ქართული ენის დღე და დღესასწაული. შეჯერება თუ კინკლაობის ახალი თემა უკრაიანში ჩასასვლელად. სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა და პროგნოზ-შეჯამებები და კლავაც უკრაიანის ომში გახვეული მსოფლიო. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0741 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.
#UKRNEWS - ლუდმილა დენისოვა - ოკუპანტებმა მარიუპოლში ორი სამოქალაქო გემის ეკიპაჟის წევრები დაატყვევეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელმა სამხედროებმა, ერთ დღეში, რუსეთის 8 შეტევა მოიგერიეს. ვიაჩესლავ ვოლოდინი - თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, ამაზე პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - გემ „მოსკვაზე“ საბრძოლო მასალის მარაგი აფეთქდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - რუსი ოკუპანტები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისტემატურ სარაკეტო დაბომბვებს ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახორციელებენ. უკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო. უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს. ლვოვის სასამართლომ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი, რომლითაც რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა იზიუმისკენ მიემართებოდა. ხარკოვში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკი - სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს. მათ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, მაგრამ ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შეუძლიათ მოგვკლან, მაგრამ მოკვდებიან - მე ვერ გამიგია რისთვის, რისთვის მოვიდნენ. გუბერნატორი - რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ მხარეში მდებარე ბრიანსკის ოლქი ცეცხლის ქვეშაა, მას უკრაინული ძალები დაესხნენ თავს. ვლადიმერ კლიჩკო - კიევი ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება - გზებზე საცობები იზრდება, ქუჩებში მეტი ხალხია. ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთმა ტყვეები მეოთხედ გაცვალეს. ლუდმილა დენისოვა - რუსების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებდა. უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
ევროპულ-უკრაინული ამბები - ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო. ავსტრალიამ რუსეთის 14 სახელმწიფო საწარმოს სანქციები დაუწესა. ესპანეთში, სევილიის პროვინციის ქალაქ ფუენტეს დე ანდალუსიას, აღდგომის კვირის განმავლობაში „უკრაინა“ ეწოდა. ფიჯის პოლიცია რუსი ოლიგარქის, სულეიმან კერიმოვის კუთვნილი გემის ლაუტოკას პორტში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხს იძიებს. დიმიტრი მედვედევი - ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება. ლიეტუვის პრემიერი მედვედევის მუქარაზე - რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია. დონალდ ტრამპი - ის რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია. ლიზ ტრასი - შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ. ვლადიმერ პუტინი რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტის აზიაში დივერსიფიკაციის მოწოდებით გამოვიდა. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში - ირლანდია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ ნეიტრალური ამ ომის, თქვენი ქვეყნის მომავლის მიმართ. დიმიტრი პესკოვი - პუტინს არასდროს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი.
ქართული ენის დღე - ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი. მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს. შალვა პაპუაშვილი - ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ვინც ეს ენა შეისწავლა და ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით და ათასწლოვანი ისტორიით ვულოცავ დედაენის დღეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ჩხენკელმა პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. კახა კალაძე - ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან შეგვიძლია ვიამაყოთ უძველესი ქართული ენით და უნიკალური დამწერლობით. მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება.
ქართველული დელეგაცია უკრაინისკენ - პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პირობები, რომელიც უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა, მათთვის მისაღებია. ხათუნა სამნიძე - მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაგან ისმის ხმამაღალი განცხადებები - „სად მიყვებით „ქართულ ოცნებას“ - ეს საპარლამენტო დელეგაციაა, რომელიც მიიწვია უკრაინამ და არა „ქართული ოცნების“ დელეგაცია. უკრაინაში საქართველოდან შესაძლოა, კვლავ ერთი საპარლამენტო დელეგაცია წავიდეს. ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, თუ ყველას არ მოგვეცემოდა წასვლის საშუალება, მაშინ პაპუაშვილი წავიდოდა ცალკე და ჩვენ - ცალკე, ეს შეთანხმება დაარღვია „ლელომ“ - დღეს შემოთავაზებულია ყველასთვის ადგილი, მათ შორის „ნაცმოძრაობისთვის“. იაგო ხვიჩია - მისაღებია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სამძიმრის სათქმელად პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩავიდეს ბუჩაში და ეს გაუგებრობა დაასრულოს. არჩილ თალაკვაძე - კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის, ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ვიზიტი. ლევან ხაბეიშვილი - რუსულ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შალვა პაპუაშვილთან ერთად - ჯერ თავი რომ წაიქცია და ახლა ამბობს, რომ ჯანმრთელადაა და ბუჩაში ჩავა - უკრაინაში ვიზიტს არ მივესალმები. ანა ბუჩუკური - დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ვიწროპარტიულ ეგოს რამდენიმე საათით მაინც გადადებს გვერდით - რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვიწროპარტიული ეგო „ქართული ოცნების“ იქნება თუ „ნაცმოძრაობის“. ხათუნა სამნიძე - ერთადერთი შეკითხვა მაქვს, მაშინ რატომ მონაწილეობდა „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკებებში, სადაც ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ შემდგარიყო შერეული, ფართო წარმომადგენლობითი დელეგაცია? ანა ნაცვლიშვილი - როცა ომში მყოფი ჭირისუფალი ქვეყანა გთხოვს ჩახვიდე, არ უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, ჩახვიდე თუ არ ჩახვიდე, ამიტომ მივდივარ მე „ლელოს“ სახელით ამ დელეგაციაში. გიორგი რუხაძე - საქართველო არის მაჩანჩალა ქვეყანა, ვისაც არ დაეზარა, კიევში ყველა ჩავიდა ჩვენს გარდა - სამხრეთ აფრიკის და ზიმბაბვეს დელეგაციები რომ ჩავა და შენც ჩახვალ, ცუდი არაა, მაგრამ ეს უკვე მორჩენილი ამბავია. გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ - „ქართული ოცნების“ თვე-ნახევრიანი ანტიუკრაინული რიტორიკა შეიცვალა იმით, რომ ფაქტობრივად, ვაიძულეთ წავიდნენ უკრაინაში.
სოფელი პარლამენტში - ოთარ შამუგია - ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15-დან 50%-მდე გავზარდოთ. სახელმწიფო ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს. ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა. სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის პროცესი. ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში სტაბილურად დამკვიდრდა აშშ, ჩინეთი და ევროპის ქვეყნები. 10 წლის წინ, ჩვენ არცერთი ონლაინ მონიტორინგის სადგური არ გვქონდა, დღეს უკვე 10 ასეთი სადგური მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით და წელს კიდევ 9 სადგური დაემატება. შალვა კერესელიძე ინიციატივით მიმართავს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ფერმერებისთვის გაძვირებული საწვავის, სასუქის და შხამ-ქიმიკატების სუბსიდირება მოხდეს. ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, დარგში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. ხორბლისა და ფქვილის მარაგი გვაქვს - ვაკვირდებით ფასებს და თუ დავინახავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, ვიმსჯელებთ, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს.
სუს-ის ინფორმაციით, „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი დააკავეს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა. ბრალიც წაუყენეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია