრუმენტი ზაზა სარალიძის და დაზარალებული ოჯახების ხელში, რათა სიმართლე დადგინდეს. ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო კომისიაზე არავის გამოკითხვა არ არის გამორიცხული, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის. ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. გიორგი კვირიკაშვილი - ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. ზაზა სარალიძე - თუ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, 10 ივნისს პოლიტიკური პარტიების აქციას შევუერთდები. ზაზა სარალიძე ეკა ბესელიაზე - ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, სასაუბროდ არ დავუჯდები, ეს გამორიცხულია. ზაზა სარალიძე - შსს-ში მირზა სუბელიანთან ალბათ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მის დაკავებასთან დაკავშირებით. ეკა ბესელია ზაზა სარალიძის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების თაობაზე, „პოლიტიკურ გზავნილს“ უწოდებს. მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სისხლის სამართლის სპეციალისტი, აქვს დიდი გამოცდილება და ამიტომ მოხდა საგამოძიებო კომისიაში მისი ჩართვა. მამუკა მდინარაძე - ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. ზაზა სარალიძე - არიან პირები, ვინც საერთოდ დაკითხულიც კი არაა, ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისია მათ აუცილებლად გაესაუბრება. ადა მარშანია - ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ საგამოძიებო კომისიაში არ დარჩება, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში. ზაზა სარალიძე - რამდენი პოლიტიკური პარტიაა ჩამომითვალეთ და ყველას გავემიჯნები, ჩემი მიზანია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოს“ - საგამოძიებო კომისია არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის, ეს არის საპარლამენტო კომისია. ზაზა სარალიძე - მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, თქვან, არ დამალონ არაფერი. სერგი კაპანაძე - ვის დაიბარებს საგამოძიებო კომისია, მალე იქნება ცნობილი. საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე დისკუსიის საგანი გახდა სერგი კაპანაძის შეხვედრები, რომელიც მან კომისიის შეკრებამდე გამართა. სერგი კაპანაძე - არავის ჰქონდეს ილუზია, რომ როგორმე გააჭიანურებს საგამოძიებო კომისიის მუშაობას. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს. სერგი კაპანაძე - ველოდებით მასალების მიღებას შსს-დან, პროკურატურიდან და სასამართლოდან. 51-ე სკოლის დირექტორი - დათო სარალიძე იყო თავაზიანი, კეთილი - არ არსებობს მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ მასთან პრობლემა ჰქონდა. სერგი კაპანაძე - ადა მარშანიამ მოაწყო პოლიტიკური შოუ, მასკარადი, თუ ის დატოვებს კომისიის შემადგენლობას, არ მგონია, ამით კომისია დაზარალდეს. პროკურატურა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს. ზაზა სარალიძე - ძალიან ვთხოვ შსს-ს, სისულელეებს მორჩნენ და ხვალ უკვე ველოდები შედეგებს, მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას. გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო კომისიაზე - ამ კომისიასთან დაკავშირებით არ მაქვს არც ძალიან დიდი მოლოდინი და არც უნდობლობა.

      აქციებისკენ მომწოდებელი პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები თუ მივლენ 10 ივნისის აქციაზე, ჩემი აზრით, იქნება ძალიან სწორი. გიორგი მარგველაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციაზე რომ ითვლიან, დაითვალონ იმ ნაწილში, სადაც ისინი ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ. გიორგი მარგველაშვილი - კონტრაქციებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. გიორგი მარგველაშვილი - მე არ მაქვს დღეს განცდა, რომ პრემიერი უნდა გადადგეს, ვის დამისახელებთ კვირიკაშვილზე უკეთესს „ქართული ოცნების“ გუნდში?!

      ამერიკის მადლიერი - გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ელიზაბეტ რუდი გიორგი კვირიკაშვილს - თქვენ არსებით როლს ასრულებთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამის წარმატების უზრუნველყოფაში.

      მთავრობის მეთაური, როგორც ასეთი - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება. გიორგი კვირიკაშვილი - მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ გააკეთონ შედარება როდესაც თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩებში და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ იყო. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს და ამას არა ერთი წელი დასჭირდება, თუმცა მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზაზე დგას. გიორგი კვირიკაშვილი - მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. გიორგი კვირიკაშვილი - გუდაური გაიზრდება სამჯერ და იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც ყველა საჭირო სივრცე მოეწყობა.

      ხშირი უკმაყოფილება - ანა დოლიძე - ერთ თვეში გვქონდა 3 სერიოზული საჯარო უკმაყოფილება სხვადასხვა თემაზე.

      პრობლემები იუსტიციაში - „თეა, წადი“ - ამ ლოზუნგით და თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართა იუსტიციის სახლთან. დიმიტრი გვრიტიშვილი - ვერ ვხედავთ აუცილებლობას თანამდებობები დავტოვოთ.

      პატრიოტების გათავისუფლება - ლადო სადღობელაშვილი - არ მცხელა აქციებისთვის, ალბათ, დიდხნიან ტაიმ-აუტს ავიღებ.

      თხილის შველა - სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ.

      ქალთა მიმართ დისკრიმინაცია - მიხეილ ჯანელიძე ლია ნადარაიას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად არჩევას ულოცავს.

      ავტოკეფალიის აღიარება - „თავისუფალი საქართველო“ - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას გამოიწვევს.

      უსაფრთხო პატრულირება - მოზარდი, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება.

      პატარა ანსამბლეა - არჩილ თალაკვაძე - საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მიზანი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება. კახა კუჭავა - საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროინტეგრაციის გზაზე ძალების გაერთიანებას.

      მოწევის აკრძალვა - გიორგი ბახტურიძე - შენობებში მოწევის აკრძალვის აღსრულების მიმართულებით პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. აკაკი ზოიძე - შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის გამო, ქართული სუფრის ტრადიციების რღვევა დაგვაბრალეს.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო შეხვედრა - The Wall Street Journal - ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა.

      ყირიმის დავიწყება - მევლუთ ჩავუშოღლუ - თუ დასავლური ქვეყნები ყირიმს დაივიწყებთ და ხვალ უკრაინას რამე დაემართება, ამაზე პასუხისმგებლები თქვენ იქნებით. კონსტანტინე კოსაჩოვი - ჩავუშოღლუს განცხადება ყირიმთან დაკავშირებით, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს.

      საფრთხე იტალიას - იტალიის ვიცე-პრემიერი - იტალიისთვის საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ჩრდილოეთ აფრიკიდან მოდის.

      უსაჩუქრო მოხელეობა - მალაიზიაში სახელმწიფო მოხელეები საჩუქრების მიღებაში შეიზღუდებიან.

      ანტიისრაელური ირანი - ირანში ანტიისრაელური დემონსტრაციები იმართება.

      ავსტრიის ულტიმატუმი - სებასტიან კურცი - ავსტრიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 იმამს გააძევებს და შვიდ მეჩეთს დახურავს.

      მარიხუანა ლეგალური კანადა - კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა.

      რუსეთი რვიანში - დონალდ ტრამპი - რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს. დიმიტრი პესკოვი „დიდი რვიანის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე - რუსეთი აქცენტს სხვა ფორმატებზე აკეთებს. დონალდ ტრამპის იდეას რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების თაობაზე იტალიის პრემიერიც ეთანხმება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 168

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters