მართალია უკვე კვირაზე მეტია მზე არ გვინახავს, მაგრამ კარგი ამბავი გამოჩნდა სინოპტიკოსებიდან - 25 აპრილიდან საქართველოში გამოიდარებს. იქამდე, დღის მთავარ ამბად უქმეებზე მომხდარი არეულობა იყო - გუშინ, პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და საპასუხოდ, ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებში მოყვნენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 აპრილი, 2019/

      პანკისის არეულობა - გუშინ, პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ამ დაპირისპირების მიზეზი პანკისის ხეობაში მცირე ზომის ჰესის მშენებლობაა. პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ავტომანქანები. პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა სამშენებლო ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს, ისინი ასევე ცდილობდნენ შსს-ს მანქანების განადგურებას. გიგი უგულავა - პანკისში ივანიშვილმა გეგმაზომიერად გააკეთა ყველაფერი, რომ მთავრობა აღარ ყოფილიყო ფაქტორი - არც მორალური და არც უსაფრთხოების კუთხით. გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა - გიორგი გახარია პანკისელებს - ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჰესის გულისთვის, ფორმაში ადამიანებს ქვები უნდა ესროლოთ?! აგერ მოვედი და ვილაპარაკოთ. მალხაზ მაჩალიკაშვილი - პოლიციას არ დავუკავებივარ, მთხოვეს, სიტუაცია დამესტაბილურებინა ისე, როგორც შემეძლო. გიორგი გახარია - მოვერევით ყველაფერს, ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა. პრეზიდენტი პანკისის მოვლენებზე - მზად ვარ, ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იყოს როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი პანკისის ხეობაში ადგილობრივებს შეხვდნენ. გრიგოლ ვაშაძე პანკისის მოვლენებზე - ვთხოვთ ორივე მხარეს, დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. გიგა ბოკერია - დამოკიდებულება, რომელიც პანკისში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით შს მინისტრის მხრიდან ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება. ირაკლი ქადაგიშვილი - არ არსებობს დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ პანკისის ხეობას ჰესის მშენებლობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს. შსს - პანკისში შექმნილი ვითარების შედეგად სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დავით უსუფაშვილი - პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგეტიკული პოტენციალი. შსს პანკისის მოვლენებზე - პოლიცია იძულებული გახდა, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დასაშვები სპეციალური საშუალებები. გიორგი ჩიქოვანი - „ხადორი 3“ არის მცირე ჰესი და მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო. შსს პანკისის მოვლენებზე - მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. გიორგი გახარია პანკისელებს - რაც დღეს მოხდა, ჩვენს ძმობას არ შეეფერება, ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ამის მერე გავარკვიოთ, სად შეგვეშალა. შს მინისტრი - შევთანხმდით, რომ პანკისში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა ექნება. გიორგი გახარია - ჩვენ ისეთ შეთანხმებებს მივაღწიეთ, რომლებიც პანკისის ხეობას სარგებელს მოუტანს. გიორგი გახარია - შსს-ს ქვედანაყოფები პანკისის ხეობას დატოვებენ. მე აქ ამოვედი იმიტომ, რომ ფორმიან ადამიანს ქვები ესროლეს და ყველა, ვინც პოლიციაზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. სოზარ სუბარი - პანკისის ხეობის სიღრმეში დაწყებული ერთი ჰესის მშენებლობა გაგრძელდება, სოფელთან ახლოს მდებარე ჰესის მშენებლობაზე კი, მოსახლეობსთან მოლაპარაკებები გაიმართება. დავით ბაქრაძე - პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილება წარმოადგენს სრულიად მავნებლურ, გაუაზრებელ და უგუნურ ნაბიჯს. უკვე საღამოს, სპეცდანიშნულების რაზმმა პანკისის ხეობა დატოვა. რევაზ არველაძე - პანკისის ხეობაში მშენებარე ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემი ობიექტია. გიორგი გახარია - მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მინდა მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის უხუცესებს. რამაზ საყვარელიძე - პანკისთან ურთიერთობებს პრევენციულად მოვლა უნდა და არა მარტო მწვავე მომენტებში ჩარევა, ამ მხრივ ხელისუფლებამ დაუდევრობა გამოიჩინა. გიორგი გახარია - პოლიციას ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს. სოზარ სუბარი - ის რაც ნახეთ, კანონის სერიოზული დარღვევა იყო და ეს დამრღვევს არ ეპატიება არსად, სადაც არ უნდა მოხდეს. გიორგი გახარია - დიდი კითხვის ნიშნებია, ვის ინტერესებში შედიოდა სიტუაციის ესკალაცია და რატომ - დეტალურად შევისწავლით ყველა კამერის ჩანაწერს. ქეთევან ციხელაშვილი - პანკისის ხეობაში მთავრობა არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ლევან დავითაშვილი - არიან ძალები, რომელთაც პანკისის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ დაუსაბუთებელი ინფორმაციით და ეს ატარებს ძალიან ცუდ ხასიათს. მაია ცქიტიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებსაც კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება. ლევან დავითაშვილი - პანკისში ჰესის მშენებლობაზე, ზოგიერთი ძალის მხრიდან მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიზანმიმართულად არასწორად იყო მიწოდებული. კახა კუჭავა პანკისის ხეობაში ჰესთან დაკავშირებით - კომიტეტი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რამდენად ხარისხიანადაა შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. სალომე სამადაშვილი - რაც პანკისში მოხდა, ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდის გამოხატულებაა. სოფო კილაძე - განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა პანკისის მოსახლეობის განწყობები გამოიყენეს. სალომე სამადაშვილი სოფო კილაძეს - თქვენ თქვენი განცხადებებით, დღეს ფსკერზე დახვედით. სოფელ ბირკიანში შეკრებილები - პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება. უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე - ვინც პანკისში ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, ახლა ისიც დუმს, რადგან საკითხი ასე დადგა: ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია. გია ვოლსკი - გიორგი გახარიასგან ყველა მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას, თუ ამ ინტერესის იქით წყლის ამღვრევა და პოლიტიკური დივიდენდის მიღება არ არის დაგეგმილი. „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის განცხადებით, მოსახლეობასთან გარე ძალები აქტიურად მუშაობენ, რათა ჰესები არ აშენდეს. გრიგოლ ლილუაშვილი - პანკისის ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები არ იყვნენ აღჭურვილი საიერიშო შეირაღებით - ისინი აღჭურვილი იყვნენ თავდაცვის შეიარაღებით. მალხაზ მაჩალიკაშვილი - დიახ, გუშინ მე დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან შემეშინდა, ამას პანკისის ხეობაში არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი - „ის, რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია 2, ეს სუს-ს აწყობს, სუს-ი ცდილობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუშინდელი ამბავი მე დავმალე და არ მივეცი საშუალება, რომ გაეშუქებინათ ჟურნალისტებს. მე ვამბობდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა დიახ, მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი. პანკისის ხეობისკენ მივდიოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ მთავრობამ არ განსაზღვრა, რომ ჩემი დაკავებით კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია“. გიორგი გახარია - პანკისში, დილის 08:00 საათზე, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იყო, მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. როდესაც ვამბობთ, რომ გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ. მამუკა ბახტაძე - ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა, რომ არასოდეს განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. მამუკა ბახტაძე პანკისის მოვლენებზე - აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ არის სრულიად მიუღებელი და ბუნებრივია, კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის ახალი პრეზიდენტი - უკრაინის არჩევნების განმეორებით ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. პეტრო პოროშენკო - მე ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ მივდივარ. მამუკა ბახტაძე ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას მოითხოვს. დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არსებობს. ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმერ ზელენსკის - უკრაინელებმა თქვენ ეს თანამდებობა ქვეყნის ისტორიის ურთულეს მომენტში განდეს. რამზან კადიროვი - წარმატებებს ვუსურვებ ზელენსკის უკრაინის აღორძინებაში, ასევე, რუსი და უკრაინელი ხალხის ერთიანობისკენ მიმართულ საქმეში.

      შრილანკას აფეთქება - შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 844

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters