ადამიანი იმდენად ეგოცენტურული არსებაა, რომ ვიდრე მას ან მის გარშემო კეთილისმყოფელ-მსურველებს არ შეეხება რომელიმე პრობლემა, იქამდე ხმას არ ამოიღებს და არაფერს დაწერს, იტყვის.

ჰოდა, მეც ვინაიდან რიგითი კაცთაგანი ვარ, ვწერ ახლა, ვინაიდან ჩემს გარშემო ძალიან თვალშისაცემად მომრავლდა.

ვაკანსია სახელად - კონსულტანტი მაღაზიაში. ახლა აგიხსნით ეს რას ნიშნავს. ამბობენ რომ კონსულტანტი და მერჩენდაიზერი განსხვავდება.

კონსულტანტი მაღაზიაში ნიშნავს გოგონას (95%), რომელმაც გადაწყვიტა რომ აიკრძალოს ჭამა, აიტკიოს ფეხები, დაიავადმყოფოს კუჭი და ნერვული სისტემა და ა.შ.

სულ რამდენიმე ხსნის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიწყოს მუშაობა მაღაზიაში, სადაც საოცარი გრაფიკი აქვს:

მუშაობს ორი დღე მონაცვლეობით ანუ ორი დღე ისვენებს და ორი დღე მუშაობს. თვეში დაახლოებით 15 სამუშაო დღე გამოდის.

სამუშაო საათები - 08:00 - 22:00

დასვენება სამუშაო საათების დროს - 0 წუთი და 0 წამი.

კვება - 0 გრამი და 0 კალორია.

პოზიცია - დგომა დახლებს შორის, მაცივრებთან და ა.შ.

როდესაც ამ ვაკანსიაზე მომიყვა ჩავთვალე სრულ იდიოტობად და გამოვლანძღე იმ კონკრეტული მაღაზიის მეპატრონე, რომელთანაც სამუშაო კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. შემდეგ ჩემს ირგვლივ სხვა კონსულტანტ გოგონებს გავესაუბრე მათი სამუშაო გამოცდილებების შესახებ და უნიკალურ მაგალითებს წავაწყდი.

ჩვენთან, არ შეიძლებოდა კედელზე მიყუდება, რადგან ამ დროს კლიენტს გონება გაურბისო, გვეუბნებოდა ზედამხედველი.

ჭამის პროცესი ასეთი გვქონდა - თითქოს რამე მოგვეპაროს, ისე ჩუმად ვჭამდით პურს და ყველს ან ძეხვს. ამიტომ მთელი დღე ყავას ვსვავდით.

ჩვენი მაღაზიიდან გასვლა არ შეიძლება, ამიტომ ერთადერთი ადგილი სადაც შეიზლება რამე ჭამო, არის საპირფარეშო, სადაც ჭამის სურვილი არ მქონდა, ამიტომ იქ მხოლოდ მოსაწევად გავდიოდი და ამით გონებას რაღაცნაირად ვაყუჩებდი.

თუ შენს პოზიციაზე არ იყავი, ხელფასიდან თანხა გექვითებოდა.

თანხას გვიქვითავდნენ იმაზეც, 10 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, 100 მოსინჯვის შემდეგ კლიენტი რომ უარს იტყოდა ტანისამოსზე და არ გავუღიმებდი და ამას კამერა დააფიქსირებდა.

და ასეთი ისტორიები უამრავია ჩვენს გარშემო. ამიტომ მგონი, მსგავსი არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამომდინარე, დროა რაც შეიძლება მალე გადავიდეთ რობოტების სამყაროში, თორემ მსგავს "ბიზნესმენებს" კონსულტანტი გოგონები მაინც რობოტები ჰგონიათ, ოღონდ ისეთები რომლებსაც დატენვა არ სჭირდებათ.

და რა არის გასაკვირი რომ მსგავსი სამსახურებიდან ახალგაზრდები დაბღვრემილები იყურებიან გაქცევის სურვილით შეპყრობილები???

ნახვა: 1947

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დასაქმება, კონსულტანტი, მერჩენდაიზერი, სამსახური, ქველი

ლაშა: დეკემბერი 18, 2014||5:02pm

Kakha შენ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ? :D 

ლაშა: დეკემბერი 18, 2014||5:14pm

Kakha მზეზე? :D 

khatuna zitanishvili: დეკემბერი 18, 2014||5:17pm

აწებებული ღიმილით ხომ? ამაზე საშინელი არაფერია...არ გექნება კმაყოფილი სახე და იქნები უმუშევარი(((

ლაშა: დეკემბერი 18, 2014||5:27pm

khatuna გეთანხმები :) 

Kakha ვულკანი მე უფრო კარგი რამე მეგონა :D :)

nestan: დეკემბერი 20, 2014||3:05pm

და სად ხდება ეგ ყველაფერი, რომელ მაღაზიაში? 

ლაშა: დეკემბერი 20, 2014||3:08pm

nestan კონკრეტული მაღაზიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვი რომ ასე ხდება როგორც სურსათის სუპერმარკეტებში, ასევე ტანსაცმლის მომრავლებულ Fashion მაღაზიებში. :)

nestan: დეკემბერი 20, 2014||3:13pm

შეიძლება, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაგან ეგეთი სიტუაცია არაა. 

ლაშა: დეკემბერი 20, 2014||9:31pm

ღმერთმა დაგვიფაროს ყველგან ასეთი სიტუაცია იყოს, უმრავლეს ადგილებშია ასე უბრალოდ :(( :)) 

თა _ მო: დეკემბერი 21, 2014||12:13am

აღარ გავიხედავ ამ პოზიციისკენ :D

ლაშა: დეკემბერი 21, 2014||12:18am

თა _ მო ამ დაქცეულ ქვეყანას რა ვუთხარი, თორემ სტუდენტები და განსაკუთრებით ხელოვანი ადამიანები საერთოდ რატომ უნდა იყურებოდნენ ამ პოზიციისკენ? :(( და ესეც არ იყოს, ვინც არ უნდა იყურებოდეს, ნებისმიერი ადამიანი ხომ იმსახურებს ნორმალურ მოპყრობას და ადამიანურ პირობებს? :((( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters