დღეს გამოყოლებული გუშინდელი კარგი ამბავი იყოს, ჩვენი ნიუსების შესავალი. საქმე ისაა, რომ ჭიდაობაში კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს - მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კვირა დაიწყო ასევე წვიმიანი პროგნოზებით. როგორც წერენ - 24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, 25 ოქტომბერს კი, ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღეს ასევე საუბრბდნენ ავტოქარხანაზე, პარკინგზე, ცხადია არჩევნებზეც და ფარული ჩანაწერების ძიებაზეც.
პიარ-ანტიპიარული არჩევნები - დავით ბაქრაძე - რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს. თამარ ჩუგოშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე - 2008 წლის ომთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მხრიდან საბოლოო პოზიცია რაც იყო, არ სცდება საერთაშორისო შეფასებებს. დავით ბაქრაძე - ოთარ ფარცხალაძეს დაკითხვაზე დაბარებასაც ვერ უბედავენ. ელენე ხოშტარია - „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმებით ჩვენ არაფერი გვაკლდება, ამით ისინი „ქართულ ოცნებას“ აძლიერებენ. სოფო კილაძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე - ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტირებას ახდენს. სოფო კილაძე - ე.წ. ჩანაწერების ომთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, ორივე მიმართულებას გაეცეს პასუხი: შინაარსობრივ მხარეს და საიდან მოხვდა ისინი „რუსთავი 2"-ის ხელში. გიორგი კანდელაკი - გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლის უწყებათაშორის კომისიაში დარჩენა დაბნეულობას იწვევს. სალომე ზურაბიშვილი - ფაქიზი თემები, ყველა ვითომ ჩემს წინააღმდეგაა გამოყენებული, მაგრამ სინამდვილეში გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა, ჯამში 180 000 ლარი შესწირეს.
პროკურორების დაბარება - თამარ ჩუგოშვილი - კონკრეტული საქმის გამოძიებაზე მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება არ არის საუკეთესო პრაქტიკა.
ავტოპარკი - მამუკა ბახტაძე - მთავრობის გეგმის თანახმად, 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება.
კვლევა ავტობუსებზე და სხვაქალაქური ნიუსები - კახა კალაძე - წლის ბოლოს კვლევა დასრულდება და გვეცოდინება, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები ქალაქში. - სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება. კახა კალაძე - ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი. ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ყველაფერი მოწესრიგებული ექნებათ, არაფრის გადახდა არ მოუწევთ. კახა კალაძე - 2021 წლამდე თბილისის მეტროპოლიტენს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. კახა კალაძე - ავტობუსებისთვის ვგეგმავთ შეიქმნას სპეციალური ვიზუალი და თბილისს საკუთარი ბრენდის ავტობუსები ჰყავდეს. შემოვლითი რკინიგზა - პრემიერი - შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და მისი არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი. კახა კალაძე - 2020 წლიდან დედაქალაქში 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს. ელექტრომობილებისთვის მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე სპეციალური უფასო სადგომები გამოიყოფა.
ქუთაისის ავტოქარხნის ალტერნატივა - საქართველოში შესაძლოა, ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს. მამუკა ბახტაძე - საქართველოში მომავალ წელს 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა.
გატანილი სარჩელი - შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა. ილიას ჩილოღლუ - „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
რეზერვისტი მსურველები - თორნიკე რიჟვაძე - ამაყი ვარ, რომ აჭარიდან ამდენმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამაში.
იუსტიციის საბჭო - სერგო მეთოფიშვილი - იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი კაბინეტში იბარებს გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეებს, რომლის შეფასებასაც ახორციელებს - ეს მანკიერი პრაქტიკაა.
კანაფის ფესტივალი - იაგო ხვიჩია - „კანაფის ფესტივალზე“ ამდენი პოლიციელის ყოფნას ის შედეგი ჰქონდა, რომ ბაყაყი, დათვი და მგელი დაიჭირეს.
ცრუჩვენება - დავით ჭიჭინაძე - როგორც ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, ლევან ყიფიანმა სამართალდამცავებს ცრუ ჩვენება მისცა, რომ ის სარდაფში ჩაყვანილი არ ყოფილა. ლევან კობერიძე ფარულ ჩანაწერებზე - თუკი ახალ მტკიცებულებებსა და გარემოებებზეა საუბარი, მაშინ საჭიროა ახალი საქმე აღიძრას. გია ვოლსკი - რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ზაზა ოქუაშვილი წამსვლელია, რომ რაღაც ფალსიფიცირება გაეკეთებინა და ამაში ლევან ყიფიანი ჩაეთრია. ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - ოქუაშვილს რაც შეეხება, ვიდრე 3D ვერსია არ გამოქვეყნდება, პარლამენტი ამ საკითხის განხილვაში არ უნდა ჩაერთოს.
საზღვარგარეთულები:
ჟურნალისტიკის ბედი არაბეთში - ანგელა მერკელი - ჟურნალისტ ჰაშქაჯის მკვლელობის ფონზე საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლებელია.
კონგრესული ამბები - ბოლო კვლევების თანახმად, კონგრესის არჩევნების წინ, აშშ-ში დემოკრატები ლიდერობენ.
ლონდონიდან ტერეზა - ტერეზა მეი - ლონდონსა და ბრიუსელს შორის „ბრექსიტის“ საკითხზე საბოლოო შეთანხმება 95%-ით არის შეთანხმებული.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია