დღეს ყველა ელოდა ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის დასასრულს, სწორედ 24:00-ზე უნდა დასრულებული აღნიშნული, მაგრამ კვირის ბოლომდე გაახანგრძლივა მთავრობამ. სწორედ, ეს საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები და ეკომონიკა იყო დღის მთავარი ამბავი. ასევე გუშინდელი მკვლელობა და ცხადია, კორონას გამოხმაურებები. ბოლო დროის ტრადიციად ქცეული ინფიცირებულთა რიცხვები ასეთია. დადასტურებული შემთხვევა - 408, გამოჯანმრთელებული - 97, გარდაცვლილი - 4. მთელი მსოფლიოს კოვიდ სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 2 536 673, გამოჯანმრთელებული - 686 212, გარდაცვლილი - 175 759.
კორონასთან ბრძოლა, ძალის წარმოჩენა, კომენტირება, გამოპასუხება და მისთანანი ქართულ სივრცეში - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა, ორი კი - გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია - ჩვენთან კორონავირუსით დადასტურებული 44 პაციენტი წევს, მათგან 2 პაციენტი პრობლემურია - მათი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ პროგნოზირება მაინც შეუძლებელია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 პირი, ფოთის ტირ - პარკში კი ტრაილერის 72 მძღოლი იმყოფება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მარნეულის მერი - ბოლო 4 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსზე აღებული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ლევან რატიანი - კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი - რეანიმაციაში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ექვსის - სტაბილურად მძიმე. ქუთაისში კორონავირუსზე შემოწმებული 50 ექიმის ტესტის პასუხი უარყოფითია. ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელოდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს აქვს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არც ერთს არ სჭირდება. ქვეყანაში ამ დაავადების მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა. კარგი პროგნოზით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი შეიძლება შემოდგომაზე გვქონდეს - ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელიწადში იქნება, ბედნიერები ვიქნებით. აჭარაში 73 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კიდევ ერთი წელი არ იქნება. თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში COVID19-ის მკურნალობის პროტოკოლი ძალიან ეფექტურად მოქმედებს და ამის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობაა ავადმყოფებისა და გარდაცვალების შემთხვევების. დარწმუნებული ვარ, ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო. ამირან გამყრელიძე - ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანამ გაატარა იანვრიდან დღემდე იყო ძალიან დროული და ყოველთვის იძლეოდა შედეგს. ლევან რატიანი - მინდა ვუთხრა ყველას - მოკლეენიანებს, გრძელენიანებს - არ არის ქილიკის დრო, თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, შეუძლიათ მობრძანდნენ და სასიკვდილო სივრცეში ჩვენთან ერთად იმუშაონ. ამირან გამყრელიძე - ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან წინ აუცილებლად გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ყოველდღიურად იყოს რამდენიმე ათეული, ან ასეული, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჯანდაცვის სისტემას. აპრილის ბოლო და მაისის პირველ კვირებში მოსალოდნელია ინფექციის შემთხვევების ზრდა, ამიტომ, მთავარი სლოგანი, დავრჩეთ სახლში, ძალაშია. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს პრეპარატ „პლაქვენილს“ უსიმპტომო, ჯანმრთელ პაციენტებზე და საპროფილაქტიკოდ იყენებენ. არავინ იხსნის პარაშუტს ვარდნის სიჩქარის შემცირებისთანავე, პარაშუტი უნდა მოვიხსნათ, როცა უკვე მიწაზე დავეშვებით. სახელმწიფოს შეუძლია, კორონავირუსით ინფიცირებული 1 200-დან 1600-მდე მოქალაქე სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს - ამ რაოდენობის მიღწევის შემდეგ, მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით და დროულ ღონისძიებებს.
ბრმა ტყვია თუ განზრახ მკვლელობა - გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი - რამდენჯერაც დალევდა, ასე „გულაობდა“ პოლიციელი - ამბობენ, გასროლა ავტომატის ჯერს უფრო ჰგავდა, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. დადგინდა, რომ გასროლა "ვიკინგ"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა. პროკურატურამ პოლიციელს, რომლის მიერ უმისამართო გასროლილ ტყვიასაც ქალი ემსხვერპლა, ბრალი უფრო მძიმე მუხლით გადაუკვალიფიცირა და ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. აღნიშნული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული პოლიციელის ადვოკატი - ბრალს არ ვეთანხმებით.
საზოგადოებრივი თვითშეგნება - ხელისუფლების მიერ დაწესებულ კომუნალურ შეღავათებზე მარტის თვეში უარი 3 534-მა ადამიანმა განაცხადა.
განკითხვის პრობლემა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები - განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი.
სამშობლოს მზრუნელობა - საგარეო უწყება - 21 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 10 058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7068.
სტატისტიკა - „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, სამი თვის განმავლობაში საქონლის ექსპორტი 5.9%-ით, იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა. “საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოდან 539.5 მლნ დოლარის ღირებულების ადგილობრივი საქონლის ექსპორტი განხორციელდა. „საქსტატი“ - მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება - გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არ დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ ხელისუფლება კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას არ წარადგენს. „ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვს. ანა ნაცვლიშვილი - სანამ ხელისუფლება გაწეული საქმიანობის ეფექტურობასა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ ანგარიშს არ წარმოადგენს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება მიუღებლად მიგვაჩნია. გია ვოლსკი - საგანგებო მდგომარეობაზე მთავრობის გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს, განპირობებულია იმ რეკომენდაციებით, რაც ექსპერტებსა და სპეციალისტებს აქვთ. ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების გეგმას 24 აპრილს წარადგენს. მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა. 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენა მოხდება. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების ბრძანება გამოსცა. პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამოავლინა. პრეზიდენტი - ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა, ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს - კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებითა და იმედით, რომ ამით ხვალინდელ დღეს ვიცავთ. მჯერა, რომ გონივრული, თანმიმდევრული ნაბიჯებით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება გაცილებით უკეთესი იქნება.
ხელოვანთან გამოთხოვება - რეზო ესაძე - ილია მეორე - ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე.
ლავროვი ქართულ პოლიტიკაში - სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზოგჯერ აგრესიულია. გრიგოლ გეგელია - ლავროვის შემოთავაზება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ წარმოადგენს სრულიად ცინიკურ მოსაზრებას. დავით ზალკალიანი - სავაჭრო ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში. გია ვოლსკი ლავროვის განცხადებაზე - ოკუპაციის რეჟიმი უნდა მოიხსნას, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. სერგეი ლავროვი - იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებთ ავიამიმოსვლის პრობლემის მოგვარებას - მთავარია, თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს. დავით ზალკალიანი - საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.
საზღვარგარეთულები:
#WorldWideCovid19: ჯანმო-ს დირექტორი - გლობალური სოლიდარობის გარეშე, დაგვიჯერეთ, ყველაზე უარესი წინ იქნება. ჩინეთში უკვე მესამე დღეა კორონავირუსისგან არავინ დაღუპულა. გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ, წევრი ქვეყნების მიერ მის თანაბარ და დროულ წვდომას ითვალისწინებს. სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა - ინფიცირებულთა რაოდენობა 52 763-მდე გაიზარდა. ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 430 ადამიანი გარდაიცვალა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ჩინეთში თავისუფალი მედია რომ ყოფილიყო, პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 828 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში ბოლო კვირის მანძილზე კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი შემცირებულია. აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 531 ადამიანი გარდაიცვალა. იტალია შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყებს.
ტრამპის შედეგიანობა - დონალდ ტრამპი - მთელი ცხოვრება რეიტინგებში საუკეთესო შედეგები მქონდა - მინდა, გვერდი ავუარო ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიას და ხალხს ვესაუბრო.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია