ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, სუს-ის ანგარიში და სააღდგომო თხოვნები #დარჩისახლში

      კორონავირუსის ახალი რიხვები ახალი შეშფოთების და ახალი რეგულაციების მიზეზი გახდა დღეს, ასევე მთავარი ამბავი იყო ინფექციონისტების თხოვნები და საპატრიარქო-მთავრობის ერთბლივი შეთანხმება-გადაწყვეტილებები. დღეს, დიდი ხუთშაბათის, ანუ საიდუმლო სერობის დღე აღინიშნებოდა და წირვა აღევლინა სამების ტაძარში. კორონას რიცხვები კი ასე გამოიყურება - საქართველოში ამ დროისთვის - დადასტურებული შემთხვევა - 348, გამოჯანმრთელებული - 76, გარდაცვლილი - 3. მსოფლიოსთვის - დადასტურებული - 2 165 586 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 546 269, გარდაცვლილი - 144 341. ხვალ, 12:00 საათიდან აიკრძალა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება 21 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 აპრილი, 2020

      ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, 9 პაციენტის, მათ შორის სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა. ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. მარინა ეზუგბაია - ინფექციურში გვყავს 2 ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი და დაახლოებით, 7 პაციენტი მძიმე პნევმონიით. მარინა ეზუგბაია - 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელი არაა, იმედი მაქვს, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ერთ პაციენტს covid19 არ დაუდგინდა, თუმცა პნევმონია აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა. ლევან რატიანი - 7 ახალშობილს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, კლინიკას დღეს ერთი ორსული დატოვებს, რომელიც გამოჯანმრთელდა. covid19-ით ინფიცირებული 78 პაციენტიდან 47 მათგანს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ - ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. ამ ეტაპისთვის ქვეყანამ მდგომარეობა დაიჭირა, თუმცა თუ ასე გავაგრძლებთ „ღლიცინს“, რასაც მოსახლეობის უმეტესობა აკეთებს, ქართველი ექიმები ამას ვერ აუვალთ. ჯანდაცვის მინისტრი - არასდროს მითქვამს, რომ შესაძლოა, სასუნთქი აპარატების დეფიციტი შეიქმნას, ყოველთვის ვსაუბრობ, რომ ჩვენ შეიძლება პერსონალთან მიმართებით შეგვექნას რისკი. საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით ერთდროულად შეიძლება მაქსიმუმ 1 200 პაციენტი იმართოს. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი - ყველას გვაქვს სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ - ვირუსი ვერ არჩევს ერს და ბერს, ის ყველაზე მოქმედებს. ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას. ხათუნა ზახაშვილი - დიდი რაოდენობით დაავადებულთათვის სამედიცინო დახმარების ერთდროულად მიწოდება რთული გახდება - მედპერსონალი ვერ აუვა შემთხვევათა ასეთ რაოდენობას. სამედიცინო პერსონალს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეული ცხელებით მიმდინარე შემთხვევის უკან შეიძლება იდგეს კოვიდინფექცია. ხათუნა ზახაშვილი - უსიმპტომო პაციენტებისგან დაავადების გავრცელების ინტენსივობა შედარებით დაბალია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკს ქმნიან. ამირან გამყრელიძე - შიდა გავრცელების ეტაპზე, სასურველია, მაღაზიებში, აფთიაქებში გამოვიყენოთ პირბადეები და არა ქუჩაში სიარულისას. ლევან რატიანი - 3 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია, სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. ამირან გამყრელიძე - ბოლო სამი დღის განმავლობაში, ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი, როცა 30-30 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც არის ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლისას განგაშის საფუძველი.

      სუს-ნიუსი - სუს-ი ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად განიხილავს. ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. სუს-მა 2019 წელს ქრთამის მიცემის, აღების, თაღლითობისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე პასუხისგებაში 135 პირი მისცა. 2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები, რამაც დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო. გამოვლინდა უცხო ქვეყნის 778 მოქალაქე, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. საოკუპაციო ძალებმა სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენები ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისთვისაც გამოიყენეს. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 86, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 27 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული. სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ 6 პირი პასუხისგებაში მისცა, 134 პირს დისციპლინური სახდელი დაეკისრა. ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი ტერორისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სუს-ის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა 417 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 27 871 922 ლარია. გიორგი კანდელაკი - სუს-ის ანგარიშში საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე, თუმცა მის ავტორს თითქოს გამორჩა, ვისი ინიციატივა იყო საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანა. მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები. ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში კრიტიკულად შემცირდა. ირაკლი სესიაშვილი - სუს-ი სისტემურად არის გამართული და ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

      კორონა და ლიტურგიკა ანუ ეკლესიის კლასტერი - დიმიტრი ხუნდაძე - შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს - თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისა და სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან. ირაკლი ღარიბაშვილი სააღდგომო ლიტურგიაზე - საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლაც ოქროს შუალედია. გიორგი ვაშაძე - მივმართავ საპატრიარქოს, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ძალიან მძიმე ვირუსს ვებრძვით. გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამარცხვინოა და მას მოქალაქეების ჯანმრთელობის დამძიმების რისკი ახლავს. ეკატერინე ტიკარაძე - არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს. მეუფე გერასიმე - რთულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოფნა, ეს ჩვენც გვესმის, ვისაც ექნება სურვილი ტაძარში მოვა. ეკატერინე ტიკარაძე - მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაძარში ყოფნა რისკებს ზრდის. პატრიარქი - ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე. მეუფე იაკობი - მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას - მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ფოთისა და ხობის ეპარქიაში სააღდგომო წირვა დილის 7 საათზე ჩატარდება. მეუფე იაკობი - ეკლესიაში ადამიანი რომ მოდის, სურს, სულიერი საზრდო მიიღოს, ხელი უნდა ვკრათ? არჩევანის საშუალებას ყველას ვაძლევთ, რობოტი არავინ არ არის, რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. ამირან გამყრელიძე - პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ღმერთი, რადგან მეტი ქართველი გადარჩება. გია ვოლსკი - ძალიან ბევრს აქვს სურვილი, რომ შეიქმნას ე.წ. ეკლესიის კლასტერი, ეს არ უნდა დავუშვათ. ირაკლი კუპრაძე - მთავრობასა და საპატრიარქოს მიერ მიღწეული შეთანხმება საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ამირან გამყრელიძე - ძალიან დიდი თხოვნით და მოწიწებით მოგმართავთ, დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ, რადგან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. მეუფე გრიგოლი - ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც მონდობილია ეკლესიაზე - როცა ასეთი საფრთხის წინაშეა თითოეული, არ შეიძლება არ დავუჯეროთ სპეციალისტებს.

      სიმკაცრის მორიგი საფეხური - კახა კალაძე - გამკაცრებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. რუსთავში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 ბლოკ-საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება. ირაკლი ჩიქოვანი - თუ ყველამ ზედმიწევნით არ დავიცავით დაწესებული შეზღუდვები, უახლოეს პერიოდში სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალი, 12:00_საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება. ხვალიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

      აპლიკაცია - ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებელმა გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან. ეკატერინე ტიკარაძე - თუ მოქალაქეები აპლიკაციაში არ შეიყვანენ ტესტის ნომერს, რითაც ადამიანს covid19 უდგინდება, ის განგაშის სიგნალს არ გაააქტიურებს.

      ჩაკეტილი საფლავები - კახა კალაძე - შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სააღდგომოდ სასაფლაოები 3 დღის ნაცვლად, 10 დღით დაიკეტება. ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება. რუსთავის სასაფლაო დაიხურება.

      კომუნიკაციების კომისია - 5G ტექნოლოგიას მალე დავნერგავთ - გამოწვევას, რასაც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები, სადაც ეს ტექნოლოგია მუშაობს, ეფექტურად გაუმკლავდნენ.

საზღვარგარეთულები:

      #WorldWideCovid19: ანტონიო გუტიერესი - უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა შესაძლოა ერთადერთი იარაღი იყოს, რომელიც გადაარჩენს მილიონობით ადამიანს და ტრილიონობით დოლარს. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1159-მდე გაიზარდა. რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა. მაიკ პომპეო - ჩინეთმა გულახდილად უნდა თქვას როგორ გავრცელდა ვირუსი. გერმანია კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ფეხმძიმე ემსხვერპლა, ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს. ესპანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 551 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 525 ადამიანი გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 861 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 96

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters