ბევრჯერ წაშლილი და თავიდან აკრეფილი ტექსტია. ემოციების მოზღვავებისას რომ ვწერ და მერე მცირეოდენი დამშვიდებისას ვშლი და მოუსავლეთში ვიძახებ.

PR, blog, christianity, church, qwelly, განათლება, გაუნათლებლობა, ეკლესია, ეკლესიის სიმდიდრე, მღვდელი, პოეტი, პოპულარულობა, სასულიერო პირი, სიწმინდე, სოციალური დახმარება, სოციალური სააგენტო, უფალი, ფეისბუკ მამაო, ფული, ქრისტეს ეკლესია, ღიპი, ღმერთი, ცხონება, ჯიპი
(წყარო)

      დღეს კოკამაც მოხსნა პირი და მცხეთაც რაღაც აზრმიუცემელ ძილ-ბურანში გაეხვია. ინტერნეტ სივრცეს კი კვლავ ერთი და იმავე თემით ავსებენ.

      არც იმდენ წელს ვითვლი საკუთარ ცხოვრებაზე წერა ღირდეს, გამოცდილებასა ან ნანახზე, ან ამით ვინმე გავაოცო, დავაფიქრო ან რამე ვასწავლო, მაგრამ არც ისე ცოტას სულ არაფერი მქონდეს სათქმელი ან არ მეთქმოდეს. სკოლის ასაკიდან ეკლესიის წევრი ვარ (ჩემმა მშობლებმა ასე აირჩიეს, ჩემი არჩევანი არ ყოფილა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მათი არჩევანის მადლიერი ვარ), სკოლას ჰქონდა ამის ვალდებულებაც და ფუფუნებაც მრევლი მრქმეოდა და წირვა-ლოცვაზე დავსწრებულიყავი, ამიტომ შემიძლია ვთქვა რომ ბევრი რამე მაქვს ნანახი ამ სივრცეში და კიდევ უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი მოსმენილი და გაგონილი, და რაც არ ვიცი და არ გამიგონია, აღნუსხვაც არ ღირს იმდენია.

      ამბობენ სეკულარიზმი კარგიაო (კარგისა და ცუდის კატეგორიებით არავინ საუბრობს დღეს, მიუღებელია თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამ ბლოგზე თამამად შეგიძლიათ მიბაძოთ გურამიშვილს და კარგს კარგი უწოდოთ და ავს ავი), სახელმწოფოსა და საეკლესიო ხელისუფლებათა გამიჯვნა ბევრ სიკეთეს მოიტანოს და ა.შ. მე კი არ მესმოდა და რიგიანად ახლაც არ მესმის როგორ შეიძლება პიროვნებას მოსხთოვო საკუთარ თავში გამიჯნოს გაუმიჯნავი - ეკლესია და ერისკაცობა, მაშინ როდესაც ორივე ერთი ცხოვრების უმნიშვნლოვანესი ნაწილია, ანდა როგორ შეიძლება ეკლესიას უთხრა - თვალი დახუჭე საერო საქმიანობაზე, თუკი ხედავ რომ ეს საერო საქმიანობა დაღუპვას უქადის შენს მრევლს.

      საქმე ისაა, რომ რაც დრო გადის ცხონების საკითხი სულ უკანა ფლანგზე იწევს და აღარავის აინტერესებს ეკლესია აცხონებს თუ არა ხალხს. ზოგჯერ მგონია რომ არც სასულიერო პირებს აინტერესებთ. განასკუთრებით მათ, ვინც ასე რიგიანად პიარდებინ სოციალური ქსელებისა თუ ტელევიზიების საშუალებით და იმდენი გულშემატკივარი ჰყავთ, ვინმემ აუგიანი მაგრამ ჭეშმარიტი სიტყვა რომ თქვას მათზედ, იქნებ ქვებითაც ჩაქოლონ.

      ღიპიანი და ჯიპიანი მღვდლების იმდენი კრიტიკა და მეტწილად ზღვარსა და ზნეობას გადასული პოსტია ინტერნეტ სივრცეში, კიდევ ერთი მივმატო, რა ხეირია? ეგეც არ იყოს, რამდენიმე გამონაკლისისა და შიგადაშიგ ამოხეთქილი გაბრაზებისა, დიდად არც მაწუხებენ ასეთი მღვდლები (ჩემი მცირედმორწმუნეობისა და მცირექრისტიანობის ბრალია), რადგან არასოდეს მქონია იმის მოლოდინი რომ ეკლესია სოციალური სააგენტოს როლს შეითვისებდა და საზოგადოების მატერიალურ დახმარებაზე დაიწყებდა ფიქრს. მეტიც, მატერიალური დახმარება მათ პირველ მოვალეობაში სულაც არ არის, ეს უბრალოდ მათი კეთილი ნება უნდა იყოს, მათი ქრისტიანობის გამოხატულება უნდა იყოს და არა ვალდებულება, რომელსაც ასე აძალებს ყოველი მეორე. ქონებასა და სიმდიდრეზე უარი რომ უნდა თქვან, ეს კი ვიცი, მაგრამ მათი სიმდიდრე "წარსაწყმენდელად მათდა" იქნება და სხვას ვერაფერს დაუშავებენ. ვიცნობ ისეთ სტიქაროსნებს, ასეთი ფულისტომარა მამების გვერდით წლობით რომ მსახურებენ, ტაძრების მემატიანენი არიან, ეკლესიის გარდა სხვა სარჩო არა აქვთ რა და აქაც 100 ლარს ან იმასაც არ იღებენ. მაგრამ მაინც არ შორდებიან უფალს და ეკლესიას. ასე რომ არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ეკლესიიდან იმიტომ მიდიან ღმერთზე განაწყენებულნი, რომ მათ ლუკმა პური არ აქვთ, მამაო კი მაძღარი დადის - ვიმეორებ სოციალური დახმარების სააგენტო და ქრისტეს ეკლესია სხვადასხვა რამეა და ვისაც ეს არ ესმის და ევროპამიჩერებული ეკლესიის იქაური ყოფის ჩვენთან დამკვიდრება უნდა, იცოდეს რომ ქრისტესას კი არა, თავისას ქადაგებს. ესეც არ იყოს, დაკვირვებამ მაჩვენა რომ ასეთ მღვდლებს თითოოროლა კარგი შემომწირველი და მომხვეჭელი მრევლის გარდა, მსმენელიც არ ჰყავს, ან თუ ჰყავს სიტყვას ისმენს და მამაოთი აღტკინება არ სჭირთ. განსხვავებით იმ სასულიერო პირების მრევლისგან, რომლებიც ფეისბუკ თაყვანისცემასა და სატელევიზიო like მღვდლობაში არიან დახელოვნებულნი.

      ჯერ კიდევ სკოლაში მასწავლეს ცეცხლის კი არა, ნაცარში დამალული ნაკვერჩხლისა უნდა გეშინოდესო და სწორედ ასეთებად მიმაჩნია ისინი.

      მღვდელი რომ ქრისტეს სახეა, ეგეც მომისმენია, მაგრამ თუ გაინტერესებთ უფრო ღრმად, გეტყვით რომ მღვდელი ქრისტეს განასახიერებს საღმრთო ლიტურღიაზე. ამით სასულიერო პირებმა ერთგვარი ნებართვა აიღეს ერში ქრისტესავით რომ არ ეცხოვრათ - უპოვარებასა და სხვა დანარჩენში, მაგრამ არც საღმრთო ლიტურღიაზე რომ არ ჰგავს ზოგიერთი ქრისტეს? ხშირად მიფიქრია, როგორ იცხოვრებდა მაცხოვარი ჩვენს დროში? პირველი ვისზეც ამ დროს დაკვირვებას დაიწყებ ადამიანი, არიან სასულიერო პირები. ერთ მხარეს გავიხედე და ვხედავ ჯიპ-ღიპიანებს - არაა, ასეთი არ იქნებოდათქო. მეორე მხარეს გავიხედე და მოწესრიგებულნი, ლამაზ ჩაცმულ-დახურულნი, კარგი სიტყვა-პასუხის და ლექსების მქონენი, კარგი მქადაგებლები. ვიფიქრე, აი ასეთი იქნებოდათქო, მერე მათ აღვლენილ ლიტურღიას დავესწარი და შუა წირვაზე, მაშინ როდესაც ყოველივე ამმსოფლიური ზრუნვის დატევებას გალობდნენ, ფეისბუკზე სტატუსი "გამოაცხო". მერე ამბიონიდან ისევ საყვარლად იქადაგა, მერე სელფები გადაიღო და ა.შ.

      ეს ხალხიც დგას, მიჩერებია, ეთაყვანება და თუ ვინმემ აუგი თქვა, უცბად ცხივრში გჩრიან - აბა ის გაუნათლებელი და ფულით დატენილი მამაოები სჯობსო?! არ ვიცი რა გიპასუხოთ, ერთი ვიცი, რომ ხმალამოღებულ მტერს ადვილად დაინახავ და მოერიდები, აი ცხვრებში გახვეულ წარმწყმენდლების შემჩნევა კი ძალიან ჭირს და ვაი რომ გამოუსწორებელ სენად მკვიდრდებიან.

      მთელს ამ პოსტს ერთი სათქმელი აქვს და ეს კვლავ მაცხოვრის სიტყვებიდანაა ნაკარნახევი: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა." (მთ. 10, 28) და სხვაგანაც "გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ." (ლკ. 12, 4-5)

      აი, ამ ფიქრებით თავგამოტენილი მივდივარ სვეტიცხოვლობის ლოცვაზე უკეთესის მოლოდინითა და იმედით.

ნახვა: 537

ტეგები: Qwelly, განათლება, ეკლესია, მღვდელი, ფეისბუკი, ქრისტიანობა, ცხონება

jina: ოქტომბერი 14, 2015||1:29am

სიბნელეა...რთულდება სიბნელეში კარგის და ცუდის გარჩევა,ტრაგედიაა უგმიროდ...:) 

ლაშა: ოქტომბერი 15, 2015||2:26pm

სიბნელესაც თავისი მიზეზი აქვს. აი, ეს უნდა დამელინკა ტექსტის ბოლოს წარწერით - გამოსწორების გზა - http://www.qwelly.com/group/darigebani/forum/topics/girseuliqsristi...

ლაშა: ოქტომბერი 16, 2015||4:57pm

ოჰო, რაინდობაც შემატე ხო, ისე იკლებს :( :D

ლალი დავითაძე: დეკემბერი 29, 2015||7:20pm

ბევრის სათქმელი შენ თქვი ლაშიკო... :)))

ლაშა: დეკემბერი 29, 2015||7:58pm

მადლობა ლალიკო))

ლიკა: დეკემბერი 30, 2015||1:27am

"ამბობენ სეკულარიზმი კარგიაო" :D :D ♥ ამ წინადადებაზე რო ვიცინე ასე კაი ხანია არ მიცინია :D :D ხალხმა თქვა კაიაო თორე მე სეკულარიზმი რა არი სუ არ ვიცი :D :D

ნათი მორბედაძე: ნოემბერი 30, 2017||5:39pm
ლაშა, მადლობა! ბრავა.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters