იანვარი ნელ-ნელა მიწურისკენ მიემართება და სხვა ამბებს შორის, გამორჩეული კვლავ მოსამართლეობის ამბავი იყო. ეს გახდა სწორედ ქართული ოცნების, მმართველი გუნდის შეკრების მიზეზი და დღის მეორე მთავარ თემად სწორედ უმრავლესობის შეკრება დასახელდა, იყო ასევე მოჩხუბარი პრეზიდენტის გირაოს ამბავიც და მსჯავრდებული დედა.
მოსამართლეობის ამბავი - სერგო მეთოფიშვილი ხელისუფლებას - ხალხს მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ მოუწოდებენ, რას ელოდებით, სანამ ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ? გედევან ფოფხაძე - „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის“ მხარდაჭერით გავხდები მოღალატე. ლევან კობერიძე - იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს 10-კაციან სიას, გადადგებიან. ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის და თითით საჩვენებელი ადამიანები. მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი "სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შვეიცარიული შოკოლადი საქართველოში - შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის.
ბრალდებული დედა - სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თუმცა სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდეს. სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა.
უმრავლესობის სხდომა - დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. ეკა ბესელია - არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება და მხარდაჭერა. „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საზოგადოების ნაწილმა სხვადასხვა მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების" ოფისში შესვლას ცდილობდა. ეკა ბესელია - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან არ შეგვიძლია დიალოგი და ერთ გუნდში ვერ ვსაუბრობთ, ეს მისი შეხედულება და პრობლემაა. იუსტიციის საბჭოს მივმართავ, სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს. არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო ის, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებულიყო. გია ჟორჟოლიანი - კონკრეტულ დეპუტატებზე დღეს საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო იმაზე, თუ რა წესით უნდა შეირჩნენ მოსამართლეები. არჩილ თალაკვაძე „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებას პასუხობს. გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი. ლევან გოგიჩაიშვილი - არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის საუკეთესოდ დამთავრდეს. ეკა ბესელია - გარიცხვაზე, წასვლაზე და მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები - ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს. ზაქარია ქუცნაშვილი - ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი - ნუ მივაკუთნებთ მოსამართლეების საკითხს ერთ პერსონას. არჩილ თალაკვაძე - მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება - გუნდში არსებობს თანხმობა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ნუკრი ქანთარია - ბიძინა ივანიშვილი დღეს წავიდა არა ნგრევისკენ და მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ. ლევან კობერიძე - პარტიის თავმჯდომარემ დღეს ყველაფერი გააკეთა, რომ გუნდის ერთიანობით იყოს მიღებული შეჯერებული გადაწყვეტილება. დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილი მიხვდა, რომ არ შეიძლება ვიღაცის მხარე იყოს.
პრეზიდენტი ბრიუსელში - სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ოფიციალურად ბრალდებული პრეზიდენტი - გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. უფლებადამცველი დავით ლორია - გეგა გეგეშიძეს პლასტმასის კრიალოსანი ეჭირა და ემოციურ ფონზე მოუქნია, რის შედეგადაც ზურა დათუნაშვილს არანაირი დაზიანება არ მიუღია. გეგა გეგეშიძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ირმა ჭკადუა - ყველამ დავინახეთ, როგორი აურზაურიც იყო იმ დღეს სპორტის სასახლეში, ამ აურზაურში რთულია გავიგოთ, ვინ ვის ურტყამდა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულება დატოვა.
ავარიის სტატისტიკა - 2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა.
დეზინფორმაცია ევროსაბჭოში - ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა.
ბილაინის წასვლა - კახა ბექაური - „ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა.
აცრები - პაატა იმნაძე - ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება - ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა. წითელას საწინააღმდეგო აცრის შესახებ სრული დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, შესაძლოა, სანქციები შემოიღონ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ანტივირუსული ვაქცინის 3000 დოზა, რომელიც სახელმწიფომ დამატებით შეიძინა, ორსულებისთვის იქნება განკუთვნილი. პაატა იმნაძე - გრიპზე ორსულის აცრა სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება. ამირან გამყრელიძე ოპოზიციაზე - როცა ისინი პოზიციაში იყვნენ, გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ. „ევექსი“ შესყიდულ 4000 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს პირველ ეტაპზე მაღალი რისკ ჯგუფის - ორსულების ვაქცინაციისთვის.
ვარგისი პროდუქტები - ილია ელოშვილი - არანაირი კითხვის ნიშანი ბაღებში პროდუქტის ვარგისიანობასთან დაკავშირებით არ დგას.
ნობელიანტი თბილისში - მარიო ვარგას ლიოსა თბილისში ჩამოვა. მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტრო მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას.
საზღვარგარეთულები:
რუსული გავლენების უარყოფა - ანგელა მერკელი გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულების ფაქტს უარყოფს.
აფეთქება ამერიკის საელჩოში - ჟენევაში ამერიკის საელჩოში აფეთქება მიწისქვეშა კომუნიკაციებში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
გარდამავალი პრეზიდენტი - დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდო ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა. საქართველომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა. აშშ ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცნობს. ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიკოლას მადუროს - ძმაო მადურო, მტკიცედ დადექი, შენთან ვართ! მამუკა ბახტაძე - საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში. სერგეი ლავროვი - ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ, უარი თქვან ვენესუელაში სამხედრო ჩარევაზე.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია