პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში, იტალიის დანაკარგები, მსოფლიო შფოთი და შესაწყალები

      სულ უფრო ბევრი ქვეყანა გადადის კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმში. მეზობელი სომხეთიც დღეს შეემატა ამ ქვეყნების სიას. პანდემიის გლობალურობა ყველაზე კარგად ჩვენს ლარზე აისახა და უკვე 1 დოლარის ღირებულება 3 ლარია. გრიპებისა და გაციების სეზონმა ჯერ კიდევ არ ჩაიარა და უამინდობის გამო, მთებში გზებიც კი დათოვლილი და გაუვალია. მოკლედ, ქვეყანაში ახლა ნამდვილად არის ფერები მუქი. კარგი ამბავიც გვაქვს - გამოჯანრთელებული პაციენტი უკვე სახლში და თვითიზოლაციაშია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 მარტი, 2020

      COVID19 - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და სახლშიც გაწერეს, თუმცა ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება. საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და „მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას“. ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს გამოხატული სიმპტომები აქვს. პაატა იმნაძე - ინფიცირებული ტურისტის გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას იქ ვინმე ჩაეხუტა - ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყნარად იყვნენ თვითიზოლაციაში. თენგიზ ცერცვაძე - მესამე პაციენტზე ველოდებით, რომ განმეორებითი ტესტიც უარყოფითი იქნება და კლინიკას ხვალ დატოვებს. ჯანდაცვის სამინისტრო - ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება. საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე პირებს უფასო სასადილოებში ადგილზე კვება დროებით შეეზღუდათ. ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ონლაინ სწავლების პლატფორმა უკვე სრულად აამოქმედა, BTU გახდა. კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სატრანსპორტო კომპანიამ 60 000 ლარამდე, „თბილსერვის ჯგუფმა“ 1130 ლარი დახარჯეს, დედაქალაქის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან კი 15 000 ლარი გამოიყო. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება. გუშინ ტესტირება 12 პაციენტს ჩაუტარდა და არც ერთს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მოვაჭრეთა გაფიცვა - დაკეტონ ცოტა ხანი, ორი კვირით და გადასახადი არ გადავიხადოთ, მაგრამ დირექცია ამას არ აკეთებს. კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი - 47 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინო ზონაში იყო. „ჯიპისი“ - სამკურნალო პრეპარატების, ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტების კუთხით პრობლემა არ დგას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - ჩეხეთის და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი მათ ქვეყნებში დაუდასტურდათ. ცხრა ბრალდებული, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, საპატიმროში არ დაუშვეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალის ერთი კორპუსი სრულად გამოთავისუფლდა და საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა. სასტუმრო „რუსთავში" მოწყობილ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 91 პირია მოთავსებული. პრემიერი - უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვასთან დაკავშირებით - სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. მთავრობა რესტორნებსა და კაფე-ბარებს რეკომენდაციით მიმართავს, მოქალაქეებს ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ. თბილისის უფასო სასადილოებში დღეიდან მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა - მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველო 18 მარტიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლას კრძალავს. მთავრობამ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების დროზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ტურისტს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია თურნავას შეფასებით, ზამთრის კურორტების დროზე ადრე დახურვა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სწორი ნაბიჯია. ნათია თურნავას განცხადებით, კვების ობიექტები მეტნაკლებად მომზადებული არიან იმისთვის, რომ მიტანის სერვისზე გადავიდნენ. ნათია თურნავა - კორონავირუსის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით, ამიტომ არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გაართულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმში დაბრუნებას. დავით ზალკალიანი - უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი სტუდენტების აღრიცხვა და მათი იმ ავიარეისებზე გადანაწილება ხდება, რომელიც თბილისში მოფრინავს. გია ჟორჟოლიანი - ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სუსტ და უპასუხისმგებლო ნეოლიბერალური სახელმწიფოს ვირუსსაც. ნინო ბურჯანაძე - დღეს სოლიდარულები უნდა ვიყოთ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად, რომ ღონისძიებები გაატაროს ქვეყნის დასაცავად. თენგიზ ცერცვაძე - ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე არც მზაობა და არც ვარაუდი არ არის. თენგიზ ცერცვაძე - ამჟამად პნევმონია 12 პაციენტს აქვს - ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან დამთავრდება გამოჯანმრთელებით. თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით თვითიზოლაციაში მოვათავსებთ. ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში, ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში 55 ადამიანი გადაიყვანა. რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი - რესტორნების დახურვის შემთხვევაში დასაქმებულთა ხელფასის ანაზღაურებას ვერ შევძლებთ. ეკონომიკის სამინისტრო - სამკერვალო საწარმოები მზად არიან, პირბადეების წარმოება აქტიურ რეჟიმში დაიწყონ.

      კორონავირუსი საზღვარგარეთ - იტალიაში კორონავირუსის შედეგად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 349 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 16 შემთხვევა დაფიქსირდა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - ყველა ფრანგმა საკუთარ თავს ყოველ დილით უნდა ჰკითხოს: როგორ შემიძლია გავრცელების თავიდან აცილება? დარჩით სახლში, ეს ძალიან მარტივია. ლუკაშენკო რუსეთის მიერ ბელარუსისთვის საზღვრის ჩაკეტვაზე - ვინ ვისგან უნდა ჩაიკეტოს რიტორიკული კითხვაა. რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. თურქეთში მეჩეთებსა და სამლოცველოებში მასობრივი ლოცვა დროებით აიკრძალა. ირანის პრეზიდენტი - ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ. აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო. „ჰოფენჰაიმის“ მფლობელი ახლოს არის კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან. კორონავირუსის გამო პარიზში პარკები და სკვერები დაკეტეს. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

      ლარის ვარდნა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0118 ლარი გახდა.

      დაბრკოლება ვირუსით - მეუფე გრიგოლის განცხადებით, ზიარების შემდგომ სასმელის ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ მრევლის ნაწილი დააბრკოლა, ამიტომ, სასულიერო პირებმა საკითხზე უნდა იმსჯელონ.

      შესაწყალი უგულავა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე ჩაბარდათ და როდის განიხილავს ამას „პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“. დავით ბაქრაძე - ბოიკოტი შეწყდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციის ფონზე და ვითარების ნორმალიზაცია მოითხოვს შეთანხმების შესრულებას, პირველ რიგში პოლიპატიმრების გათავისუფლების ნაწილში.

      კონსტიტუციობანა - ბექა ნაცვლიშვილი - რა საკონსტიტუციო განხილვაზე ვლაპარაკობთ?! - თავს ვიტყუებთ, ვთქვათ, რომ თურმე, პროპორციული არჩევნები გადაარჩენს ამ ქვეყანას პანდემიისგან? სერგი კაპანაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის გადადების აუცილებლობა არ არის.

      მამალაძის საქმე - გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

      სასამართლო - სერგი კაპანაძე ნინო ქადაგიძეზე - ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს. მამუკა მდინარაძე - სავარაუდოდ, ხვალ, იურიდიული კომიტეტი ნინო ქადაგიძეს მოუსმენს - წინასწარ ვერ გეტყვით, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მას მხარს

საზღვარგარეთულები:

      უვადო პრეზიდენტი - რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო ვადების განულება კანონიერად ცნო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 88

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

George: მარტი 16, 2020||10:44pm

 შესაწყალი უგულავა დააბრუნებს ბიუჯეტში 50 მილლიონს, თუ პირველი შეწყალების 30 მილიონივით ეპატიება?

ლაშა: მარტი 16, 2020||11:33pm

რატომაა პოლიტ. პატიმარი 50 მლნ მჭამელი? რადგან კარგი მადა აქვს? :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters