მთავრობა ნდობაგამოცხადებულია, სინოდის სხდომა მშვიდად ჩატარდა, თბილისი ღამეებისთვის ემზადება და ოკუპაცია გრძელდება

      მთავრობა დამტკიცდა და იმ კვირიდან უკვე შეძლებენ შეუდგნენ მუშაობას. ამინდებიც გამოზაფხულდა და ჩამოცხა დედაქალაქში, პარალელურად დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. დღის ამბები კიდევ თბილისის სამომავლო სიახლეებს უკავშრდებოდა და შსს საქმეებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 ივნისი, 2018 /

      დამტკიცებული მთავრობა - პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს. მამუკა ბახტაძე - ახალ კაბინეტში გვეყოლებიან ახალი სახეები - ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ კადრებთან. ირაკლი კობახიძე - მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება. სერგი კაპანაძე - არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული. დავით ზალკალიანი - არანაირ დემარკაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, კატეგორიულად მიუღებელია ეს ტერმინი. მიხეილ ჯანელიძე მამუკა ბახტაძეს პრემიერად დანიშვნას, ხოლო დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს. ელენე ხოშტარია - სტრუქტურული ცვლილებები იმ ზოგადი სახით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გულისხმობს. ანრი ოხანაშვილი - სტრუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს. მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე. ეკა ბესელია - ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს. მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. თამარ ჩუგოშვილი - დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რა ფორმას მიიღებს მთავრობა და არა სახელებსა და გვარებზე. ეკა ბესელია - „ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.

      სინოდის სხდომა - დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომის წინ - დეკანოზი მიქაელი - მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება. მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ სინოდის სხდომაზე უკარაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელონ. მეუფე პეტრე პატრიარქის მოსაყდრეზე - მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მეუფე ზოსიმე - დიდი ხანია სინოდის სხდომა არ შემდგარა, ალბათ, დაგროვდა ეკლესიაში საკითხები და ამაზე იქნება მსჯელობა. სხდომის შემდეგ - მეუფე პეტრე - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა. მეუფე პეტრე - სინოდის სხდომაზე პატრიარქისგან მივიღეთ განმარტება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით. მეუფე ზოსიმე - პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია. მამა ლონგინოზ სუარიშვილი - მეუფე შიოსთან დაკავშირებით პატრიარქის ბრძანებაში ზოგიერთმა საფრთხე დაინახა სიტყვებში - „პატრიარქის მოსაყდრე“ და არა „საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე“.

      საქართველოდან რუსეთს ჟენევის გავლით და რუსეთის ბოროტებები - საგარეო უწყება - ჟენევაში ქართულმა მხარემ რუსეთს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდა. ლაშა დარსალია - ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევას ხელს უშლის. ისევ სასაზღვრო დაკავება - ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან ორი ადგილობრივი დააკავეს. ქეთევან ციხელაშვილი - არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია.

      მუხთარლის საქმე - ადვოკატი - აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა. სოფო კილაძე - ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

      ხორავას საქმე - ზაზა სარალიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზაზა სარალიძე - შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას ცდილობს. ზაზა სარალიძე - ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა დარღვევებია მკვლელობის საქმეში. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს. ადვოკატი - დიპლომატების ინტერესი იყო, რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე. თენგიზ კალანდიას ადვოკატი - მოწმეებმა თქვეს, რომ მანქანით კალანდიას გადაყვანისას, მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ.

      ღამის თბილისის ანონსები და თბილისის ყოველდღიურობები - ღამის ავტობუსები - თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამით ივლისის ბოლოდან იმოძრავებს. თბილისში, ღამით, კონკრეტულ ლოკაციებზე, მოძრავი კვების ობიექტები განთავსდება. თბილისის მერია - მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს. თბილისის მერია გლდანის განვითარებას გეგმავს. ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ. ქართული რესტორნები, შესაძლოა, ცოცხალი მუსიკის დაკვრისთვის ლიცენზირებას დაექვემდებაროს. თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. კახაბერ გვანცელაძე - 17 სექტებრამდე, წესით, ყველა საბავშვო ბაღის ფანჯარა უსაფრთხოების ბადეებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თბილისის რამდენიმე უბანში გიურზები გამოჩნდა. კომპანია "სვეტს" მერიის არქიტექტურის სამსახურმა, შესაძლოა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცეს. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი - არქიტექტურის სამსახურიდან აღარ უნდა იყოს დაგვიანებული, ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხები. კახა კალაძე - ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება. კახა კალაძე - ქუჩის მუსიკოსებს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ.

      ტყიბულის ტრაგედიის კვლევა - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება.

      დაფასება 20%-ით - 1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ.

      შსს-ს საწყობი კიდევ გაიზარდა - შსს-მ 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 100 გრამი „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო. შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა.

საზღვარგარეთულები:

      შეხვედრის ანონსი - Bloomberg - დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს ნატო-ს სამიტამდე ან ლონდონში ვიზიტის შემდეგ შეხვდეს.

      პრემიერის კორუპცია - ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს.

      ეგვიპტური შტურმი - ეგვიპტელმა სამხედროებმა სინას ნახევარკუნძულზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 32 ექსტრემისტი გაანადგურეს.

      ისტორიული აქტი - ირანში, 1979 წლის შემდეგ, ქალებს საფეხბურთო სტადიონზე შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 204

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters