ფილმების მოყვარულებს, დღევანდელ ბლოგპოსტში კიდევ ერთ ოსკაროსან ფილმს გაგახსენებთ. ნელ-ნელა 21-ე საუკუნეში გადმოვაბიჯეთ. გახსოვთ ალბათ, წინა ოსკაროსანი ფილმი, რომელიც ბლოგში წარვადგინეთ, იყო 1992 წელს გადაღებული და ერთი წლის თავს ოსკარით დამშვენებული, კლინტ ისტვუდის "უპატიებელი". დაკვირვებული მკითხველი ალბათ იკითხავს, 1993 წლიდან პირდაპირ ოცდამეერთე საუკუნეში როგორ გადავხტითო. საქმე ისაა, რომ მომდევნო ფილმები ან უწინ მქონდა ნანახი ან ძალიან პოპულარულია ჩვენს თაობაში, ასე მაგალითად, 90-იანებში ოსკარები გადანაწილდა: შინდლერის სია (1994); ფორესტ გამპი (1995); მამაცი გული (1996); ინგლისელი პაციენტი (1997) - ეს ფილმი ნანახი არ მაქვს, მაგრამ რაღაც ძალამ მითხრა გამომეტოვებინა. შემდეგ, ტიტანიკი (1998); შეყვარებული შექსპირი (1999) - ამან ინგლისელი პაციენტის ბედი გაიზიარა. და აჰაა, მოვედით 2000 წელზე და XXI საუკუნეში.
დღეს უნდა ვისაუბროთ მარტინ რიჩარდსის და რობ მარშალის დრამაზე, მიუზიკლზე - "ჩიკაგო" (Chicago). ეს ფილმი, 1926 წელს, მაურინ დალას უათკინსის ამავე სახელოწდების სცენარის ადაპტაციაა. 2003 წელს მან აიღო 6 ოსკარი. გარდა საუკეთესო ფილმისა, ოსკარები გადაეცათ ქეთრინ ზეტა-ჯონსს ქალის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ოსკარები მიიღეს დეკორატორებმა და კოსტუმების დიზაინერებმა, მემონტაჟეებმა და მუსიკოსებმა. დიახ, მუსიკა არის დაუვიწყარი და გამაოგნებელი. თითოეულს ორ-ორჯერ ვუსმენდი.
პირველივე კადრებიდან ქეთრინ ზეტა-ჯონსი იწყებს მსმენელ-მაყურებლის დატყვევებას და ფილმი ისე სრულდება, რომ თავად დასასრულის არსებობას აპროტესტებ. შინაარსი მარტივია - მთავარი გმირი, როქსი ჰარტი (რენე ზელვეგერი), ქერა, პოპულარულობაზე მეოცნებე ამერიკელი გოგონა კლავს საყვარელს, დაიჭერენ, ციხეში გაიცნობს ქეთრინის გმირს ველმა კელის, აიყვანს ცნობილ ადვოკატს ბილი ფლინს (რიჩარდ გირი) და მთელი ფილმი ვითარდება სასამართლოს მოლოდინსა და შიდა დაპირისპირებებში.
თუ ოსკარების რაოდენობა, მუსიკა და ჩამოთვლილი სახელები არ კმარა, კიდევ შემიძლია რამდენიმე დეტალი გაგიმხილოთ, იმაზე საპასუხოდ, თუ რატომ უნდა უყუროთ ფილმს?!
• აი, "მაკულატურა" (Pulp Fiction) ხომ ყველას მოსწონს და დაუვიწყარია ტრავოლტასა და უმა თურმანის ცეკვა, აქ გაცილებით მეტ ცეკვას ნახავთ და ყველას დაუვიწყარს.
• ფილმში შესანიშნავად ნახავთ, რას ნიშნავს სკანდალისტების პოპულარობა და რა მოკლე დროითი პერიოდისთვისაა ის განწირული. იქნებ ამის შემდეგ, მაინც გადაიფიქროს მავანმა სკანდალებით მოპოვებულ პოპულარობაზე ოცნება? ლუსი ლუს გმირმა, კინაღამ როქსი ჰარტი წამებში გაანადგურა.
• ფილმში ნახავთ, როგორები არიან ქალები, როდესაც სიკვდილი მოელით და მაინც იპრანჭებია - აბა, შეუხედავი მკვდრები ხომ არ იქნებიან?
• თუ ციხეში მოხვედრაზე გიფიქრიათ და წარმოიდგენთ, როგორი იქნება ქალი ზედამხედველი, ამ ფილმში ამასაც ბრწყინვალედ წარმოგიდგენენ:
• თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გააზრებული რა არის ადვოკატის პროფესია, მოუსმინეთ რიჩარ გირს - "აიწონა-დაიწონა" ან "მიზნის მიღწევის ძალა"
ენას კბილს ვაჭერ და დროდადრო ტექსტს ვშლი ძალიან დიდი სპოილერი რომ არ გამომივიდეს ამ პოსტის სახით, მაგრამ ბოლო დიალოგი მთელი შოუ ბიზნესის იდეის წარმოჩენა იყო და ვერ გამოვტოვებ.
დიალოგი:
- ეს საქმე, არ გამოვა!
- რატომაც არა?
- იმიტომ, რომ მძულხარ!
- ეს არის ერთადერთი საქმე მსოფლიოში, სადაც ეგ, პრობლემა არ არის.
საფინალო სიმღერაც და პოსტს ამით დავასრულებ:
დავამატებდი რომ ფილმი "ჩიკაგო" ყურადსაღებია მონტაჟის ოსტატობით. (განსაკუთრებით ციხის პირველი სცენა ქალების მონოლოგებით) მონტაჟი ამ ფილმში უმაღლეს დონეზეა შესრულებული და დახვეწილი. მოგეხსენებათ, რომ სწორედ მონტაჟი ქმნის კინო-ფილმს, როგორც ასეთს, კინოხელოვნების მასალაა
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია