სტრესული უმრავლესობა, შეწყალება სინანულის გარეშე, მოძალადეები, ბანკების და ფინანსების საკითხი, სირია და ნატოს ქართული დღეები

      საშინელი სიცივის, წვიმისა და ნესტის მიუხედავად, დღე სხვა მხრივ უფრო ავდრიანი იყო - მთავარ თემას წარმოადგენდა მოძალადის შეწყალება პრეზიდენტის მიერ და ამ შეწყალებულის ჩადენილის საზარელი დანაშაული. ასევე, ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა და ნატოს დღეები. გირჩმა პრეზიდენტად ჯაფარიძე გამოარჩია და არც არავის გაკვირვებია ეს ამბავი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 აპრილი, 2018 /

      სტრესულ გარემოში მომუშავე უმრავლესობა და პარლამენტნიუსი - არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობისთვის ეს არის სტრეს-ტესტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ. კახა კალაძე - პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არაა და არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს. დავით ჭიჭინაძე - ირაკლი კობახიძეს დაუთვლია, რომ მის თანამდებობიდან გადაყენებას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება, არითმეტიკით დაკავებას ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს. დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის დეპუტატების დახურულ „ჩატში“ გიორგი კვირიკაშვილის წერილი ნამდვილად გაიგზავნა. გედევან ფოფხაძე - ერთმანეთს ჟურნალისტების მეშვეობით არ უნდა ველაპარაკოთ, ერთმანეთში დიალოგი და კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. სოფიო კილაძე - გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს.

      რას ვყიდულობთ, რატო და როგორ - კახა კახიშვილმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს 2014–2015 წლებში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი სესიაშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შესყიდვებთან მიმართებით სწორი პოლიტიკა გააჩნია.

      სასტიკი მკვლელობის მთავარი ბრალდებულის საქმე - სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ე.წ. უდოს კომისიამ გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა. 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა. ეკა ბესელია - ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ფართო ჭრილშია გასააზრებელი. ბარნოვის ქუჩაზე მოკლულის დედა - ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა, ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი - რომ არ შევურიგდი, მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა. ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტება გააკეთა - ავლაბარში, სადღაც დავწერე „შეიწყალეტ ვეფხო“ და ხელიც მოვაწერეო, არც ვიცოდი რა იყოვო.

      ოჯახში მოძალადეს შენდობა არ ექნება - არჩილ თალაკვაძე - თუკი გუნდში მსჯელობა იქნება, რომ ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს შეწყალება კანონმდებლობით აღარ შეეხოს, მე მხარს დავუჭერ. პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი ახლა თუ შეწყვეტს ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტის გამოცემას, ეს კონკრეტულ მსხვერპლს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს. გედევან ფოფხაძე - პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე დისკრეცია რაღაც ჩარჩოში უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. ნათია მეზვრიშვილი ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის საქმეზე - არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გამართლებული იყო. დავით მათიკაშვილი - ქალბატონმა ანა დოლიძემ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე ვინმეს შეიწყალებს. ვანო ზარდიაშვილი - ანა დოლიძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განახორციელა. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტმა დღეს განცხადება გააკეთა - პრეზიდენტის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. ზვიად ქორიძემ ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან მიიღო. ზვიად ქორიძე - თუ ვეფხია ბაქრაძე გათავისუფლებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, უარყოფითად ხასიათდება, რატომ მივიღეთ 8 თვით ადრე სასჯელაღსრულებიდან დადებითი დახასიათება? გიორგი მარგველაშვილი - მე მესმის, რომ შსს-ს აქვს მცდელობა პასუხისმგებლობა შეწყალების პროცესზე გადაიტანოს.

      უვადო გადადება - ადვოკატი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო საქმის განხილვა სასამართლოში უვადოდაა გადადებული.

      ბანკების და ეკონომიკის საკითხი - გიორგი ქადაგიძე - ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. გიორგი ქადაგიძე - მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო. კობა გვენეტაძის განცხადებით, აუცილებელია გაგრძელდეს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და ლარიზაციის ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი - ჭარბვალიანობამ უკვე მიიღო ის კონტურები, როცა სახელმწიფომ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს. მამუკა ბახტაძე – მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს.

      ფინანსები - დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8,7% შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. დიმიტრი ქუმსიშვილი - კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი მთავრობის რეფორმები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს 4-პუნქტიან განვითარების გეგმას და მის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი. მამუკა ბახტაძე - მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26%-დან 24.6%-მდე შემცირდა, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 23.9%-მდე შემცირება. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვა სსფ-ს დასამტკიცებლად ივნისში წარედგინება. კახა კიკნაველიძე - 2017 წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ჯანსაღი იყო და 2018 წელსაც ასე უნდა გაგრძელდეს.

      გირჩისთვის პრეზიდენტი ჯაფარიძე იქნება - „გირჩმა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა.

      ნატოს დღეები - ნატოს დღეების ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არაერთი შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართება. ირაკლი კობახიძე – საქართველოს ნატოში ინტეგრაცია განსაზღვრულია, როგორც საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანა. მიხეილ ჯანელიძე - ნატოს დღეების მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების შესახებ. ნატო-ს დღეების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

      ვიყოთ გენდერულად თანასწორნი - გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები დამტკიცდა. სოფო ჯაფარიძე - საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის .

      მემანქანეების საკმარისი ხელფასი და კალაძის თბილისი - კახა კალაძე - მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ. კახა კალაძე - სამხარაულის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უახლოეს მომავალში დავიწყებთ.

საზღვარგარეთულები:

      სირია როგორც შუბლის ხაზი - გერმანიის პრეზიდენტმა რუსეთსა და აშშ-ს სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა. სარა სანდერსი - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დასრულებისთანავე, ტრამპი სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას მოითხოვს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბოლო დროს რუსეთი რთული პარტნიორი გახდა. ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე დარტყმები, გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. იენს სტოლტენბერგმა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმები რუსეთისა და ირანისთვის მკაფიო სიგნალად შეაფასა. აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილზე გარკვეული მანიპულაციები განახორციელა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები - ევროკავშირი სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მკაცრად გმობს. სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები ახლა უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო. რუსეთმა სამხედრო ტექნიკით დატვირთული ხომალდი სირიისკენ გაგზავნა.

      სომხური მიტინგები - სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევის მოწინააღმდეგეებმა ერევნის ცენტრალური გამზირი გადაკეტეს. ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

      თანამდებობას ვერ მოხდენილი პრეზიდენტი - FBI-ს ყოფილი დირექტორი - ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობისთვის ზნეობრივად შეუფერებელია. თეთრი სახლი - ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 213

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

vako: აპრილი 17, 2018||1:59pm
ჟურნალისტის შეკითხვა ვლადიმერ პუტინს:როგორი იქნება რუსეთის რეაქცია თუ შტატები მასზე იერიშს მიიტანს გამოიყენებს თუ არა ის ბირთვულ იარაღს? პასუხი:რაში გვჭირდება ისეთი სამყარო სადაც რუსეთი არ იქნება? :DDD
ფორმაშიააა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი :DDD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters