მომავალში გადახედვა ძნელიაო, ამბობენ. სამაგიეროდ წარსული ვერსად დაგვემალება, წარსული მუდამ ჩვენს ხელთაა დატოვებული ნაკვალევის წყალობით. ვერავინ დაადგამს ფეხს ამ დალოცვილ მიწაზე, რაღაც კვალი რომ არ დაამჩნიოს. ცოტა მხედველობის დაძაბვა, ცოტა წარმოსახვის უნარი და აჰა, მე უკვე ვხედავ მას: ძალიან ღონიერი და მოქნილია. ორ ფეხზე დგას წელში ლაღად გაშლილი, უზადოთ განვითარებული ლამაზი სხეულით. თავისივე გაკეთებული უბრალო ნაჯახი ჩაუბღუჯავს. ამ იარაღით ნადირობს ტყეში, მერე შემწვარ ნანადირევს მიირთმევს: ძილით გამოქვაბულში იძინებს, მხეცებმა რომ არ დაგლიჯონ. ტყე მისი სამოქმედო ასპარეზია. გამოქვაბული - საცხოვრებელი ბინა.

      ტყეში, მის გარდა, ბევრნაირი ცოცხალი არსება ცხოვრობს, მაგრამ ის მათზე ბევრად უფრო ჭკვიანი და მოხერხებულია. ეს გამოიხატება არა მარტო იმით, რომ იგი ნადირობს მათზე და არა პირიქით, ანდა უმი ხორცის ჭამა რომ აღარ სიამოვნებს და მწვადების ჭამას დაეჩვია... მან გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ მიატოვოს გამოქვაბული. გამოქვაბულში ცხოვრება მისთვის უკვე შეუფერებელია, ამას კარგად გრძნობს სხეულზე არანაკლებად განვითარებული ალღოთი, ამიტომაც საცხოვრებლად ახალი განცალკევებული ბინა აიშენა. ეს ბინა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ოთახისაგან შედგება, სამაგიეროდ მყუდროა და მოხერხებული. ისიც კი მოიფიქრა, რომ მზის მხარეს მიქცეულ კედელში საკმაოდ ფართო სარკმელი დაეტოვებინა, რათა ოთახში მზის სინათლე შემოსულიყო.

      როცა საქმიანობას მორჩა და სარკმელთან დასასვენებლად ჩამოჯდა, თავისივე ხელით გაკეთებულ ტაბურეტზე, მთელი სამყარო ჩარჩოთი შემოსაზღვრული დაინახა. ჩარჩოს საშუალებით ყველაფერი თითქოს უფრო კარგად, უფრო ნათლად გამოჩნდა. თავს იწონებდნენ შრიალა, მწვანე ხეები და თითქოს ჯიბრში ედგნენ ერთმანეთს, რათა არცერთი დარჩენილიყო სარკმლის ნაპირებს მიღმა. - ცოტა მოშორებით, ერთ მხარეს ზღვის ლურჯი ზოლი ლივლივებდა, მეორე მხარეს მთათა მწვერვალები მიუყვებოდნენ ჰორიზონტს.

      ახალმა ბინამ და გონებამახვილურად მოფიქრებულმა სარკმელმა მისი ცხოვრება ბევრად უფრო სასიამოვნო და შინაარსიანი გახადა. განცხრომით ისვენებდა თავისთვის მყუდროდ მოკალათებული, ტკბებოდა სარკმლიდან დანახული სამყაროს სილამაზით და თან ტყის სხვა ბინადრებს დასცინოდა, რომელთაც მოხერხებული ბინის ასაშენებლად ჭკუა არ ყოფნიდათ, სამყაროს სილამაზის შეცნობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო... დიახ, მას სარკმელმა სამყაროს დიდი სილამაზე დაანახა, მასაც აღმოაჩნდა უნარი, ეს სილამაზე შეეცნო და დაეფასებინა. როცა ტყეში ნადირობას მორჩებოდა და თავის ბინას მიაკითხავდა დასასვენებლად, სულ სარკმლისკენ ჰქონდა თვალები. მის წინ გადაშლილი მშვენიერი ხედის ყურებით ვეღარ ძღებოდა.

      დროთა განმავლობაში ისიც შეამჩნია, რომ ოთახის დანარჩენ კედლებს მეტად მოსაწყენი იერი ედოთ. მათი გალამაზების აუცილებლობაზე დაიწყო ფიქრი და ერთ მზიან დღეს, როცა სარკმლიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა მოპირდაპირე კედელზე ოქროსფრად განათებული ადგილი გამოჰკვეთა, ფიქრიდან მოქმედებაზე გადავიდა: აიღო ნახშირი და იმ კედელზე ზუსტად სარკმლის ტოლა ჩარჩო შემოხაზა. მასში ისეთივე ხედი ჩახატა, მისი ბინის სარკმლიდან რომ იშლებოდა. თავისი ნამუშევრით მეტად კმაყოფილი დარჩა. ადრეც ხშირად ხატავდა ხოლმე, ან შუაცეცხლის შუქით განათებული გამოქვაბულის კედელზე, ხან მზის სხივებით აფერადებულ კლდეზე, ან მდინარის ნაპირას ქვიშაზე, მაგრამ იმ ნახატებს რაღაც აკლდათ. არ იყვნენ ჩარჩოთი შემოსაზღვრულნი. ეს ნახატი მის თვალში მათზე ბევრად მაღლა იდგა ჩარჩოს წყალობით. სარკმელში აღარც კი იხედებოდა, თავისი ნამუშევრის ცქერა უფრო სასიამოვნო იყო მისთვის.

      არც ისე დიდი ხნის შემდეგ თავის ნახატს კიდევ ერთი ახალი ნახატი მიუმატა.

      თავდაპირველად ისევ ჩარჩო შემოხაზა კედელზე და მასში მის მიერვე მოკლული ირემი დახატა. დახატა ცოცხალივით, ყელმოღერებული და მშვენიერი.

      ამის შემდეგ უსაქმოდ აღარ მჯდარა, მუდამ რაღაც ჰქონდა დასახატი. ხან ახლადგაფურჩქვნილი ყვავილები მოუვიდოდა თვალში, ხან მზის სხივებით მოვარაყებული ღრუბლები, ხან ზღვის აქოჩრილი ტალღები... ახლა უკვე ოთახის ყველა კედელი იწონებდა თავს მშვენიერი ნახატებით, მთელი სამყაროს სილამაზემ აქ მოიყარა თავი. ისიც ძალიან ამაყობდა თავისი საქმიანობით, ხარობდა მათი შემყრუე, თანშეუჩერებლად ხატავდა და ხატავდა. ტყე უხვად სთავაზობდა დასახატად სულ ახალ და ახალ ნიმუშებს.

      და აი, დადგა დრო, როცა მან ადგილი ვეღარ იპოვა, რათა რაიმე დაეხატა. კედლები სულ მთლად დაფარულიყვნენ ნახატებით. მაგრამ ის, როგორც აღვნიშნეთ, მეტად მოხერხებული იყო და იპოვა გამოსავალი: ხის ტოტებისგან დაამზადა სარკმლის ტოლა ჩარჩო, მასზე ნადირის ტყავი გადაჭიმა და ხატვას შეუდგა. ყველაზე საუკეთესო გამოვიდა, რაც კი ოდესმე დაეხატა. ხის ჩარჩოზე გადაჭიმულ უბრალო ტყავზე რაღაც სასწაულებრივად აირეკლა ყველაფერი მშვენიერი, რაც კი ადამიანის თვალს შეეძლო შეემჩნია სამყაროში: ცის სალუქი გამჭვირვალება და თვალჩაუღწევი უფსკრულის სიღრმე, ფრთამალი ნიავის სიმსუბუქე და მზის ოქროსფერი შარავანდედის სიდიადე... მას უდიდესი სიხარული მოჰგვარა ბოლოდროინდელი ნახატის სრულყოფილების უტყუარმა შეგრძნებამ. და რადგანაც კედლებზე ადგილი აღარ იყო დარჩენილი, თავისი შედევრი სარკმელზე მიაკიდა.

      მაშინვე დაბნელდა ოთახში. აღარც ბოლოდროინდელი შედევრი ჩანდა, აღარც ადრინდელი ნახატები.

      ჩამოიღო ნახატი სარკმლიდან... ისევ განათდა ოთახი.

      თვალი მოავლო ოთახის კედლებს, იქნებ რომელიმე ნახატი გაემეტებინა და მასზე მიეკიდებინა თავისი შედევრი. ბევრი ათვალიერა საგონებელში ჩავარდნილმა, მაგრამ ვეღარცერთი გაიმეტა დასაფარავად. უნდოდა ყველა მათგანი თვალწინ ჰქონოდა მუდამ.

      დაფიქრდა, მაგრამ აქ ძალიან გაუჭირდა რაიმე მოესაზრებინა მისი დიდი მოხერხებულობისა და გონებაგახსნილობის მიუხედავად.

      სარკმელთან უმწეოდ მდგარმა კითხვის თვალით შეხედა მოშრიალე მწვანე ხეებს, ლურჯად მოლიცლიცე ზღვას, მთის მაღალ მწვერვალებს, თითქოს რჩევას მათგან ელისო. ამაოდ... ირგვლივ ყველაფერი, ცაც და მიწაც შეთქმულებივით დუმდნენ.

      აქ უკვე იწურება ჩემი შესაძლებლობის ზღვარი. მე შემიძლია მისი დანახვა. მისი ნაკვალევი მაძლევს ამის საშუალებას. ვხედავ, თუ როგორი დაბნეუი სახით დგას სარკმლის წინ თავისი სწორუპოვარი შედევრით ხელში. ვხედავ, მაგრამ არ შემიძლია ხმა მივაწვდინო, რათა რაიმე ვურჩიო. რომ შემეძლოს, მეორე სარკმლის გაკეთებას მაინც ვურჩევდი იმ ოთახში, თუნდაც რომელიმე ქმნილების ხარჯზე.

ნახვა: 728

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, მომავალი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters