როცა ევროპა სტატუსზე უარს გეუბნება, პრობლემის მოგვარება საკუთარ თავში უნდა ეძებოო, ნათქვამი მთიელთა სიბრძნეებში. მაგრამ მთლად ასე მართივადაც არ არის საქმეო, თქვეს ქართულ მთავრობასა და ოპოზიციის პოლარიზებულ სექტორებში. დღეს იაქტიურა პრემიერმაც და მას ცალკე ბლოკი დაეთმო. ცხადია, აქციის განახლებაც გვქონდა დღეს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.
ევროპული გზისკენ საშინაო გაურკვევლობა - ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა დავაკნინოთ, იცით რა, როგორ და როდის. ანა ნაცვლიშვილი - კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი, მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი. დავით ჭიჭინაძე - როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს „ქართული ოცნება“. ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ პირობები შესრულდეს და ქვეყანამ 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვანო ჩხიკვაძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე არ იყო გათვითცნობიერებული ხელისუფლება, რისთვის შეიძლებოდა მიგვეღწია - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროკავშირის ნდობის ხარისხი ქვემოთ მიდის, რადგან ყველაფერზე „გადავაგდეთ“. პაატა მანჯგალაძე - კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? - ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები. კორნელი კაკაჩია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - ეს არის გაშვებული შესაძლებლობა - ვიდრე ხელისუფლება რიტორიკას და ქმედებებს არ შეცვლის, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვექნება. გიორგი ვაშაძე - დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია - ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია - ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ. შოთა ღვინერია - ვუყურებთ, რომ განგებ, მიზანმიმართულად იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა არ იქნას მიღწეული. სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს - შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ - მსურს მჯეროდეს, შეგვიძლია გვქონდეს მთავრობის იმედი, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. მიხეილ სარჯველაძე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - დღეს პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ეს არის უკუსვლა, ისინი მოსახლეობას ატყუებენ. იაგო ხვიჩია - აქციის მთავარი პრობლემა უიდეობაა - პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაიკეტოს ერთი თვე სადღაც, გარედან უნდა გადავკეტოთ კარი და ვთქვათ, რომ ვიდრე არ შევთანხმდებით, არ გამოვალთ. შალვა პაპუაშვილი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო - სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციის ნაწილისთვის სენად ქცეული რადიკალიზმი, მათ ამ ისტორიის დანახვის შესაძლებლობას უზღუდავს. დეპოლარიზაციის მიმართულებით ახლა მთავარი „რადიკალური დღის წესრიგის უარყოფაა“. საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები. ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია - ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა. პიტერ სიიარტო - გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს - ეს გადაწყვეტილება გაუგებარი, აუხსნელია. კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, პოლარიზაციის დასრულებისთვის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ვეცდებით, ეს შეცდომა გამოსწორდეს, კრიტერიუმები ჰაერიდანაა მოტანილი - ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ჩვენი წალეკვა რომ უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან. ხატია დეკანოიძე - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ირაკლი ღარიბაშვილმა განგებ ჩააგდო. ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ პირობების შესრულებას არ აპირებს - თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, აქციაზე უნდა მოვიდეს. გიორგი ვაშაძე - დეოლიგარქიზაციიდან დაწყებული დეკლანიზაციით გაგრძელებული, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რასაც ეროვნული ერთობა სჭირდება. სალომე სამადაშვილი - დეპოლარიზაციას დეოლიგარქიზაცია მოიტანს - ეს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს ნიშნავს. შალვა პაპუაშვილი - რადიკალური დღის წესრიგის შეცვლა არის ყველაზე მოკლე, მარტივი და სწორი გზა, რომ დეპოლარიზაციის კუთხით დასახული მიზნები შესრულდეს. ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა - ის აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას თითქოს, კანდიდატის სტატუსის არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური პრივილეგიები დაკარგა. ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „პრორუსული მთავრობა“, „პუტინისტური რეჟიმი“ - როგორც კი ამას გააკეთებენ, ამით პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ.
აქცია საევროპოდ - პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. გიგა ბოკერია - მხოლოდ ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მასხარების გარემოცვის ჩამოცილებით შევძლებთ დეოლიგარქიზაციას. ანზორ ბიწაძე - ახალგაზრდები მიდიან ევროპაში სამუშაოდ, რადგან ხელისუფლებამ არ შემოუშვა ევროპა საქართველოში. ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუღო კარი, მაგრამ ივანიშვილმა დახურა თავისი მმართველობით - ეს არ არის მმართველობა, რომლითაც შევალთ ევროკავშირში ან მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, პარლამენტთან მორიგი აქცია 3 ივლისს გაიმართება. ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს - უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ - იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთია“ თქვენი - თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.
პრემიერის ნარატივი - ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე, საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ეს არის დამსახურებული მიღწევა - ღიად ჩაიწერა, რომ ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენ ქვეყანას. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახდინოთ პოლარიზების დასრულება - მინდა ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო, რომ ყოველთვის მზად ვართ და კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს. მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება. ჩვენი ხელისუფლება მობილიზებულია იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის განსაზღვრული, რათა კანდიდატის სტატუსი, რაც შეიძლება დროულად მივიღოთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა - „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის წინაშე ყველა პირობა შეასრულა. პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს. დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა - კარგად ვიცით მათი გეგმების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი. დეოლიგარქიზაციის საკითხზე გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტების მისაღებად - მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გამოწვევა არაა. შეიძლება უკეთესიცაა, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსის სახით და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს, ვაღიაროთ პირდაპირ, საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაციაც აღარ იქნებოდა. პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე - მაშინდელი ემოციური რეაქცია გააზრებული იყო - ეს შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ჩვენი ხელისუფლება მობილიზებულია იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის განსაზღვრული, რათა კანდიდატის სტატუსი, რაც შეიძლება დროულად მივიღოთ. გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. მზაობა გვაქვს, ოპოზიციასთან თამაშის გარკვეულ წესებზე შევთანხმდეთ - მათ შორის, მზად ვართ, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ.
ვატიკანში სამების საკათედრო ტაძრის გუნდის გამგზავრებამდე, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმიდა საყდრის ნუნციო მიიღო. კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.
საზღვარგარეთულები:
ვიტალი კლიჩკო უკრაინის კანდიდატის სტატუსზე - ჩვენ ამ შანსისთვის ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ. ჯოზეფ ბორელი და დმიტრო კულება - დაუყოვნებლივ დავიწყებთ უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მზადებას. აშშ უკრაინას დამატებით 450 მილიონ დოლარს გამოუყოფს. რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა, დაშავებულია 5 ადამიანი. უკრაინის გენშტაბი - სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ოლაფ შოლცი - 27-ჯერ „დიახ“ - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. გუბერნატორი - უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ - არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას. რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 338 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ევროკავშირის სამიტის დასკვნით, სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რუსეთზე წნეხს და მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შეჩერებას. ანდრიუს კუბილიუსი - დღეიდან პუტინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან ომშია - ეს არის პუტინის გეოპოლიტიკური მარცხის დღე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც და ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში - საქართველოშიც. ვოლოდიმირ ზელენსკი - ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი „შიმშილის, როგორც ომის იარაღად“ გამოყენებასა და „მთელი მსოფლიოს მძევლად აყვანაში“ დაადანაშაულა. სერგეი ლავროვი - როცა იწყებოდა მეორე მსოფლიო ომი, ჰიტლერმა შემოიკრიბა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა - ახლაც ევროკავშირი და ნატო კრებს თანამედროვე კოალიციას რუსეთის წინააღმდეგ. დიმიტრი პესკოვი უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსზე - ეს ევროკავშირის შიდა საქმეა. The Guardian - რუსეთის ფლოტმა მიიღო ბრძანება დანაღმოს პორტები ოდესასა და ოჩაკივში და უკვე დანაღმა მდინარე დნეპრი.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია