უკრაინა, რუსები შენზედა! და ქართული შეხედრები საერთაშორისოდ

      დღეს მეტწილად საერთაშორისო დღე გვქონდა ქართულ მედიაში. ცხადია, მცირე კონკლაობები ოპოზიციასა და პოზიციას შორის არ არ სრულდება, მაგრამ მეტწილად მაინც მსოფლიოსკენ ვიყურებოდით. უკრაინა არის N1 თემა და მოლაპარაკებების პარალელურად ბომბები უკრაინის ქალაქებში, ასევე მსოფლიოს პასუხი ამ საკითხზე და ქართველი პირველი პირების მაღალი დონის შეხვედრები. ასეთია მარტის თითქმისმიწურული. და კიდევ სტატისტიკა ბოლო პერიოდის აქტუალურ თემაზე - შსს-ს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის 35 028 მოქალაქე შემოვიდა, 20 733 მოქალაქე კი გავიდა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1013 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 30 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი.

      უკრაინის ამბები - ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება. სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალები აიძულებენ რუს ოკუპანტებს შეამცირონ საომარი მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გარანტიაა. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან - კომპრომისები სუვერენიტეტსა და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე არ იქნება, ეს მკაფიო პრინციპებია. სახელმწიფო დაკარგული უძრავი ქონების ყოველ მეტრს აანაზღაურებს. ავსტრალიის პარლამენტს მიმართავს. ჯო ბაიდენთან ​კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერაზე, სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ვისაუბრეთ. ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს - ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად. ალექსეი არესტოვიჩი - კრემლის გეგმები მთლიანად ჩაიშალა - ჩვენი ძალები უკვე ათავისუფლებენ სუმის, ხარკოვისა და კიევის ოლქების ნაწილს. CNN - კიევში საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის ხმა ისმოდა. უკრაინის გენშტაბი - ე.წ. „ჯარის გაყვანა“, სავარაუდოდ, არის ცალკეული ქვედანაყოფების როტაცია და მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანას. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - თითქმის დარწმუნებით, რუსეთმა ვერ შეძლო კიევის ალყაში მოქცევა. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში მტრის 4 შეტევა წარმატებით მოიგერიეს. ანდრეი ერმაკი - უკრაინას უსაფრთხოების ახალი მრავალმხრივი სისტემა სჭირდება. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია - უკრაინის პორტებში სულ მცირე 100 უცხოური სავაჭრო გემია ბლოკირებული. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა. რუსებისგან გათავისუფლებულ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ. BBC - სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქალაქების დაბომბვა შეინიშნება. უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. დენისენკო - კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. ლუგანსკის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქ ლისიჩანსკში დაბომბვის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე შენობა, არის მსხვერპლი. უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან 145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაშავდა. ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორი - მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ვხედავ - გვჯერა ჩვენ ამის? რა თქმა უნდა, არა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგმა დაახლოებით 17 300 ჯარისკაცს მიაღწია. Sky News - დონეცკის რეგიონი კვლავ მძიმე დაბომბვების ქვეშაა. მიკოლაევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 14-ს მიაღწია. გუბერნატორი - რუსმა დამპყრობლებმა, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში, საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს. ჩერნიგოვის ოლქში, ქალაქ ნეჟინში, რუსული ძალების მიერ დაბომბვების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა. უკრაინის რადას დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალვის შესახებ“. უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს. BBC - რუსეთი აცხადებს, საბრძოლო მოქმედებებში 16 000 ახლო აღმოსავლელი მებრძოლი ჩაერთვება. გაერო - უკრაინაში 1 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

      მსოფლიო უკრაინისთვის - პენტაგონი - კიევის მახლობლად რუსული ძალების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაადგილებაა და არა გაყვანა. თეთრი სახლი რუსული ძალების გაყვანასთან დაკავშირებით - არ ვაპირებთ, მათ სიტყვებს ვენდოთ. ჯო ბაიდენმა და სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმეს. გაერო - ვფიქრობთ, რომ მარიუპოლში, შესაძლოა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაღუპული. Reuters - ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ გაზის საფასურის რუბლით გადახდა შეუძლებელია. გაეროში რუსეთის ელჩი - დასავლეთის ანტირუსული სანქციები ისტორიული მასშტაბის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. ამერიკელი გენერალი - რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასების მიზეზი, შესაძლოა, აშშ-ის დაზვერვის ხარვეზი იყო. ოლაფ შოლცი - რუსეთი უკრაინას იმპერიალისტური შეხედულებების გამო დაესხა თავს. აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, უკრაინასა და რუსეთში არ გაემგზავრონ. სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა. გაეროში უკრაინის ელჩი - თავდაპირველი ბლიცკრიგის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსული ჯარები გადავიდნენ გეგმა B-ზე, ეს გეგმა არის ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირება. ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსანი - ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, მშვიდობა არ იქნება. უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს. დიმიტრი პესკოვი - ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს საკითხი არ განიხილება. კვლევა - უკრაინელთა 93%, რომელიც იძულებული გახდა რუსეთის შეჭრის გამო ემიგრაციაში წასულიყო, მზადაა ომის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდეს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო - რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან, უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, 6,5 მილიონი კი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულია. დმიტრო კულება პოლონეთის პრემიერს - მადლობელი ვარ პოლონეთის, ნამდვილი მეგობრები გაჭირვებისას ვლინდებიან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინა უნგრეთში არჩევნების პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა, რასაც უკრაინამ „ღრმად ამორალური ცრუ შეტყობინებები“ უწოდა. ლოიდ ოსტინი - პუტინის არჩევანის ომმა საშინელ მსხვერპლამდე მიგვიყვანა. ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფოს მიზანი არ არის ვლადიმერ პუტინის, ხელისუფლებიდან ჩამოცილება - ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინის ხალხს დაიცვას საკუთარი თავი. CNN - შეერთებულ შტატები თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს არასწორ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებების შესახებ. გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ჯოზეფ ბორელი - მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას. გაერო - არსებობს სანდო ბრალდებები, რომ რუსეთმა უკრაინაში კასეტური ბომბები სულ მცირე 24-ჯერ გამოიყენა. სერგეი ლავროვი - სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგები შეიძლება შეფასდეს როგორც წინსვლა. ლიზ ტრასი - ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - გავაგრძელებთ ზეწოლას მანამ, სანამ რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში.

      საქართველო საერთაშორისოდ - დავით ზალკალიანი - ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და აღვნიშნეთ, რომ ეს დარტყმის ქვეშ აყენებს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ეუთოს თავმჯდომარე - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხები მაღალ დონეზე იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთოს თავმჯდომარემ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოგვიწოდა, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია იყოს. გიორგი ვოლსკი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუსს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა. შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს. დავით ზალკალიანი - უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ. ზბიგნევ რაუ - აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მხარდაჭერა გამოვუცხადო როგორც პოლონეთის, ასევე ეუთოს სახელით. მედეა ჯანიაშვილმა და ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივა განიხილეს.

      საქართველოდან უკრაიანში - მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის დაწყებიდან ერთ თვეში 60 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს.

      პრეზიდენტი ვერსუს მთავრობა - დავით უსუფაშვილი - რაც ბოლო დღეებში ხდება მთავრობას და პრეზიდენტს შორის, სახელმწიფოებრივი სირცხვილია - თუ თვითონ ვერ განუმარტავთ კონსტიტუციაში ვის რა უფლება აქვთ, სხვა რამეს მოკიდონ ხელი, უფრო მარტივს. ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტზე - სიმართლე არის ფაქტებში, დოკუმენტებსა და მიმოწერაში - თუ საქმე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ეს დოკუმენტები გასაჯაროვდეს, არ გამოვრიცხავ, ასეც მოხდეს. ნიკოლოზ სამხარაძე - ელჩობის 12 გაგზავნილი კანდიდატიდან 12-ვე დანიშნულია, მაგრამ ამ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დანიშნა. ირაკლი კობახიძე - როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა - როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გამოტანა, მაშინ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა, ერთის გათავისუფლებაზე კი უარი თქვა - ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული, არსებობს ოფიციალური მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

      თითოოროლა თავის ტკივილი - ანა ფოტიგა ჯოზეფ ბორელს - შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში? ანატოლი ბიბილოვი - უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი. ცხინვალს პუტინი მართავს კიდეც და მიერთებულიც აქვს, იურიდიულად მაშინ გააფორმებს, როდესაც დასჭირდება, ამიტომ უნდა ვიყოთ პრინციპულები - როგორ შეიძლება ვენდოთ, რომ ისევ არ წაუცდება ხელი საქართველოსკენ? ანდრეი კლიმოვი - საჭიროა, სამხრეთ ოსეთის ხალხმა თავისი სურვილი გამოთქვას რეფერენდუმის სახით - არ არსებობს სამართლებრივი წინააღმდეგობა, რათა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.

     

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 99

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 31, 2022||11:43pm

არც რუსები გვანან ფილისტიმელებს და ზელენსკის სამსონობა ხომ საერთოდ ნონსენსია. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters