სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო. ასევე გიორგი რურუას დამანშავეობაც. ცხადია ქართველი ექიმის ტყვეობა ქვეყნი ერთ-ერთი N1 პრობლემაა. პრობლემებია უმრავლესობის შიდა გარკვევა-გაურკვევლობაში.
აქცივისტების თუ აქტივისტები სასამართლო - 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დიმიტრი ბიძინაშვილი - ვაჩვენებ ბიძინა ივანიშვილს, რომ ვერავის შეაშინებს. 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულების ადვოკატი - მოსამართლემ ვერაფრით შეძლო დღეს გადაწყვეტილების გამოტანა და იძულებული გახდა, საქმე გადაედო. გიორგი კახიანი - არ ვურჩევდი ოპოზიციას პიკეტირებას, რადგან ეს მათთვისაც არ იქნება მომგებიანი. გიორგი ვაშაძე - ჩვენ თამაში შევცვალეთ! თამარ კორძაია - გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის მთელი კასკადი, დღეს ვნახავთ, რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო. „ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ აქციის დაშლისას დაკავებულების წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემას სისტემა რიგით პოლიციელებს აიძულებს. გიგა მაქარაშვილი - არ არის გამორიცხული, ისევ დაგვაკაონ, თუმცა ამით კიდევ უფრო აწევენ დუღილის ტემპერატურას. კახა კალაძის განცხადებით, თუ პარლამენტის ბლოკირება მოხდება, შესაბამისი სამსახურების მიერ რეაგირება იქნება. დავით ბერძენიშვილი - ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი. აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესზე მოსამართლეს „ივანიშვილის მონა“ უწოდეს, რის გამოც რამდენიმე პირი დარბაზიდან გააძევეს. თამარ ჩუგოშვილი - კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არაა - პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმუშაონ, რომ საჭირო არ იყოს მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება. ელენე ხოშტარია - გუშინდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე აქტივისტების წვალებით და კანონდარღვევით იყო დაკავებული. გიორგი ვაშაძე - ორშაბათამდე "ქართულ ოცნებაზე" დადებულ ძალიან ბევრ ბოქლომს ნახავთ. მოსამართლემ აქციის დაშლისას დაკავებულები ირაკლი ნადირაძე და დიმიტრი ბიძინაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ანა ნაცვლიშვილი - 21-ე საუკუნეში ახალგაზრდები 1984 წელს მიღებული საბჭოთა კანონით სამართლდებიან. ოპოზიციონერმა ლიდერებმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. გიგა მაქარაშვილი მოსამართლეს - ძალიან მწყინს, რომ ჩემი ქვეყნის მოსამართლეს ასე უდიერად ექცევა შსს - მზად ვარ, პირადად დავიცვა თქვენი უფლებები. გიგი უგულავა - ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით-პროკურატურა გვამებით მოვაჭრეთა კავშირს დაემსგავსა. გია ვოლსკი - „გერმანული მოდელი“ საქართველოს რეალობაში არის ის, რითაც უპირატესობის მქონე პარტიას შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი ბექა ბასილაიას - არც არავის მითითებებს ვემორჩილები და არც არასდროს დავმორჩილებივარ. მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ადვოკატი დარბაზიდან გააძევა.
მმართველობა შიგნით - ნუკრი ქანთარია - ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეთ და მაჟორიტარებს სთხოვა - ნუ გააკეთებთ ასეთ რამეს. გიორგი კახიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილება. თამარ ჩუგოშვილი - გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ არანაირი პარტიის შექმნაზე არ ვფიქრობთ. ერთადერთი, ვისთანაც ფრაქციის შექმნაზე მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც უმრავლესობა კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს. პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა გაიმართა. მაჟორიტარი დეპუტატები, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამის პროცედურებს იწყებენ. კახა ოქრიაშვილი არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების თაობაზე ინიციატივას მხარს არ უჭერს. გიორგი კახიანი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივის რეგისტრაციისთვის არის აუცილებელი. ზვიად ძიძიგური - ოპოზიციას მორალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ 6 თვის განმავლობაში ჰპირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე
ბაბილოვის ეკალი - ანატოლი ბიბილოვი - წნელისში განთავსებული ქართული საგუშაგო არის ეკალი, რომელიც მთელს რესპუბლიკას ტკივილს აყენებს.
ოკუპაციაში ტყვეობა - დავით ზალკალიანი - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს ვთხოვე, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით ყველა საშუალება გამოიყენონ. კახა კალაძე - ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. აკაკი ზოიძე - მზად ვარ, ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი. დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ნატო-სა და გაერო-ს გენმდივნის მოადგილეებს ესაუბრა. „რადიო თავისუფლება“ - ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.
კალაძის თბილისი - კახა კალაძე - „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან ვგეგმავთ შეხვედრას და წარმოგიდგენთ პროექტებს, რომელიც უნდა დამთავრდეს. კახა კალაძემ კანდელაკის ქუჩაზე განთავსებულ მილებზე უკანონო დაერთების საკითხის შესწავლა საკუთარ მოადგილეს დაავალა. თბილისში A კატეგორიის 13 ათასზე მეტი ტაქსია რეგისტრირებული, მეორე ეტაპზე კი ქიმწმენდის 500-მდე ვაუჩერი გაიცა. კახა კალაძე - ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
სანდო ინფოს წყაროები - დავით ქაცარავა - სანდო წყაროებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების დაპატიმრება იგეგმება
გალობის საჩუქარი - პრინსტონის უნივერსიტეტს საჩუქრად ქართული გალობის ანთოლოგია გადასცეს.
დიპლომატიური სირცხვილი - ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს ყოფილი ელჩის, ხათუნა სალუქვაძის ბინის ქირის დავალიანება ზიანს აყენებს დიპლომატთა რეპუტაციას.
რეფინანსირება ვალუტის პრობლემაზედ - კობა გვენეტაძე - რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა. მონეტარული პოლიტიკა ადრე რომ გაგვემკაცრებინა, ამას შეიძლება ეკონომიკური ზრდის შემცირება მოჰყოლოდა. ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია იქნას დათრგუნული და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს.
საზღვარგარეთულები:
უკრაინული სამართალი სააკაშვილზე - უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო.
ისრაელის საომარი ამბები - ისრაელის თავდაცვის მინისტრი - რვაფეხა ირანს ყველგან გავანადგურებთ - ვინც ისრაელის მიმართულებით დღისით შეტევას განახორციელებს, ღამით ვეღარ დაიძინებს. ისრაელმა სირიაში საპასუხო საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
რუსეთის გაკვირვება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - გაკვირვებული ვართ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარით ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო განახლების შესახებ
ევროკავშირნიუსი - ევროკავშირში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მიგრანტების „დაკარგული თაობის“ შექმნის საშიშროების წინაშე დგანან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - თუ ევროკავშირი მეზობელ ქვეყნებს რეალურ პერსპექტივას არ შესთავაზებს, ამას სხვები - რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი გააკეთებენ.
მკვლელობა გერმანიაში - ბერლინში გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი მოკლეს - 59 წლის ფრიც ფონ ვაიცეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ბერლინის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ლექციას ატარებდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია