არჩევნების მთავარი ამბავი ნარკოტესტი და ბანერებია. კანდიდატების დაფიპირისპირება ვირტუალურ რეალობაში გადადის. ახლოვდება არჩევნები და ყველა თემა მის გარშემო აქტუალურდება. დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და კოვიდიც გააქტუალურდა. ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ როგორც კალაძე ამბობს - არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. დღის ახალი სკანდალი - ხელისუფლება საპატრიარქოს უსმენს, უმაღლესი იერარქიიდან, რიგით სტიქაროსნებამდე, ყველას უსმენენ და აკომრომატებენო, ამბობს TV Pirveli. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1152 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი. გამოჯანმრთელდა - 4 351. გიორგი ღიბრაძე - პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება. დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ამირან გამყრელიძე - ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ გაუმჯობესებისკენ სტაბილურ სვლას - აცრების გაზრდა, რეგულაციების დაცვა მოგვცემს საშუალებას, თანდათანობით დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. სტუდენტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და ამ დროისთვის, სრულად ვაქცინირებულია სტუდენტების მხოლოდ 17%. შევისწავლეთ 332 სკოლა მაღალმთიან რეგიონებში, მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1,08% გვქონდა, რაც დაბალია და კარგია. მიღწევადია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა, მათ „უფრო მეტის ამბიცია აქვთ“. ვაქცინების ჩანაცვლების შემთხვევები გვაქვს - არავითარი პრობლემა არ შექმნია არც ერთ პირს, ვისაც სხვა ვაქცინა გაუკეთდა. კერძო და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია, 100% არსად არაა. ცავს, ბატონო, იცავს პირბადე, ამიტომ ვატაროთ, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე. პირებს, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, კონფერენციებსა თუ სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ.
საარჩევნო ამბები - გიგი უგულავას ინფორმაციით, ფოთში მისი საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს. გიორგი ტყემალაძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთად უნდა გადავწყვიტოთ. გიორგი გახარია - ნათია მეზვრიშვილი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, წარმატებული ადამიანი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა ყველა ეტაპზე. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა გლდანში ცხოვრობ თუ საბურთალოზე - ცხოვრების პირობები უნდა იყოს თანაბარი. კახა კალაძე - ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება. მინდა ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მოაწყონ შესაბამისი პლატფორმა, სადაც მერობის 16-ვე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა დებატებში მივიღო მონაწილეობა. გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ზოგიერთს ნარკოტესტის ჩაბარება შეეშინდა. კონსტანტინე ზარნაძე - ვერ ვხედავ, რომ ჩემს კონკურენტებს გლდანის რაიონის პრობლემები ოდნავ მაინც აინტერესებთ, ვფიქრობ, მათ სხვა გათვლები აქვთ. ზაალ უდუმაშვილი - მთელი არჩევნები სუს-მა გადაიბარა. „ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, რუსთავში, თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველ პარტიას ხმას 49.7% აძლევს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 33.6%. ანა ბიბილაშვილი - „ლელო“ აკეთებს იმას, რაც დღევანდელმა მერიამ ადამიანებს ვერ გაუკეთა, ივერთუბანს სჭირდება და უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ელიავას რეკონსტრუქცია ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანი არ დაზარალდეს და ქალაქის ეკოლოგიაც გაუმჯობესდეს. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებში მწარედ დამარცხდება. გიორგი ვაშაძე - ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა ვინ ჩამოვა თუ არ ჩამოვა ქვეყანაში, ან რა განცხადებებს გააკეთებს. გაცილებით დიდი პრიორიტეტები გვაქვს, ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარეობები, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ აბსოლუტურად სხვაგვარად იქნება ყველაფერი. გრიგოლ გეგელია - საარჩევნოდ ევროპარლამენტის დელეგაციაში 7 ევროპარლამენტარი იქნება. გიორგი გახარია - „ნაცებს“ მივცემ ხმას თუ „ოცნებას“ მნიშვნელობა არ აქვს - მეთოდები, რასაც „ოცნება“ იყენებს, ზუსტად იგივეა. ნიკა მელია - დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც არ უსმენენ - საარაკო სიგიჟე, ეს არის მორალური დაცემის მაგალითი - "ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს მარცხს. ზურაბ ჯაფარიძე - თუ ვერ აიღეს 40% და არ წავიდნენ ხელისუფლებიდან, ჩემი და ჩემ გარშემო ადამიანების ფიქრი, მხოლოდ იმაზე იქნება ფოკუსირებული, როგორ შევუშალოთ ხელი მავნებლებს, რომ ვერ გააგრძელონ მართვა. გიორგი გახარია - გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პროვოკაციაზე, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ - ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩავაბარებთ თმის ანალიზს. ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნებისგან“ პროვოკაცია მოსალოდნელია, მაგრამ გახარიას ადგილზე მე ტესტს ჩავაბარებდი, რომ არ იყოს სალაპარაკო. ზურაბ ჯაფარიძე გიორგი გახარიაზე - მიფრინავს, თმას იწიწკნის, რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია - არ მესმის ეს ქცევა. ნიკა მელია - მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ.
სტატისტიკა - „საქსტატის“ ინფორმაციით, მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობა თვეში 1 231.4 ათასით განისაზღვრა. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული. ნათია თურნავას ინფორმაციით, იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 22%-ით, ხოლო ექსპორტი 25.7%-ით გაიზარდა. ფინანსთა მინისტრი - ინფლაცია არის ეკონომიკურ ნაწილში, პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი.
„საიდუმლო მასალები?!“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ნინო ლომჯარია - ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. ფორმულა - სავარაუდოდ სუს-იდან საიდუმლო ფაილებმა გაჟონა. თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში უსმენენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. სახელმწიფო ინსპექტორი - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა. მამუკა მდინარაძე - ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე - „ნაცმოძრაობას“ ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. გია ვოლსკი - თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების, ეს იყო „ნაცმოძრაობა“ - ეს ფაილები გატანილია და არსებობს. ბადრი ჯაფარიძე - განცდა მაქვს, რომ ყველას გვისმენენ - თუ განცდების დონეზე ვისაუბრებთ, მე მაქვს ასეთი განცდა. სალომე სამადაშვილი - "ქართული ოცნება" უსმენს ყველას, ვისაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლია - საკუთარ თავს და საკუთარ სუს-ს ვერავინ გამოიძიებს. გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ყველას უსმენს საპატრიარქოსაც, ოპონენტებსაც და თანაგუნდელებსაც, ვინმეს თუ ეგონა, გამონაკლისი იყო, ეს ილუზიაც დამთავრდა. გიორგი გახარია - ყველაფერი, რაც დღეს ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტები როგორც სახელმწიფო, ასევე სასულიერო, დადგნენ რისკის ქვეშ. თამარ კორძაია - რაც ეკლესიასთან მიმართებით გამჟღავნდა, ესაა წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი - კოალიციური მთავრობის პირველი გადაწყვეტილება სუს-ის გაუქმება უნდა იყოს.
განათლება სპორტში - სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში ოქროს მედალს მოიპოვებენ, უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება თბილისის საგამოცდო ცენტრებში გრძელდება.
კეთილი ირაკლი 2 - ირაკლი კობახიძე - შეთანხმება ანულირებულია, შესაბამისად 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატების დანიშვნა ჩვენი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს თავის საქმეს, არავინ არავის არ აშინებს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ანგელა მერკელი - შემოდგომისა და ზამთრის გადასატანად კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, აიცრან. სომხეთში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 18 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 719 ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია