პრემიერი აღმოსავლური ტურნე და თავმჯდომარის მუშაობა ევროპულ მოთხოვნებზე

      ივლისის სიცხის მთავარი ამბები დეოლიგარიზაციას უკავშირდება და ამ საკითხზე მომუშავე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ჯიუტად აძახებს ოპოზიციას რატომ არ უერთდებით პროცესსო. პარალელურად პრემიერი ეპისტოლეს უგზავნის ურსულა ფონ ლაიენს და კონკრეტიკისკენ მოუწოდებს. გარამიას აპელაცია უშედეგო გამოდგა და ოქტომბრამდე მოცდა უწევს. უკრაიანში ისევ იღუპებიან. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8281 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 19 ივლისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      კოვიდის მზარდი ამბები - 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი. თამარ გაბუნია - შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.

      „აშშ-ში“ მომხდარი ჩხუბი - ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს და მივიდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კარგია, რომ ვატო წერეთელსა და ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო და ახლა „ყველაფერს ნათელი მოეფინება უკვე სამართლებრივ დონეზეც“. ანრი ოხანაშვილი - ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. პროკურატურა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით არის დაწყებული. ვატო წერეთელი - ლაშქარავას თემა იყო ის ყურში გადაჩურჩულება, ოხანაშვილს ვუთხარი, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზეა-მეთქი.

      მერიის ინფორმაციით, ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს.

      გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

      პაპუაშვილის მუშაობა - შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციაზე ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც სახელებსა და გვარებზე არ იქნება ორიენტირებული, ინსტიტუციურად შეცვლის რაღაცას, რომ რომელიმე ერთი მდიდრის საპამპულაო არ იყოს ქვეყანა. ნიკოლოზ სამხარაძე - ნათელი პასუხები გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაცია მოხდეს - უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, როგორც უკრაინამ მიიღო? ანრი ოხანაშვილი - ხელის გულზე დევს, ვინ მოხვდებიან ოლიგარქთა რეესტრში. შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას - გუშინ თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საკითხები საჩქაროდ არის განსახილველი. დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა - მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებას მართული, ფასადი, იმიტაცია, ან რამე სხვა ეძახონ. ოპოზიციის რადიკალურ ფრთას მუშაობა და საკითხების განხილვა კი არა, სცენების დადგმა სურს - თუ დარბაზში იქნებიან, შიგნით დადგამენ, თუ არადა გუშინ ვნახეთ, რომ დარბაზის გარეთ დადგეს სცენები, კარებთან ფოტოებს იღებდნენ. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ნიკა სიმონიშვილი - ჩამოვრჩით უკრაინას და მოლდოვას, თუმცა, შანსი სტატუსის მიღების არ არის საბოლოოდ გაშვებული - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევეცდებით, ხელისუფლებაზე შესაბამისი ზეწოლა მოხდეს, რომ ნაბიჯები გადადგას. ანა ბუჩუკური - ივანიშვილი იქნება თუ მომავალში ნებისმიერი სხვა, იმისთვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის აცილება და აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია ყველა იმ რეფორმის ზედმიწევნოთ გატარება, რომელიც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან. გურამ იმნაძე - არ შეიძლება, რომელიმე ქვეყნის კანონი უბრალოდ, მარტივად გადმოვაკოპიროთ. ნიკა სიმონიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. გიორგი ამილახვარი - ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს შეეხო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რა ხდება ამ შემთხვევაში? - პასუხი არ არსებობს. გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებასთან“ არაერთხელ დავჯექით, მაგრამ „შეაყარე კედელს ცერცვი“ - ვერცერთ განცხადებაში ვერ ნახავთ, რომ შალვა პაპუაშვილის ყავის სმაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამ

      ლოგიკა - დევიდ კრამერი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როცა თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს.

      პრემიერის ეპისტოლე ურსულას - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს. პაატა მანჯგალაძე - როცა „ქართული ოცნება“ არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებებს ითხოვს, იმაზე ცხადი და ნათელი მტკიცებულება, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი წერილია, რა შეიძლება მოიტანო?! მიხეილ დაუშვილი - როცა საჭირო გახდა მიმართვები ერთი კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარე, ღარიბაშვილი და მთელი მთავრობა მზადაა ყველაფერი დაწერონ - მათთვის მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის პირადი ინტერესები. ალეკო ელისაშვილი - ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო - ურსულა ფონ დერ ლაიენს უგზავნის წერილს, აქ ერთი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო. ანა დოლიძე - ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის არაადეკვატურობა შემაშფოთებელ დონეს აღწევს - ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წელს ჰგავს. ირაკლი კობახიძე - ნული მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილს პოლიტიკაზე და მედიაზე რაიმე გავლენა აქვს, ის ოლიგარქად ვერ ჩაითვლება - ხელისუფლების მხარდამჭერების მხარეს ასეთი პირები ნაკლებად მოიძებნებიან, ოპოზიციის მხარეს არაერთია. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ეს იყო მისი სურვილი და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. მამუკა მდინარაძე - დეოლიგარქიზაციის პუნქტი სამივე ქვეყანასთან მიმართებაში ჩაიწერა, საქართველოს გარდა, არავის მოფიქრებია, პერსონიფიცირება მოეხდინა და კამპანია ერთადერთ ადამიანზე მიემართა. „ნაცებმა“ ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული, რომ მისი ქვეყანაში არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ.

      პრემიერის აზიური ტურნე - ირაკლი ღარიბაშვილი - უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ. ირაკლი ღარიბაშვილი მრავალფუნქციურ ყინულის კომპლექს Humo Arena-ზე იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. თბილისის და ტაშკენტის მერებმა ტაშკენტში რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ილია დარჩიაშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ლევან დავითაშვილი - ტაშკენტში მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოსა და უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდება, რომელიც ძალიან კონკრეტული პროექტების განვითარებაზე იმსჯელებს. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და უზბეკეთის რესპუბლიკისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია. ილია დარჩიაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა.

      DRI პრემიერ-მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს, შეიმუშაოს ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების ერთნაირი მიდგომა.

      ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომ შემდეგ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები დაასახლოს.

      სტატისტიკა - 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 477.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 35.4 პროცენტით მეტია. იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 2 558.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

      აპელაციამ გადაიწია - ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 4 ოქტომბრისთვის გადაიდო. ნიკა გვარამიას ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის 2-თვენახევრით გადადება კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევაა. ნიკა სიმონიშვილი - თუ ვსაუბრობთ რომ გვარამიას განაჩენი და პატიმრობა უკანონია, პროცესის კიდევ უფრო მეტად გაჭიანურება ზიანს მიაყენებს მის უფლებებს.

საზღვარგარეთულები:

      ომი - უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 65 ოკუპანტი, მტრის ტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს. ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდა. რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა. გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის დაზვერვის მცდელობა ჩაშალეს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო - დონეცკში რუსული ძალების ოპერაციული ტემპი და წინსვლის ინტენსიურობა, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 38 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ლუგანსკის გუბერნატორი - რუსები ლუგანსკში პატიმრებს ფრონტზე აგზავნიან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის გადაყენების შესახებ წინადადება წარუდგინა. უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. უკრაინამ რამდენიმე ათეული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. მარიუპოლის მერის მრჩეველი - დაახლოებით ათასი რუსი დამპყრობელი კოლონებად, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაადგილდა. უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - 24 თებერვლის შემდეგ ლუგანსკის ოლქი 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსებმა კრამატორსკს დაარტყეს, არის მსხვერპლი. რუსულმა ძალებმა სლავიანსკი დაბომბეს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ პორტების განბლოკვის მიზნით, გაეროს შუამავლობით, აწარმოებს.

      მთქმელი - რამზან კადიროვი - გეგმა გრანდიოზულია - რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 121

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters