კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.
კორონას თითქმის კომენდანტი - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. გიორგი გახარია - ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, სწორედ ამიტომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება. კახა კალაძე - რადგან შეკავების პერიოდიდან უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე გადავედით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - თუ დამატებითი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ. ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში დამზადებული პირბადეები გადაეცათ. ლევან რატიანი - რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გვყავს რეანიმაციაში, მათი მდგომარება მძიმეა. კლინიკაში გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. გიორგი ვაშაძე - 2 კვირაზე მეტია ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოაქვეყნოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა. კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას ანტიკრიზიულ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, შეუძლია წარადგინოს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება - მთლიან მოსახლეობას არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით. მერაბ ქვარაია - მიზეზთა გამო რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო და ამიტომ აქ მოთხოვნები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება. გიორგი გახარია - მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, პირობების და შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებულები, სადაც გვექნება ამის საშუალება, ყველას მივეხმარებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. გახარია სწრაფ ტესტებზე - ის რაც ხდება მედიაში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულირება, მეტი არაფერი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს. თუ ხვალ იქნება სწრაფი ტესტების აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ - თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა, ასევე დაიხურება საჯარო რეესტრებისა და იუსტიციის სახლების ფრონტ-ოფისები. გიორგი გახარია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას. მაია ცქიტიშვილი - ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია. კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია.
ამბები ეკლესიიდან - მეუფე გრიგოლი - შეიძლება, საგანგებო მდგომარეობამ ეკლესიაც და ღვთისმსახურებებიც საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს, მაგრამ ღვთისმსახურება არ შეწყდება, უბრალოდ, შეიძლება, ადამიანებმა ვერ შეძლონ მოსვლა, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. პატრიარქმა საკვირაო წირვა-ლოცვა ბოდბის დედათა მონასტერში აღავლინა. მეუფე შიო - ცოდვები, როგორიცაა ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის ნორმალურ მდგომარეობად გამოცხადება-ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა. ანდრია ჯაღმაიძე - დღეს რაც სამებაში ვნახეთ, იყო სანიმუშო დისციპლინა და მორწმუნე მრევლისგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩანდა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს. ილია მეორე - განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება. მეუფე იაკობი - სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ ეკლესიაში არ უნდა მიხვიდე, სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. პატრიარქი კირილი მრევლს მოუწოდებს, ტაძრებში სიარულისგან თავი შეიკავონ. ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მონასტერი კი მომლოცველებისთვის დაიხურა. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ზიარების წესი კანონიკური საკითხია და კანონიკური საკითხების შეცვლის უფლებამოსილება მხოლოდ უმაღლეს იერარქიას აქვს. სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი კორონავირუსით დაიღუპა. მეუფე საბა - დღეს გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი.
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი გაქურდეს.
ისრაელში საქართველოს საელჩო - კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა რეალურ საფუძველს მოკლებულია, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით.
განათლების სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიო ამბები კორონასთან - ჯანმო ჯანდაცვის მუშაკებს - მიეცით თავს დასვენების საშუალება, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური - ეძიეთ მხარდაჭერა კოლეგების წრეში, რაც დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი. დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპრილის ბოლომე ახანგრძლივებს. დონალდ ტრამპი - თუ დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ მაგრად ვიმუშავეთ. „ტვიტერმა“ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებები წაშალა. ინდოეთის პრემიერი - ბოდიშს ვუხდი ღარიბებს, ვიცი მიბრაზდებით, მაგრამ ეს საჭიროა, რომ ეს ომი მოვიგოთ. ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინში იმყოფება. პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინეთიდან შეტანილი 1.3 მილიონი სამედიცინო ნიღაბი უკან გაიწვია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია