ელენე (ელზა) ინასარიძის ფოტო;
მცხეთის მერიამ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, შაბათს ელექტროენერგია შეუწყდება ქალაქ მცხეთის ზოგიერთ უბანს 10:00_დან 18:00_მდეო. ამ პერიოდში, 4 საათიდან სვეტიცხოველში მწუხრ-ცისკრის მსახურება იწყებოდა და მეც იქით გავეშურე.
ახალი დამარტებულია და უკვე საკმაოდ მოდღევებულიც. ამიტომ 4 საათზე დეკემბრის ცუდღრუბლიანი და მოქუფრული დღეების ნაცვლად, კარგი მზიანი ამინდია და სვეტიცხოველის დიდებაც მზის შუქზე უკეთ ეფინება მცხეთას. სამწუხაროდ, იმ "ზოგიერთ უნაში" სვეტიცხოვლის უბანიც და ტაძარიც მოხვდა. სამწუხარო თავიდან ჩანდა, თორემ ლოცვის დაწყებიდან ცოტა ხანში "სასიამოვნო უშუქობად" გადაიქცა.
მოგეხსენებათ, თანამედროვე ტაძრებში და განსაკუთრებით დიდ ტაძრებში, კელდებზე ფრესკებისა და ხატების გვერთი კიდევ მოიძებნება, თეთრი ან შავი ყუთები, ძირითადად, საიდანაც მედავითნის, დიაკვნის და მღვდლის ხმა ისმის ხოლმე, ზოგჯერ მგალობლებისაც. მიკროფონებით და დინამიკებით აღჭურვილი ტაძრები ჩვენში ძალიან მომრავლდა და ამის მიზეზად იმას ასახელებენ - მრევლმა უკეთ მოისმინოს მსახურებისას აღმოკითხული სიტყვებიო. ბევრ ტაძარში დინამიკებისა და მიკროფონების გარეშე ალბათ მართლა არაფერი გაისმებოდა, მაგრამ ეს არ ეხება სვეტიცხოველს და ეს გუშინაც გამოჩნდა.
სადღაც, ყურიც მომიკრავს, წინათ მედავითნედ, დიაკვნად, მღვდლად ისეთ ადამაინს გამოირჩევდნენ, ვისაც გარდა სულიერი ღირსეულობისა გამორჩეული მუსიკალური სმენა და ხმის ტემბრიც ჰქონდაო, რათა მხოლოდ ძველი ქართულის კითხვის ცოდნა კი არა, გამართული მეტყველება და წაკითხულის მსმენელამდე მიტანა აუცილებელიაო.
ხშირად მომისმენია სვეტიცხოველზე გაკეთებულ სიუჟეტებში მოსაუბრეთა აღფრთოვანება სვეტიცხოვლის არქიტექტურასთან დაკავშირებით, მის აკუსტუკურობასა და სხვა ღირსებებზე. ჰოდა, სწორედ ამ აკუსტიკის წყალობით, სვეტიცხოვლის სისადავისა და უბრალოების გამოისობით მოხდა ის, რაც მოხდა. გუშინდელი ლოცვა უფრო გრძნობებს ეხებოდა, ვიდრე მხოლოდ ყურთასმენას, გუშინდელი აღმოკითხული ფრაზები გულს უფრო ხვდებოდა ვიდრე ყურს. და მრევლიც, აქაოდა ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა და მე არ დავარღვიოო, გაყუსული უსმენდა მედავითნეს, დიაკვანს, მღვდელს, მგალობელს. ლოცვა ლოცვას ემსგავსებოდა. ნელ-ნელა ფანჯრებშიც იკლო სინათლემ და ტაძარშიც ბინდი შემოიპარა, სანთლები უფრო აკაშკაშდნენ, გრძნობებმაც იმატეს, "მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი" დაიწყეს მგალობლებმა და თითქოს მართლაც იხსნებოდა სინანულის ბჭენი.
მაგრამ......
მერე შუქი მოვიდა. აზუზუნდა მიკროფონი და მიკროფონში მედავითნის ხმა, აზუზუნდა და ახმაურტა ტაძარიც, "მაინც ისმის მედავითნის ხმა, განა ისე ხმამაღლა რა უნდა ვთქვა, რომ ეს გადავფაროო". ლოცვა ყაყანს დაემსგავსა და გრძნობებიც გაქრა.
* * *
ჰოდა, ეს დალოცვილი თუ ისეთი აღმაფრთოვანებელი არქიტექტურითა და სიზუსტითაა აგებული, რომ მსგავსი დეტალები (ლოცვის გახმიანება ტაძარში) გათვლილია, რა იქნება შაბათ-კვირას, მაშინ როდესაც დიდ დღესასწაულს არ უჩვენებს საეკლესიო კალენდარი და არც ეპისკოპოსნი გვყავს სტუმრად, რასაც ზღვა ხალხი მოყვება ხოლმე და უბრალოდ აუცილებლობა ხდება მიკროფონი და დინამიკი, იქნებ მაშინ მაინც სიბნელესა და სიჩუმეში, მედავითნის "გაუძლიერებელ" ხმას ვუსმინოთ და ისევ ვილოცოთ?
მახსოვს მეც მომისმენია, მართლა ძალიან სასიამოვნოა :)))))
ცვლილებები? რწმენას გააჩნია და მონდომებასაც და კიდევ.... რად უნდა ბევრი ჩალიჩი ამ მიკრფონების გამორთვას? :D მაინცდამაინც მერია უნდა ჩაერიოს საქმეში? :D
ჰმ, წლების წინ დინამიკების გარესე ლოცვაზე ვწერდი, კმაყოფილი გამოცდილებით, ახლა კი დინამიკები უკვე სინოდის კურთხევაშია...
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია