ცხელი კვირაც მიილია და ინერნეტ პოსტები პარასკევის სიხარულს გვამცნობენ, მაგრამ ნიუსებში მთლად მასე მარტივადაც არაა საქმე.
კონსტიტუციას ხალხი წერს ან ხალხის არჩეულები წერენ, მაგრამ ზოგჯერ სხვა არჩეული დაწერილს იწუნებს, მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი - როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. გიორგი მარგველაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს. ანა დოლიძე - მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს და ხალხს ავუხსნათ, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავიზიარებთ შენიშვნებს თუ დავძლევთ ვეტოს. არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განვიხილავთ. ანა დოლიძე უმრავლესობას - მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით. ანა დოლიძე - ვინმეს აინტერესებს ეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის?!. დავით უსაფაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე - იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე. ნინო წილოსანი - პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე ვეტოს დადება ჩვეულებად იქცა, რაც ვეტოს ინსტიტუტის გაუფასურებას იწვევს. გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნება“ ხალხს არ ენდობა და სწორედ ამიტომ ართმევს რამდენიმე ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს. გრიგოლ ლილუაშვილი - თუ პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარია იმაზე, რომ მიღებული კანონპროექტით თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება, ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ლორა თორნტონი - საბოლოო ჯამში საქართველო არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული გამოცდილებით უახლოვდება. ანა დოლიძე - მნიშვნელოვანია, რომ იმ უარყოფით შედეგებს, რომელიც „თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას მოჰყვება, უმრავლესობის თითოეული წევრი გულისყურით დაუკვირდეს. მამუკა მდინარაძე - ჩვენი ოპონენტების ნაწილის მიერ ვენეციის კომისიისადმი მიმართვა სწორი პოლიტიკური სვლა არ არის.
დელეგატები ჩამოვიდნენ და უსაქმოდ ხომ არ იქნებიან - ამიტომ შეფასებები - NDI-ის დელეგაციის წევრი - კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, შესაძლოა პროცესებზე ნეგატიურად აისახოს. NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ და დაშინების მცდელობებმა. NDI-ის დელეგაციის წევრი - მთავარი საკითხი, რასაც შეხვედრებისას აღნიშნავდნენ, არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა. NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - გამოიკვეთა ორი პარალელური საქართველო - ერთი დანახულია „ქართული ოცნების“, მეორე კი ყველა სხვა მხარის მიერ. NDI-ს ანგარიში - საქართველოს აქვს უნარები და რესურსები, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს, ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო. NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა. NDI - პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, რაც გარკვეულწილად მედია საშუალებების მენეჯმენტში ცვლილებების გამო ხდება. NDI - კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ოპოზიციური ძალების, პრეზიდენტის, არასამთავრობოების და საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს. NDI - შეინიშნება ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს. NDI მთავრობას, პარლამენტს, პარტიებს, ცესკოს, სამართალდამცავებს, სასამართლოს, მედიას, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს. NDI - ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმის სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. NDI - ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმის სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. NDI - ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენება ყველა მთავრობის პირობებში უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენებოდა. NDI - სანამ დამნაშავეები დროულად არ დაისჯებიან, სამართლიანი პროცესის მიმართ ნდობა არ იარსებებს. NDI - ”ქართული ოცნების” გარდა, ყველა პარტიამ, ვისაც დელეგაცია შეხვდა, აღნიშნა, რომ თანხების მოძიება გაცილებით რთული გახდა. NDI - მხარეების უმრავლესობა, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ცესკო-ს პროფესიონალს და მიუკერძოებელს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ რამდენიმე საკითხი გასაუმჯობესებელია. NDI - ერთადერთი შესამჩნევი წინასაარჩევნო აქტივობები თბილისში მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში ყველაზე კონკურენტულ არჩევნებად მოიაზრება.
ოქროსთვის, მჭედელისთვის და მოსაწამლად განკუთვნილი ე.წ. ციანიდ საქმე - მეუფე პეტრე - პირველ რიგში, მინდა ვამხილო ის უსინდისო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები დახურულია. პროკურორი - მეუფე პეტრეს ვთხოვთ, რომ თუ რაიმე მტკიცებულება აქვს წარმოადგინოს. ბრალდების მხარე დეკანოზ გიორგი მამალაძის მეზობლების დაკითხვასაც გეგმავს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მეუფე პეტრეს საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე დაუსვეს კითხვები. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, სასამართლოში სოსო ოხანაშვილის დაკითხვას შეძლებენ. მეუფე პეტრე - კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა. მეუფე პეტრე სასამართლოს - შეხვედრამდე სამოთხეში. მეუფე პეტრე - დავადასტურე, რომ საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა ქალბატონის ხელში არსებული ძალაუფლებაა. მეუფე პეტრე - შორენა თეთრუაშვილს შეუძლია ცილისწამებებით ადამიანის არსებობასაც კი შეუშალოს ხელი. მეუფე პეტრე - ვერ წარმომიდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაშიც დაიბადა აზრი, რომ ვიღაცის ლიკვიდაცია მომხდარიყო. ჯარჯი წიკლაური - ე.წ. ციანიდის საქმით მეუფე პეტრეს დაინტერესება იქიდან გამომდინარეც ჩანს, რომ პირადად მან აუყვანა დეკანოზს ადვოკატი. გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილი „სკაიპით“ დაიკითხება. ადვოკატი - პროკურორების მხრიდან არაერთხელ იყო მცდელობა, რომ მეუფე პეტრე გამოეყვანათ წყობიდან. მიხეილ რამიშვილი - პროკურორმა რაც არ უნდა ისაუბროს, მე არავის ვემონები სხვებისგან განსხვავებით. პროკურორი - თუ ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, ნებისმიერი პირი მიეცემა პასუხისგებაში.
ოკუპანტები არ ისვენებენ - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ყარაფილასთან თხრილი გაავლეს. ქეთევან ციხელაშვილი - საოკუპაციო ხაზის ფორტიფიკაცია უკანონო ბარიკადებით არის პროცესი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წელია. ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია აბსოლუტურად ღია ფორმით მიმდინარეობს.
ყველი უნდა იყოს ყველი - სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი - თუ დამტკიცდა, რომ ყველის წარმოებაში ნედლეულად რძის ფხვნილია გამოყენებული, 400-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ჯერ არ ვიცი გავზრდით თუ შევამცირებთ, მაგრამ აუცილებლად შევცვლითო. ახლა, ვითომ შეამცირებენ? ილია ელოშვილი - გაზის ტარიფები აუცილებლად გადაიხედება, თუმცა ეს იქნება ზრდისკენ, თუ კლებისკენ, ამის თქმა ახლა შეუძლებელია.
ჯერ, წევრობას ვერ მოვითხოვთო - ნატალია საბანაძე - ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენების გამო, წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის ოპტიმალური სიტუაცია არ არის. ნატალია საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ევროკავშირი გააგრძელებს მონიტორინგს.
ახალი მარშრუტკები უნდა იყოსო - ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება და 2018 წლიდან პარკი უნდა განახლდეს. არადა, ძალიან მოთხოვნადია - ყვითელი მიკროავტობუსების მიერ წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, მეტროსა და ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების ჯამს უტოლდება. „თბილისის მიკროავტობუსი“ - მერიასთან ხელშეკრულებით, კომპანიას მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკის შეცვლის არანაირი ვალდებულება არ აქვს.
პოზიტიური დასკვნები და ანონსები - დიმიტრი ქუმსიშვილი - 6 თვის შედეგების მიხედვით წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. დიმიტრი ქუმსიშვილი - ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების თანახმად, მაისში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში. დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ონლაინ სისტემაში ჩაერთვება ყველა ტრანზაქცია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ახორციელებს. დიმიტრი ქუმსიშვილი - უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით შეზღუდვის შემოღებას არავინ აპირებს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ძალიან მალე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს. დიმიტრი ქუმსიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები.
მეორე ერთკაცა ბლოკი - საგარეო ურთიერთბები ჩვენი ქვეყნისაი - მიხეილ ჯანელიძე - საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია სტაბილურობა, კეთილდღეობა, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და ქვეყნის იმიჯის ამაღლება. ძალიან აქტიურია ეს კაცი ბოლო კვირაა და იყოს მისი სახელობის ბლოკი - მიხეილ ჯანელიძე - ყველა ვეტო და ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, უნდა იყოს არგუმენტირებული. მიხეილ ჯანელიძე - რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ ამოვიღოთ ოკუპანტის ქმედებებზე. მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მზადაა, გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის სახით ვაწყდებით.
მერი ალაპარაკდა! არა, გალაკტიონის მერი არა, თბილისის - დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" გახსნის თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერიამ "ელიავას ბაზრობის" მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა. დავით ნარმანია - კარგი ტემპით მივდივართ და პეკინის გამზირზე 10 სექტემბრამდე დავამთავრებთ სამუშაოებს. დავით ნარმანია - ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება. დავით ნარმანია - საბაგირო გზების განვითარება შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოხდეს.
ახლა მომავალ მერებსაც მივხედოთ - ზაალ უდუმაშვილი - ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რაც დადგება დღის წესრიგში, თბილისის იპოდრომის გამოსყიდვის ინიციატივა იქნება.
ფეისბუკით გაპიარებულ საქმეზეც უნდა დავწერო - გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს ბოდიში მოუხადა.
ნაპროკურორალი დირექტორი გამოჩნდა - ნიკა გვარამია - ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს, სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც ”რუსთავი 2”-ს სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა. ნიკა გვარამია - მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია და თანამშრომლები იღებენ ნახევარი ოდენობით ხელფასებს. მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, გვარამია ვერ გამოდის წარსულის გავლენებიდან და ვერ ეგუება მდგომარეობას, როდესაც მედია დამოუკიდებელია და მისი პარტია ვერ აკონტროლებს. შემოსავლების სამსახური - ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ეს საზღვარგარეთულია მაგრამ მსოფლიო ტკივილის მიზეზი გახდა, მათ შორის ქართველი ფანებისაც - Linkin Park-ის სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა ეს გუშინდელი #qwellynews-ია.
საზღვარგარეთულები:
თუმცა, არც მაინცდამაინც შორს, აქვე - ეგეოსის ზღვაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ზიანი მიადგა თურქეთში ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონებს. თურქეთში საქართველოს ელჩი - მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე შემოსული იყო ზარები, ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ.
ცუდი ნიუსები - იემენს, სამხრეთ სუდანს, ნიგერიასა და სომალის წელს შიმშილობა ემუქრება.
თურქეთმა გერმანია ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში დაადანაშაულა.
ჯონ მაკკეინი - რუსეთთან დათმობაზე წასვლა და სირიასთან დაკავშირებით სრულყოფილ პროგრამაზე უარის თქმა უპასუხისმგებლო ნაბიჯია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს მოუწოდა ყატარს ბლოკადა მოუხსნან.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია