როგორც ჩანს წყენამ წყალბურთელებსაც ავნო - დღეს ის იყო წარმატებას ულოცავდნენ ქართველ წყალბურთელებს, რომ საღამოს ტრაგიკულად დამარცხდნენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან - ანგარიშით 14 - 13. თუმცა დღის მთავარი ამბავი, განათლებისა და კულტურის სამინისტროების განყოფა იყო, სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები, სტატისტიკა, და სხვა წვრილ-მსხვილი ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 იანვარი, 2020

      გაყოფილი სამინისტრო - მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო. არჩილ თალაკვაძე - გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით. გიორგი კახიანი - ბექა ოდიშარიას კანდიდატურას მივესალმები, თუმცა საუბარი ვინ იქნება ჯერ არარსებული კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი, ნაადრევია. გედევან ფოფხაძე - კულტურის სამინისტროს შესახებ ინფორმაციაზე კრილოვის იგავ-არაკი გამახსენდა. სოფო კილაძე - ბექა ოდიშარია კარგად არის გარკვეული კულტურის სფეროში, თუმცა მის კულტურის მინისტრობის კანდიდატურაზე ინფორმაცია პირველად მესმის. გია მურღულია განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფაზე - განათლება იმდენად დიდი სფეროა, რომ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება - ამდენად, ეს გადაწყვეტილება მართებულია.

      ვინ დაბრუნდება?! - არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება" არ არის ის პარტია, ვისაც აქვს აუცილებლობა, რომ ხელმეორედ შემოიყვანოს დეპუტატი პარლამენტში. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში განხილვა არ ყოფილა. ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს. კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერად შესაძლო დაბრუნებაზე -არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი.

      ეროვნული მთვლელი - „საქსტატი“ - 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა. 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. 2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა.

      ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძველთაგან - კომპანია „გილეადი“ C ჰეპატიტის მედიკამენტებზე ვადის გასვლაზე - არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება, ვიდრე საჭიროა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი.

      სტუდენტსახლი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 1200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მოწყობა იგეგმება

      სენატორები ვაშინგტონი არ არის - არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია. კახა კალაძე „რესპუბლიკელი“ სენატორის წერილზე - მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია.

      დაფინანებაზე უარი - დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები.

      გენპროკურორობა - არჩილ თალაკვაძე - მაღალი ალბათობით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი - ვფიქრობ, რომ მას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ექნება მხარდაჭერა. ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის, გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი არჩევის წესით აირჩიოს.

      რეიტინგის კლება - მეუფე საბა მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობის კლების მიზეზი ქართულ ეკლესიაში განვითარებული პროცესებია.

      კალათბურთი - საქართველოში „ევრობასკეტ 2021“-სთვის ახალი დარბაზი აშენდება.

      ახალგორელების პრობლემა - ახალგორის გამგებელი - 5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, მოსახლეობა უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაშია.

      არ აშენებული პორტის დემონტაჟი - პორტის დემონტაჯი - ანაკლიის განვითარების სააგენტო ადასტურებს, რომ პორტის მშენებელმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო და ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვს.

საზღვარგარეთულები:

      ვლადიმირ ზელენსკი - ჩემი აზრით, პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი ქვეყანაა.

      უარი ტიტულატურას - პრინცი ჰარი - ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. სასექსის ჰერცოგის თქმით, მას და მის მეუღლე მეგანს სურდათ, დედოფლის სამსახურში დარჩენილიყვნენ ისე, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიეღოთ, თუმცა ეს „შეუძლებელი“ იყო, რის გამოც, წყვილი იძულებული გახდა, სამეფო ტიტულზე უარი ეთქვა.

      ლიდერები ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტისა და იარაღის ემბარგოს კონტროლის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

      ძლიერი შტორმისა და სეტყვის მიუხედავად, ავსტრალიაში 80-ზე მეტი ხანძრის კერა კვლავ რჩება.

      ბორის ჯონსონი პუტინს აფრთხილებს, ბრიტანეთში ქიმიური თავდასხმა აღარ გაიმეოროს.

      თანასწორი სამყარო - „ოქსფამი“ - მსოფლიოს მილიარდერები უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობენ, ვიდრე 4.6 მილიარდი ადამიანი - მამაკაცებს 50%-ით მეტი ქონება აქვთ, ვიდრე ქალებს.

      შოუშენკის ახალი ვერსია - პარაგვაის ციხიდან გვირაბით 75 პატიმარი გაიქცა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1291

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: იანვარი 21, 2020||12:01pm

არადა, ვფიქრობდი, რაღა დროს მორგან ფრიმენი ეგეთებია მეთქი, ვცდებოდი! (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters