ისეთი მასშტაბური გამოდგა ერთი კაცის პოლიტიკიდან წასვლა, მთელი დღეა ამ თემაზე საუბრობენ. ბოლო პერიოდში გააქტუალურებული ეპისტოლარული ჟანრის ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, საკუთარი საქმიანობა შეაფასა, იამაყა და პოლიტიკიდანაც წავიდა. მერე, მთელი დღე, პოზიციაცა და ოპოზიციაც მის წასვლაზე საუბრობდა, ვინ აქებდა, ვინ აძაგებდა, ვინ ზეიმობდა და ვინ გამარჯვებად სახავდა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან. ამ ფონზე, თებერვლმდე გახანგრძლივებული შეზღუდვები ცოტა მიიჩქმალა. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 239780, გუშინ დილის შემდეგ - 551; გამოჯანმრთელებული - 226215, ბოლო 24 საათში - 880; გარდაცვლილი - 2796, გუშინ დილის შემდეგ - 23; კარანტინის რეჟიმში - 508. დოლარის ფასი ლარში - 3.3012
#კოვიდსაქართველო - კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე ძალაში რჩება. საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებული 7 898 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1057 ფაქტი გამოავლინა. თამარ გაბუნია - მიმდინარე კვირაში კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება. ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 2905 საწოლია თავისუფალი. ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტი ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია. ამჯერად ჩვენ რასაც განვიხილავთ, ესაა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინები. პაატა იმნაძე - რომ არ გვინდა მესამე ტალღა, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ცოტა კიდევ გავუძლოთ და ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები. ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და აღიარება ექნება. 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0.7 % არის დადებითი, აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეს ჩაუტარდა ტესტირება და მათში 0.9 % არის დადებითი. თენგიზ ცერცვაძე - ვრჩები იმ აზრზე, რომ ჩინური წარმოების ვაქცინა არ არის „ხელწამოსაკრავი“, მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე.
ამნისტიის ამბავი - მოძრაობა „შემახე ამნისტია” თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავს. ადვოკატები „ამნისტიის შესახებ“კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამნისტიასთან დაკავშირებით 11 პატიმარი შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქსნის, რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 4 პატიმარს დაუდასტურდა.
ბიძინას მეორედ წასვლა - ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ბიძინა ივანიშვილი - ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია, პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა - ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც ცინიზმია. ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა - დღეს ეს ბოროტება შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება ჯერ კიდევ იგრძნობა. ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი მიღწეულია - შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს. სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, არსად გამქრალა არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, არსად გამქრალა არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი, თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. დღეს „ქართული ოცნება“ არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს - ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან და იმედი გაუცრუვდა. გასაოცარია ოპოზიციის კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა - მათი მიზანი ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება. უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რაც ოპოზიციისგან 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ. ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც - სუსტები არიან და იმიტომ, დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც. საფრთხე განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას, თუმცა აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი ძალა, რომელიც აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და მას მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
შეფასებები წასულ კაცზე - ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდეს. გია ხუხაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - როცა პოლიტიკური კრიზისის პიკზე მიდიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას. რომან გოცირიძე - ივანიშვილი გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე - ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება, ახლა მორიგი „ტრიუკი” გაითამაშა. ანრი ოხანაშვილი - სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტია იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა. მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო. თამარ ტალიაშვილი - ბიძინა ივანიშვილი თავისი ცხოვრებით პოლიტიკური ქველმოქმედების საუკეთესო მაგალითია. კახა კუჭავა - ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს თანამდებობას. ნინო ბურჯანაძე - სიყალბე არ არის, როცა 31 ოქტომბერს ადამიანებმა ივანიშვილს მისცეს ხმა და ხელში შერჩათ კობახიძე და ხუნდაძე? - ეს არის ძალიან უსინდისო ნაბიჯი. გიგი უგულავა - უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როცა გარბიხარ მაშინ, როცა პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა - დღეს კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე არჩევნებთან. გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი არის მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როცა ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ, მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს მანდატს, მართოს ქვეყანა. ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესი ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო - მან ქვეყანას დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა. ირაკლი კობახიძე - ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები. არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოებს ახასიათებს. მიხეილ სააკაშვილი - მას მართლაც მოუწევს წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის. სერგო ჩიხლაძე - არ გამოვრიცხავ, მას მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა. მაია ბითაძე - არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ დრო სწორია ან არასწორია - თუ გაქვთ მოსაზრება როდის იქნებოდა სწორი ან არასწორი, როდის იქნებოდა ვინმე კმაყოფილი ან უკმაყოფილო? გიგი უგულავა - კობახიძის მემკვიდრედ დატოვება ნიშნავს სიშლეგისა და სიგიჟის პროვოცირებას მთელ ქვეყანაში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად. ლევან გოგიჩაიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ვნებები არის ძალაუფლება და ხელისუფლება, ამიტომ არ მჯერა, რომ სადმე წავიდა - ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. დავით ჭიჭინაძე - ასეთი დამარცხებული პოლიტიკოსი ჩვენ არ გვყოლია - კობახიძისთვის „ოცნების“ დატოვებას, ივანიშვილს ურჩევნია, „ოცნება“ მტკვარს გაატანოს. მაია ცქიტიშვილი - ბიძინა ივანიშვილს აქვს ნდობა იმ გუნდის, რომელიც რჩება. ირაკლი ღარიბაშვილი - ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მას არასდროს მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა. „ლელო“ - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩვენების დანიშვნის აუცილებლობა. ხათუნა გოგორიშვილი - ამ ვითომ გადადგომით ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს უთხრა: „მოგატყუეთ, დაგტოვეთ გაღიმებული“. დავით ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, არ „შეიტენოს“ პასუხისმგებლობა. ლევან გოგიჩაიშვილი - ბიძინა ივანიშვილს აღარ აინტერესებს რა ხდება სადღაც? - თუ აღარ აინტერესებს, მაშინ ხვალვე გახარია „დაბერტყავს“ ნახევარ მთავრობას. ელენე ხოშტარია - სისტემაა დასანგრევი, არასწორია თუ ივანიშვილის მეთაურობას აღარ გავითვალისწინებთ. გიგა ბოკერია - ივანიშვილი ხალხს ეუბნება, რომ მძიმე მდგომარეობაში ტოვებს, ის შარია ამ ქვეყნისთვის.
თავმჯდომარის ვაკანსია - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ირაკლი კობახიძე - გუნდი დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე - ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს. არჩილ თალაკვაძე - ლოგიკურია ივანიშვილის გადაწყვეტილება, ახალ გუნდს გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მმართველობაზე - ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს. ირაკლი ღარიბაშვილი - ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი - ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას. მამუკა მდინარაძე - საერთო აზრი იყო გუნდის შიგნით, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და კარგი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. იუსტიციის მინისტრი - ბიძინა ივანიშვილმა მართვის სადავეები გადასცა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ, შეკრულ გუნდს. სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე არჩეული იქნება - ვაგრძელებთ ახალ რეალობაში ცხოვრებას.
ომბუდსმენის ბლოკი - სახალხო დამცველი - აუცილებელია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება. სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის და ასევე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რაც მისივე შეფასებით, შესაძლოა, ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს. ომბუდსმენის განცხადებით - ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული - ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ჩინეთი აცხადებს, რომ ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი ქვეყანაში 14 იანვარს ჩავა. აშშ-ში კორონავირუსის 213 905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 814 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 23 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 436 ადამიანი გარდაიცვალა.
ამერიკული ამბები - ნენსი პელოსი - თუ მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს. ვაშინგტონის მერი ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შიდა ტერორიზმის ბრალდებით სისხლის სამართლის 25 საქმე აღიძრა. არნოლდ შვარცნეგერი - პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი. ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსში მომიტინგეები სამთავრობო უწყებებისა და კაპიტოლიუმის შტურმს არ ახორციელებენ.
მორიგება მოსკოვში - ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ. კრემლი - ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვლადიმერ პუტინი - ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების რეალიზაცია სარგებელს მოუტანს მთლიანად რეგიონს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია