გახმაურებული ქორწილი ყვარელში, კონსულტაციები და ბახმუტიდან ბელგოროდში

      ნიკოლოზობის დღესასწაულის მოლოცვით და მეუფის სიტყვებით დავიწყებთ დღევანდელ qwellynews-ს, როგორც მეუფე შიომ თქვა - ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება. დღის მთავარი ამბავი - კონსულტაციების შეუძლებლობა და ოპო-პოების ერთ მაგიდასთან თავმოყრა იყო და ცხადია, ყვარელში ლავროვის გოგოს საზეიმო ტაშ-ფანდურა. აფეთქებები და ომიანობა ახალ განზომილებაში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5376 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 22 მაისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      პრეზიდენტი VS ავიაკომპანიის დირექტორი - სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ. შალვა პაპუაშვილი - ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება. ბოიკოტის შემდეგ, Georgian Airways-მა პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

      კონსულტაციები ხელისუფლებასთან - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხი. სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებზე საუბარი საზოგადოების მოტყუებაა. პაატა მანჯგალაძე - კონსულტაცია რასთან დაკავშირებით გავიარო - კობახიძეს და მდინარაძეს სამი ხმა აკლია და ეს შევუვსო, ნოტარიუსის ფუნქცია შევითავსო? ანა ნაცვლიშვილი - მძიმე-წერტილის გადაადგილება სასამართლოს რეფორმა არ არის, ამიტომ, ამ ყალბ პროცესში ოპოზიციის ადგილი არ არის. შალვა პაპუაშვილი იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე - ერთი კვირა გავიდა, ამ ოთხ კანდიდატზე რაიმე არგუმენტირებული კრიტიკა გსმენიათ? - ოპოზიციას მოვუწოდებ, ერთი კვირა არის და ამ 4 კანდიდატთან დაკავშირებით იფიქრონ. იმ ფონზე, რაც წინა სასესიო კვირას მოხდა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება და მოლაპარაკება გამორიცხულია. რომან გოცირიძე იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე - ჩვენ ყურმოჭრილ მონებს გთავაზობთ და მათგან თქვენ ნაკლებად ყურმოჭრილი რომელიც გგონიათ, იმათ დაუჭირეთ მხარიო - ეს ხომ სისულელეა. გია ვოლსკი - ოპოზიციას უნდა შეუსრულებელი დარჩეს ის მუხლი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეხება - მათი სრული ლუსტრაცია მოხდა. შალვა პაპუაშვილი - არის მომენტი, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელშია - საქმით დაამტკიცონ, რამდენად სერიოზულია მათი სიტყვა.

      ლავროვის გოგოს კახური ვოიაჟი და ვრცელი თემა სანქციებსა და ფრენებზე - საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოხატა. კახა კალაძე - თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. თინა ბოკუჩავა - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აკრძალავს სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. შალვა პაპუაშვილი - შარშან რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებისა და საზღვრის გადაკეტვის მოთხოვნით არსებული ისტერიული კამპანიის მიზანი ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო. არათუ ფაქტი, დამაჯერებელი ჭორიც კი არ არსებობს, რომელიც გვაჩვენებდა, რომ საქართველოს გამოყენებით მოხდა სანქციების გვერდის ავლა. კახა კალაძე - რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო - გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენ ამას მივესალმებით. შალვა პაპუაშვილი - ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან - ვინც გვეუბნება, რომ სანქცია დავაწესოთ, არ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკური დაცულობის გარანტიას. ლევან ხაბეიშვილი - ანტისახელმწიფოებრივია, როდესაც ლაპარაკობენ, რომ ლავროვის და პუტინის გაპროტესტება ქსენოფობია ყოფილა - რუსული პარტია პუტინს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, რაც მოღალატეობრივი საქციელია.

      დიპლომატია რუსეთთან - ლაშა ხუციშვილი - ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა.

      საჯარო ხელფასები - ლაშა ხუციშვილი - ჩვენ გვაქვს 4-5 წლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც შესაბამის პარამეტრებში უნდა მოექცეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები.

      ევროპის გზა - მეუფე იაკობის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ, ეს იმ ხალხის ბრალი იქნება, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ.

      ფინანსები - მინისტრი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე წლის ბოლოსთვის სრულად უნდა იქნას დასრულებული შესწავლის ეტაპი, ამის შემდეგ კი შეგვეძლება კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდეთ.

      ანა დოლიძე - ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე ნელ-ნელა გადაგვალაგეს რუსულ ეკონომიკაზე.

      კახა კალაძე - პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ქვეყანას.

      საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

საზღვარგარეთულები:

      ცხელი ომი - უკრაინის გენშტაბი - ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბრაზილიის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე გაერო-ს სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკში 4 რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალ „ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის. რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა - უსაფრთხოების მდგომარეობა უკიდურესად დაუცველია. გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ F-16-ები, არამედ უფრო მეტი ის იარაღიც, რომელიც უკვე მიეწოდება. ანა მალიარი - უკრაინელები ბახმუტში ზოგიერთ შენობას კვლავ აკონტროლებენ და ფლანგებზე წინ მიიწევენ. დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია. უკრაინული მედია - რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა - „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „მოხალისეთა კორპუსი“ საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნის. უკრაინული მედია - რუსები ბელგოროდს მასობრივად ტოვებენ - ქალაქის გასასვლელთან კილომეტრიანი საცობია. უკრაინის დაზვერვა - ბელგოროდის ოლქში რუსები ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას ახორციელებენ. მედია - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა. გუბერნატორის განცხადებით, ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა.

      მოლდოვა - კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა - მოქალაქეებს მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც. სალომე სამადაშვილი - ჩვენზე გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს მოლდოვას, მაგრამ ეს სახელმწიფო ახერხებს იმას, რომ ევროკავშირთან კოორდინირებული პოლიტიკა აქვს, ამიტომ მიიღო სტატუსი და დაიწყებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს სწრაფად.

      ერდოღანის პრეზიდენტობა - თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სინან ოგანი, რომელმაც პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, მხარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს.

      ერევანი აღიარებს ყარაბაღს - ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 52

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters