სამუშაო კვირა განსრულდა. და გვიწევს კვირის ბოლო ამბების შეგროვება და გადმოცემა. საერთო ჯამში, კვირის მთავარი მოვლენები ისევ ცინიდი, კონსტიტუცია და მერობის კანდიდატები იყვნენ. ასევე, აქტიური სამუშაო თვეებიც მიილია დღეს და გავავიკითხოთ, რა ხდებდა ზაფხულის პირველი თვის ბოლო დღეს:
ხდებოდა ის, რომ ევროკომისია და ვენეციის დასკვნები თუ რეკომენდაციები გვიტენევ ან ჩვენ ვუტევთ, მოკლედ, კიდევ ერთი დღე უნდა შეგაწუხოთ ვენეციის კომისიის დასკვნების თუ შეფასებების კითხვით - ჯანი ბუკიკიო - მე დავტოვებ საქართველოს და თქვენ, ქართველებმა უნდა მოძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილება, რათა მიიღოთ კარგი ახალი კონსტიტუცია. საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია. ფიქრია ჩიხრაძე - ჯანი ბუკიკიოს არადიპლომატიურად მკაცრი შეფასებები სწორედ გაუგებარ საკონსტიტუციო პროცესს ეხმიანებოდა. მამუკა მდინარაძე - როდესაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ყველა პოლიტიკურ ძალას კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, ოპოზიციური პარტიები ითხოვენ საკონსტიტუციო რეფორმის ჩაშლას. გიორგი კახიანი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზე კონსენსუსი ოპოზიციის მხრიდან არ არსებობს. ვახტანგ ხმალაძე - საკონსტიტუციო რეფორმაზე კონსენსუსის გარეშე „დაიწყება სვლა დესტაბილიზაციისკენ“. კახაბერ ოქრიაშვილი - 2016 წელს მაჟორიტარებმა ჯამში მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ კონსენსუსის მთავარ მხარეს. კახა კალაძე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გაგრძელდება როგორც კომისიასთან თანამშრომლობა, ისე - პოლიტიკური დიალოგი. გიორგი მოსიძე - ჩვენ ჩვენი რეალობა და გამოწვევები გვაქვს და კონსტიტუციის არსებული ვერსია საუკეთესოდ მიესადაგება ამ ამოცანებს. ჯანი ბუკიკიო დღეს არასამთავრობო სექტორს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილი - უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მოძებნილიყო პოლიტიკური კონსენსუსის ნიადაგი. პრემიერი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრალდებებს ვისმენთ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას. გიორგი კვირიკაშვილი - მე გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობაც და პოლიტიკური დიალოგიც. ჯანი ბუკიკიო - დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ჩემი აზრით, არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის - ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. ჯანი ბუკიკიო - პარტიისთვის, რომელმაც არჩევნები არსებული სისტემით მოიგო, საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა სარისკოა. ჯანი ბუკიკიო - მთავრობამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ბევრი გააკეთა. მიხეილ ბენიძე - ჯანი ბუკიკიომ მკაფიოდ გააკეთა შეფასება, რომ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციის მიღება, სრულიად მიუღებელია. ირაკლი აბესაძე - ღიმილის მომგვრელია ის, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს. მამუკა მდინარაძე - არასასიამოვნოა, თუმცა რამდენიმე დეპუტატის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების გამო აჟიოტაჟის ატეხა უსაფუძვლოა. მამუკა მდინარაძე - ჯანი ბუკიკიოს პასუხია, რომ კომპრომისზე უნდა იზრუნოს ყველამ. სერგი კაპანაძე - ყველასთან კონსულტაციების გარეშე ორი მოსმენით მიიღო კონსტიტუცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმეა ამ ჩიხიდან გამოსვლა. რომან გოცირიძე - უნდა მივიღოთ კანონი „ტყუილის მთქმელთა დასჯის შესახებ“. ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს პარლამენტის სხდომაზე კუპონები მიუტანა. უჩა ნანუაშვილი - თუ კონსტიტუციაზე მუშაობა გაგრძელდება, სახალხო დამცველი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება. გია ვოლსკი - ბუკიკიოს ეგონა უფრო სწრაფად მივაღწევდით კონსენსუსს, მაგრამ როცა დაინახა, რომ ეს ძნელია, საჭიროდ ჩათვალა პოზიტიურად შეეფასებინა ის, რაც დღემდე გაკეთდა. ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც არ უნდა შევცვალოთ, პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს - ეს მისი გაცხადებული ნებაა. ასეც და ისეც, დღეს, პარლამენტში, საზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა და დაგვასვენებენ აწი.
შეიძლება ერთგვარი შემაჯამებელი განცხადება/ სიტყვით მიმართვა ვუწოდოთ, მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) წერილს ეპარქიის სამწყსოსადმი, სადაც მეუფე ანდრია მიმოიხილავს ეკლესიის თანამედროვე ყოფას, არსებულ პრობლემებს, მასმედიის ჩართულობას ამ საქმეში და გიორგი მამალაძი საკითხსაც. სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ აქ: მეუფე ანდრიას სიტყვა;
ქულიანი მოწმობების ამბავი ინტერნეტში სქრინშოტებით გავრცელდა. სიახლე კი ისაა, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები განისაზღვრა. ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე. ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. იხილეთ: ქულების კლების ცხრილი;
ორი დღეა აღფრთოვანება არ წყდება საინფორმაციო სივრცეში - საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი - მაიკ პენსის ვიზიტი არის საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულება. ელენე ხოშტარია მაიკ პენსის ვიზიტზე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის ჩვენი მეგობარი ჩამოდის. მიხეილ ჯანელიძე - მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი.
რუსეთიც აგზავნის თავის წარმომადგენელს ჩვენთან, რაც შეფასებების მიზეზი გახდა - ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა და ოფიციალურ საკითხებზე არ უსაუბრია. მიხეილ ჯანელიძე - პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ევროპაში 37000 ქართველი გავიდა. მიხეილ ჯანელიძე - ძალიან მცირეა შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეებს უარი ეთქვათ ევროკავშირის შენგენის ზონაში შესვლაზე. საქსტატი - მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი შეადგინა.
თითქმის კარგი ნიუსია ის, რომ საქართველო შესაძლოა, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე კიდევ ერთი წლის განმავლობაში იყოს.
საზღვარგარეთულები:
ვენესუელა ისევ უნდა მოვახვედრო ნიუსებში - პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ვენესუელის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დახმარება გაუწიონ სამართალდამცავებს ოსკარ პერესის დაკავებაში.
ჩვენი ორი დიდი ძმა თუ მტერი თუ როგორც არის, ვინ როგორც ფიქრობს - სერგეი ლავროვი - რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სიცხადე უნდა შეიტანოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია