მართალია, ჩემს უბნელებსაც კი ღიმილისმომგვრელად ეჩვენათ ჩემი იდეა, საბჭოთა „აზნევთის“, ევროპული, კლასიკური, არაორიგინალური სახელწოდებით „ხიდისუბანით“ ჩანაცვლებაზე, მაგრამ ეგ არაფერი - ფაქტი ერთია - აქამდე ორი ხიდი გვქონდა უბნის გადმოსახედზე, ახლა უკვე სამი გვაქვს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე, 2019 წლის, 22 მარტით დათარიღებულ სტატიაში ვკითხულობთ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქ. მცხეთაში მდ. მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ... იგი 2020 წლისთვის დასრულდება და მისი მშენებლობა 9 მილიონი ლარი დაჯდება.“
ამ პოსტის იდეა, მშენებლობის გაჭიანურების ან იმ 9 მლნ ლარის გამორკვევის ამბავი არ არის (საერთოდ, ჩვენ, მცხეთელებს, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას არ გვახასიათებს სახელმწიფოს ბიუჯეტის განკარგვაში ხელის ფათური. ეგ ჩვენი საქმე არაა. მაგ.: თუ მშენებარე კორპუსში ბინას ვიყიდით, რომელიც დათქმულ ვადაში არ ჩაგვბარდება, აქციებს მოვაწყობთ, ვიჩივლებთ, კომპენსაციას მოვითხოვთ და ა.შ., მაგრამ თუ სახელმწიფო რომელიმე დანაპირებს არ შეგვისრულებს და ბიუჯეტის ფულიც უკვალოდ გაქრება, თითქოს არც ყოფილა, ეგ არაფერი, ის ხომ ბიუჯეტის ფულია. ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ ეგ ბიუჯეტის ფული, რომ ჩვენი ფულია), პოსტის იდეა ამ მშენებლობაშეჩერებული ხიდისთვის დანიშნულების გამონახვაა და ცოტაოდენი იუმორით შეზავებული ისტორიულ-არქეოლოგიური ექსკურსი. საქმე ის გახლავთ, რომ ამჟამინდელი ხიდი 1926 წელს აშენდა. დღეიდან კიდევ 4 წელიწადში ის უკვე საუკუნის ხიდი იქნება, მაგრამ ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს (ამიტომ დაიწყეს ახალი ხიდის შენებაც) და კიდევ ერთ საუკუნეს ვერ გაუძლებს, თორემ ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსს მიიღებდა უპრობლემოდ. აი, ახალი ხიდი რომელიც ნანგრევს უფრო ჰგავს, ვიდრე მშენებარეს, ამის კარგ საშუალებას იძლევა. სულ რაღაც 50 წელიწადში, ამ ხიდს ხავსი კარგად მოედება (დაწყებულია პროცესი), ის რკინის შვერილები, არმატურები და ა.შ. მალე მოიჭრება და ჯართის ჩამბარებელი პუნქტების წყალობით რომელიმე მეზობელ ქვეყანაში გაემგზავრება, მტკვარი თავისას წალეკავს და დროც თავისას მოჭამს, შესაბამისად, ჩვენს უძველეს ქალაქს კიდევ ერთი ანტიკური კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი შეემატება. ჰოდა, ვიფიქრე, რომ დაგვჭირდება ლეგენდა, პომპეუსის ხიდის მსგავსი და ერთგვარ, წინწაგდებულ საქმედ მომაფიქრდა ეს პოსტიც.
მიმოვიკვლიე, მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ 1769 წელს ედინბურგში გამოცემულ ბრიტანიკაში (ეს გახლავთ, ერთ-ერთი უნივერსალური და უძველესი ენციკლოპედია მსოფლიოში), არის ჩანაწერი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის აღმოსავლური ლაშქრობების შესახებ (ძვ.წ. VI საუკუნე), რომელსაც ზოგჯერ თავად მეფე სარდლობდა, ზოგჯერ კი მისი რომელიმე სარდალი, მაგალითად, ნაბუსორი ანდა ნოსორქობუ (იხ. Encyclopaedia Britannica, 1769, Edinburgh, p486). ამასთანავე, არსადცნობილი ებრაელი მკვლევარი და საქართველოსმცოდნე დორან ბარ კეფირი ვარაუდობდა, რომ ქართლის ცხოვრებაში ხსენებული ებრაელთა ჩამოსვლის ამბავი, აუცილებლად უნდა ასახულიყო სეპტუაგინტას რომელიმე დამატებაში. ასეც მოხდა, პალესტინის გაუთხრელ კატაკომბებში, არქეოლოგებმა მიაგნეს ჩანაწერს, რომლის გაშიფვრაზეც სწორედ ხსენებული მეცნიერი მუშაობდა. ჩანაწერებზე დაყრდნობით დორანი ამბობს, რომ „წარმოტყვევნილ ებრაელებს“ (ლეონტი მროველის ტერმინით), რომლებიც ივერიაში სამოსახლოს საძებნელად მცხეთის მამასახლისს მიადგნენ, ადევნებიათ ნაბუსორის 900 კაციანი არმია. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მტკვრის ხეობას მაშინ ერთადერთი შემოსასვლელი ჰქონდა სწორედ ამ ხიდზე, რომლის შუა ნაწილი, მთლიანად ხის იყო (დღეს უკვე ჟამთასვლისგან განადგურებული). 900 კაციანი ბაბილონური არმია მაინცდამაინც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა მცხეთის მამასახლისისთვის, რომელსაც იმ ხანად უკვე „ერთი ბევრი“ კარგად გაწრთვნილი მეომარი ჰყავდა და ომი სწორედ, დღევანდელი ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სხვათაშორის, ბებრის ციხის სახელწოდების ერთ-ერთი ვერსიაც, სწორედ ამ ომს უკავშირდება - ბებრი ებრაულად ადევნებულს ნიშნავს. ნაბუსორის არმიამ საშინელი მარცხის შემდეგ, უკანმოუხედავად მოკურცხლა. გზად სწორედ ამ ხიდზე უნდა გადასულიყო, გადასვლის შემდეგ კი ხიდი ჩაანგრია, რადგან მდევნელებს ხელიდან დასხლტოდა და ბაბილონში ჩაეღწია. შესაბამისად, ეს ხიდი გაცილებით, ხუთი საუკუნით ძველია ვიდრე პომპეუსის ხიდი და ყველაზე ანტიკური და მრავლის მნახველი საქართველოს ისტორიაში.
ესეც ამ ხიდის ფოტო, რომელსაც გეორგიკაში მივაკვლიეთ და თავის მხრივ უძველეს ჩანახატებს ეყრდნობა.
წყარო: გეორგიკა, 1940 წ, ტ. 7, გვ. 748
==============
მოკლედ, მე ჩემი ვალი მოვიხადე, ლეგენდა მოგიგონეთ, თან საკმაოდ ავტორიტეტული იმიჯით, ახლა შეგიძლიათ აღარც დაასრულოთ ხიდის მშენებლობა, მაგრამ ჩემს უბანს მაინც დაარქვით „ხიდისუბანი“!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია