მსოფლიო ომის პერიოდში, ქართული პოლიტიკა და ავტობუსების ახალი ნომრები

      ვინაიდან ჯერ კიდევ არავინ იცის ომი როდის დასრულდება, დღის მთავარი ამბები კვლავ უკრაინიდან იქნება. მაგრამ ამასთა ერთად, ძალიან ვრცელი და აქტიური ორშაბათი გამოდგა. ბოლო დღეების დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მაგრამ მოგვარებადი. დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყო და ტრადიციულად მისი გამოსვლები გამეინსტრიმდა, ასევე პრემიერის და მინისტრების გამოსვლები. პრეზიდენტისთვის წაყენებული სარჩელიც კვლავ აქტუალურია. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2219 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი.

      ომის ფრონტი - უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში რუსი ოკუპანტების თვითმფრინავი, ორი ფრთოსანი რაკეტა და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მარიუპოლის მერის მრჩეველი რუს ოკუპანტებს - რატომ დაველოდოთ დილამდე, თუ პასუხი წინასწარ მზად არის - Х#й вам და არა მარიუპოლი. რუსი გენერალი - მარიუპოლის თითქმის 60 000 მცხოვრები „რუსეთში სრულ უსაფრთხოებაში იმყოფება“. უკრაინის ვიცე-პრემიერი მარიუპოლზე - რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე საუბარი არ შეიძლება. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ჯარისკაცები რუს სამხედროებს უფლის სამსჯავროსკენ გზის პოვნაში ეხმარებიან. იერუსალიმი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სწორი ადგილია. აუცილებლად ჩამოვაგდებთ მფრინავს, რომელმაც მარიუპოლის სკოლა დაბომბა. საჭიროა ყველას განადგურება, მაშინ რუსეთის ულტიმატუმი ავტომატურად იქნება შესრულებული - რა გინდათ, ჩვენი განადგურება? ბერძენი დიპლომატი - იმედია, ვერავინ ვერასდროს იხილავთ იმას, რაც მე მარიუპოლში ვნახე. მარიუპოლის მერის მრჩეველი - ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. კიევში, სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. მედია - სუმის ქიმიურ ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციის სააგენტო - სუმიში, ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია, რის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია. ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი მომავალი კვირების განმავლობაში, დიდი ალბათობით, პრიორიტეტს მიანიჭებს დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევას. ოდესის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის გემი გაანადგურეს. უკრაინელი დეპუტატი - რუსეთი მარიუპოლს აშიმშილებს, რათა დანებება აიძულოს. ალექსეი რეზნიკოვი - მარიუპოლის დამცველთა თავგანწირვისა და არაადამიანური სიმამაცის წყალობით ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა - მარიუპოლი დღეს იცავს კიევსაც, დნეპრსა და ოდესასაც. სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩევლის ინფორმაციით, ბელარუსში რიგითი მოქალაქეები რუსეთიდან უკრაინაში მიმავალ მატარებლებს აჩერებენ და სამხედრო ტექნიკას აზიანებენ. კიევის ოლქში კომენდანტის საათი წესდება. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი - მარიუპოლზე კონტროლის დამყარებას კვირაზე მეტი დასჭირდება. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ახლა მოწინააღმდეგის მხარეს „ოპერატიული პაუზა“ შეინიშნება და ეს უკავშირდება იმას, რომ რუსეთს შეტევის საშუალება აღარ აქვს. უკრაინული მედია - ხერსონში რუსმა სამხედროებმა უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი დაარბიეს, არიან დაჭრილები. ბელარუსი აცხადებს, რომ უკრაინასთან საზღვრიდან სადესანტო ნაწილები გაიყვანა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერი - რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 400 000 ადამიანი დაბრუნდა. დმიტრო კულება - ჩვენ ვიზიარებთ პეკინის პოზიციას, უკრაინის წინააღმდეგ ომის, პოლიტიკური გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ და მოვუწოდებთ, ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. უკრაინის ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი ცდილობს ლეგალურად გაამართლოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, მაგრამ ეს აბსოლუტური სიცრუეა. ალექსეი არესტოვიჩი - ბელარუს სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ სურთ. ოდესის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქის გარეუბანში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. რადას სპიკერის განცხადებით, 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი „უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ“ განცხადებაზე ხელმომწერ პარლამენტარებს მადლობას უხდის. გაერო - უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 925 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1496 დაშავდა. უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს 2389 ბავშვი. ალექსეი არესტოვიჩი - დათა თუთაშხიას კონსპირაციის წესები ჰქონდა და ასე ჟღერდა: თუ შეხვედრა დაგინიშნეს, ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვიან უნდა მიხვიდე და ყოველთვის ცოცხალი გადარჩები - სწორედ ეს წესი უნდა გამოვიყენოთ. უკრაინული მედია - მარიუპოლიდან ევაკუაციისას რუსმა ოკუპანტებმა ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

      უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები - დიმიტრი პესკოვი - პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე საუბარი ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი.

      ომის დასავლური მხარე - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე - აშშ-ს შეუძლია კიდევ უფრო გააფართოვოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჯო ბაიდენი პოლონეთს ესტუმრება. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო - საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა. ლინდა თომას-გრინფილდი - შეერთებული შტატები არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, მაგრამ მხარს დაუჭერს ნატოს წევრების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ჩინეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1 572 000 დოლარამდე გამოყოფს. რუსმა ოლიგარქმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირი არ შეიძლება დაიღალოს სანქციების დაწესებით რუსეთის წინააღმდეგ ან უკრაინის დახმარებით. დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში, მსგავსი გადაწყვეტილება ყველას დაარტყამს. ევროკომისიის განცხადებით, შეეცდებიან მაქსიმალურად სწრაფად მოამზადოს დასკვნა ევროკავშირში უკრაინის წევრობის მზაობასთან დაკავშირებით. ისრაელის პრემიერი - უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სადავოა რამდენიმე საკითხი, რომელთა შორის ზოგიერთი ფუნდამენტურია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს. ჯოზეფ ბორელი - გვექნება ერთობლივი შეხვედრა თავდაცვის მინისტრებთან იმისთვის, რათა დავამტკიცოთ „სტრატეგიული კომპასი“, რაც არ არის პასუხი უკრაინის ომზე, მაგრამ არის ამ პასუხის ნაწილი. რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს განხეთქილების წინაშე აყენებს. რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა. ნიდერლანდების პრემიერი - ევროკავშირი ზედმეტად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, ჩვენ უნდა შევამციროთ ეს. ალექსეი რეზნიკოვი - კრემლი უნდა შეჩერდეს, რადგან უფრო შორს წავა და თავს სხვა ქვეყნებს დაესხმება. ედგარს რინკევიჩსი - რუსეთის მთავრობისა და ცალკეული პირების ყველა გაყინული აქტივი, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისთვის უნდა იქნას გამოყენებული. რუსეთში სასამართლომ ექსტრემიზმის მოტივით „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აკრძალა. ისრაელის პრემიერი - რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია.

      ქართული ჟურნალისტიკის დღე - ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. შალვა პაპუაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

      21 მარტი - პრემიერი - ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. გოჩა ენუქიძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, დაუნის სინდრომის მქონე პირებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენა გაიმართა. ქუთაისში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. გორში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

      ომის ქართული მხარე - იაგო ხვიჩია - შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართული ოცნება“ უშვებს ძალიან დიდ შეცდომას, როცა პროუკრაინელობას ემიჯნება და ყველას, ვისაც პროუკრაინული პოზიცია უჭირავს, ბრძოლას უცხადებს. ზაზა ფირალიშვილი - პუტინი თავს არ მოიკლავს - ერთადერთი რაც შეიძლება, მოხდეს შიდა წრეებმა მოწამლონ და მოკლან, რითაც მთელს დედამიწას დიდ სიკეთეს მოუტანენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების - გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის საქართველოში გადმოსვენების პროცესი დაწყებულია. გიორგი ვაშაძე - დასავლელი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ორ პოზიციას იჭერს, ფაქტობრივად ორ ცხენზე ზის, რუსეთის მხარესაც არის და დასავლეთის მხარესაც - ამ უმძიმეს ვითარებაში მხარე უნდა აირჩიო. UkrPoshta - მადლიერები ვართ „საქართველოს ფოსტის“, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად - ამ ვითარებაში, როცა სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია, მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა. შალვა პაპუაშვილი - მოსახლეობის 67%-ზე მეტი მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს. ოთარ შამუგია - GORBI-ს კვლევებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილია.

      მიშას გაფლანგული ფულები - საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართა. იქვე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაც იყო. მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის პროკურატურას ბახვა ჩიქობავა გამოცხადებული ჰყავდა დამნაშავედ, ფუი, იმ ქვეყანას, სადაც ასეთ კაცს აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას - გვეყო პარლამენტარობის თამაში - არ მოგიწოდებთ გამოხვიდეთ, მაგრამ მხოლოდ ერთ საკითხზეა სალაპარაკო: როდის მოშორდება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას. ხომ არ იცით ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და ამისთვის უნდა გასამართლდეს? შემთხვევით ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა ტელევიზორში რომ გამოდის და თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს?! ხელისუფლება ამზადებს რუსეთისთვის ჩემს გადაცემას, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის - უკვე ყველაფერი შეთანხმებულია. აგვისტოს ომის დროს ბუშს ტელეფონში ვუყვიროდი, როგორც შემეძლო ვამუნათებდი და ვეუბნებოდი: „დროზე მოდით“ - როგორც ახლა ზელენსკი შვრება საჯაროდ და ალბათ, ბევრად უფრო ეფექტურად. ეს ხელისუფლება ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა, ამის შემდეგ უნდა შექმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. მრავალრიცხოვან მიტინგებზე შეიძლება იყოს 50-100 კაცი, ვისაც ჩემი სახელის ხსენება არ სიამოვნებს - შეგიძლიათ დაუსტვინოთ ჩემი სახელის გაგონებაზე, მთავარია სამშობლოსთვის იბრძოლოთ. პროკურორი - სრული სიცრუეა, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ბრალდება ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასვლას ედავება და ეს ხარჯები ბრალდებაშია შეყვანილი. მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის მხრიდან კაჩინსკის შექება ცინიზმის მწვერვალი იყო - ლეხ კაჩინსკის ძეგლი უნდა იდგეს თბილისში და არა ბათუმში. მიხეილ სააკაშვილი - სამოქმედო გეგმაა გაზაფხულზე მთავრობის შეცვლა, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის პროცესის დაწყება.

      კონსტიტუციის გადასწორება - დავით უსუფაშვილი - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი დესტრუქციული ნაბიჯია, ინიცირებული ყველაზე შეუსაბამო დროს - ასეთი თემის ამაზე უარსეს დროს წამოწევას მტერიც ვერ მოიფიქრებდა! პრეზიდენტის მოქმედებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და კონსტიტუციის დარღვევის ასეთი ფაქტების დაგროვების შემდეგ, მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია. ანრი ოხანაშვილი - კანონში ცვლილებების შემდგომ მთავრობა პროცედურული თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს, ოღონდ არა პრეზიდენტის დასჯისთვის. ვახუშტი მენაბდე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე - მმართველი გუნდი იყენებს სტრატეგიას, რომელიც სამართლებრივად გამართული ნაბიჯებით საეჭვო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას ემსახურება.

      სოფლის მეურნეობა - ერთწლოვანი კულტურის წარმოებისთვის ფერმერებს აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის 9% დაუსუბსიდირდებათ, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფო 80%-ს დაუფინანსებს. ოთარ შამუგია - დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან - შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის. ოთარ შამუგია - ქვეყანაში შემოდის შაქარი, გვაქვს როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მარაგები - მაღაზიებში შესაძლოა, იყოს შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება.

      დიდთოვლობა თბილისში - კახა კალაძე - „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს - ყველაფერი გაკეთდა, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული. თბილისის მერია - ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე მისვლას ვერ ახერხებს.

      „საქსტატი“ - იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 542.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.3 პროცენტით მეტია. მიმდინარე ფასებში, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 60 231.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

      ავტობუსების ახალი ნომრები:

N1 ► N361; N25 ► N325; N47 ► N347; N79 ► N379;
N2 ► N305; N27 ► N327; N49 ► N349; N84 ► N384;
N3 ► N313; N28 ► N328; N50 ► N350. N86 ► N386;
N4 ► N324; N29 ► N329; N51 ► N351; N87 ► N397;
N6 ► N326; N30 ► N376; N52 ► N352; N88 ► N388;
N7 ► N367; N31 ► N331; N53 ► N353; N89 ► N389;
N9 ► N307; N32 ► N335; N54 ► N302; N90 ► N390;
N10 ► N380; N33 ► N308; N56 ► N356; N91 ► N391;
N11 ► N381; N34 ► N354; N58 ► N358; N92 ► N392;
N12 ► N312; N36 ► N336; N59 ► N359; N94 ► N394;
N14 ► N314; N37 ► N337; N60 ► N360; N95 ► N395;
N15 ► N315; N38 ► N338; N62 ► N362; N99 ► N398;
N17 ► N317; N39 ► N309; N68 ► N368; N103 ► N374;
N18 ► N318; N40 ► N340; N70 ► N370; N106 ► N316;
N20 ► N320; N41 ► N341; N71 ► N371; N108 ► N348;
N21 ► N311; N42 ► N342; N72 ► N372; N112 ► N382;
N22 ► N322; N43 ► N393; N73 ► N373; N121 ► N357;
N23 ► N323; N45 ► N355; N75 ► N375; N124 ► N364;
N24 ► N304; N46 ► N306; N78 ► N378; N150 ► N310.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 151

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters