შთამბეჭდავი სანახაობა მოეწყო საღამოს. სინოპტიკოსებმა სწორად იწინასწარმეტყველეს და ამ ღამიდან საოცრად ლამაზი, ვრცელი ელვის ხეები იკლაკნებოდნენ ცაზე - აცივა და აწვიმდა. მთავარი ამბავი მერიის და კონკრეტულად, კალაძის პასუხისმგებლობის განმარტებებს დაეთმო ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიაზე. ასევე ომბუდსმენის, ადეიშვილის და სხვა წვრილი ამბების საშემოდგომო დღე გვქონდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7660 ლარია.
შადრევნის საქმე და კალაძის მერობა - „გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი - არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს - ისინი ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა ჭეშმარიტების დადგენაზე უარს არ აცხადებენ. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებულ 9 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ - ამ დროისთვის ყველა მათგანი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მიხეილ დაუშვილი - ვითხოვთ, დაიწყოს მუშაობა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე და მოვუწოდებთ ბატონ კალაძეს, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და შეკითხვებს პასუხები გასცეს. ბადრი ჯაფარიძე - გარიგება, დოკუმენტაციის გაყალბება არ შეიძლება მხოლოდ შადრევნის შემთხვევაში ყოფილიყო - თუ სისტემური დანაშაული ხდება, მაშინ მასზე პასუხისმგებლობა სისტემის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს. საბა ბუაძე - კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დავიბარეთ, კანონი დაარღვია და არ მოვიდა, ახლა მთავრობის სხდომაზე გვინდა დავსვათ კითხვები, რადგან ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ დაუცველობის განცდა გაზარდა. თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობაა - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც დაცვის წარმომადგენლები არ აძლევენ. თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საკრებულოს წევრები თბილისის მთავრობის სხდომას დაესწრონ, არანაირი ნებართვა არ სჭირდებათ, რადგანაც ეს უფლება კანონით აქვთ. კახა კალაძე - დევი მეზურნიშვილსა და ლაზარე ლობჟანიძესთან შეხვედრებს კამპანიური აჟიოტაჟი მოჰყვა - მეგობრებო, მათთან შეხვედრა ჩემი ვალდებულებაა, მოვინახულებ ანდრიას და მეგი ბანცაძესაც. ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძე გუშინდელი სამარცხვინო დღის შემდეგ ვინმეს პოლიტიკურ ქულებზე რომ საუბრობს, უბრალოდ ამაზრზენი რამ არის. საბა ბუაძე - კახა კალაძემ კანონი დაარღვია, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა - შეშინებული მერი დიდხანს და სრულყოფილად ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას. ხათუნა სამნიძე - ეს არის უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, როდესაც კახა კალაძე ამ ვითარებაში თვლის, რომ „გადააგორებს“ - ეს არ არის ის ვითარება, როცა „გადაგორება“ უშველის. ალეკო ელისაშვილი - უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა ჯოხი სხვაზე გადატეხოს - ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ. ირაკლი ხმალაძე - ყველა სამსახური მუშაობას დაიწყებს, რომ ამოვიღოთ ის დოკუმენტაცია, სადაც „მშენ ექსპერტი“ გასცემდა დასკვნებს, მერე გვეცოდინება რამდენი ობიექტია. რა პასუხი უნდა გავცე ოპოზიციას, როდესაც ისინი მერის გადადგომას ითხოვენ - სირცხვილია, როცა პოლიტიკოსები ასეთი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. მომატებულ საფრთხეს ვხედავთ იმ სამუშაოებზე და საექსპერტო დასკვნებზე, რომელიც „მშენექსპერტმა“ გასცა. გიგა ბოკერია - იმის ნაცვლად, რომ კახა კალაძეს რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული. სალომე სამადაშვილი - კალაძე გადადგება-არ გადადგება, რა პიარ აქციას ჩაატარებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოების თვალში. გიორგი ჩაკვეტაძე - კახა კალაძეს საკრებულოს უმრავლესობის წევრების სრული მხარდაჭერა და თანადგომა აქვს. გიორგი ტყემალაძე - მიმაჩნია, რომ ასეთ დროს სრულიად უადგილოა ოპოზიციის მიუღებელი ინსინუაციები დედაქალაქის მერის მიმართ და ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. კახა კალაძე - რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. მზად ვარ, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება. კალაძე საქალაქო სამსახურებს და გამგეობებს ავალებს, იმ კომპანიის შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება განახორციელონ, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებაში ყალბი დოკუმენტის მომზადება ბრალდება. ადვოკატი - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე დაკავებას არ ელოდა, არ იცის, რაში გამოიხატა მისი სამსახურებრივი გულგრილობა, რადგან თავისი უფლებამოსილება კეთილსინდისიერად შეასრულა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. ირაკლი კობახიძე - იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, სისტემური პრობლემა არ ვლინდება - ასეთ ვითარებაში კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა. პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში დაზიანებული ელექტროკაბელი ჩანს. „გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირი ერთხელაც არ ყოფილა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში - მოულოდნელი იყო დაკავებაც და ბრალდების ფორმულირებაც. სერგო ჩიხლაძე - ვიცით, რომ მერი ფილაქანს არ დააგებს და ელექტროგაყვანილობას არ გააკეთებს და გამოდის, ყველაფერზე ხელი დაიბანა - რა უნდა მოხდეს, რომ კალაძემ პასუხისმგებლობა აიღოს? ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ წარდგენილი დასკვნა არ ეხება უსაფრთხოების სტანდარტებს და ხარისხს - არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ ნუგზარ ქიტიაშვილს და დავით თუშიშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან ბრალეულობა არ გააჩნიათ.
აურჩეველი დამცველი - „მოქალაქეები“ სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სახალხო დამცველის ასარჩევად 90 ხმის შეგროვება მიღწევადია, მათ შორის იმ კონსულტაციების შედეგად, რომელიც მომავალში გაიმართება. ირაკლი კობახიძე - თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო ომბუდსმენად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება. სალომე სამადაშვილი „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებაზე - ომბუდსმენის პოსტზე ყველა კანდიდატის დასახელება „ქართულ ოცნებას" გაუმარტივებს იმას, რომ ლობირება გაუწიოს მათთვის სასურველ კანდიდატს.
ამბები თითო წინადადებით - კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს. პარლამენტთან ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე „ქართული ოცნების“ მიერ უარის თქმა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, კულტურის და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტში არაკომპეტენტური პირებისგან შემდგარმა კომისიამ ჩაატარა გამოცდები, რის შედეგადაც არაერთი თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლეს. ბადრი ჯაფარიძე - ერთხელ და სამუდამოდ გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს - ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ ცვლილებებს, როგორც ჩანს, მოსწონთ დღევანდელი ვითარება.
ადეიშვილი - ალეკო ელისაშვილი - 44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ომის დანაშაულებს გამოიძიებდა? უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს. ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან.
საზღვარგარეთულები:
უკრაინა-რუსეთი - დმიტრო ორლოვი - ოკუპანტებმა ენერგოდარი დაბომბეს, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგურის დაბრუნების მცდელობა მოიგერიეს. ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის თქმით, სამოქალაქო პირებს რეგიონში შესვლა შვიდი დღით ეკრძალებათ. ვლადიმერ პუტინმა დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. პუტინის განცხადებით, უკრაინის მიმდებარე რვა რეგიონში გადაადგილების შეზღუდვა დაწესდება. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმა „სუფთა ტერორისტული აქტია“. კიევში აფეთქების ხმა ისმის. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მოთხოვნებს ყურადღება არ მიაქციონ. უკრაინის გენშტაბი - ჯარში გაწვეული რუსი პატიმრები ომიდან გარბიან. მედია - გერმანიის პრეზიდენტი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია