ბოლო ორი ღამე ფილმებში არ მიმართლებს. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეულ თრილერ-დეტექტივებს მსოფლიო მოწონებები და რეიტინგები არ აკლდა. არც დასამახსოვრებელი დამრჩენია რამე და არც გასაზრდელი. ორ ფილმს მოგიყვებით ერთად.
პირველი იყო Snowpiercer (ქართულად თარგმნილი როგორც "თოვლს მიღმა"). პომიდვრებმა (Rotten Tomatoes 95%) და როჯერტ ებერტმა (Roger Ebert - 3.5/4) შემაცდინეს და მაყურებინეს ფილმს, რომელშიც ნახევარი სცენარი წინასწარ გამოვიცანი და დასასრული საერთოდ უაზრო აღმოჩნდა.
მთავარ როლს ქრის ევანსი ასრულებს (კაპიტან ამერიკასგან რას ველოდი მეტს?) და არ ვიტყვი რომ ცუდად, უბრალოდ ფილმმა გამიმტყუნა იმედები.
აპოკალიპტურ პერიოდებზე და სამყაროში თითოოროლა დარჩენილ ადამიანებზე გაცილებით კარგი სიუჟეტები მაქვს ნანახი და ალბათ ამის გამოა რომ ვერ მოვიხიბლე, თორემ პირველად სანახავად შესაძლოა ასეთი მძაფრი რეაქცია არც მქონოდა.
სიუჟეტი მოკლედ: დიდი გამყინვარებაა და სამყაროში გადარჩენილი ადამიანები ერთ დიდ და გაუჩერებელ, "მარადიულ" ძრავზე მომუშავე მატარებელში არიან შეყრილები, სადაც სტანდარტულად - მატარებლის ბოლო ვაგონში მყოფი ღარიბები, რომლებიც მდიდრების ნარჩენებს მიირთმევენ, დაიწყებენ ამბოხს და სათავეში გადავლენ. და მერე ისმის მდიდრების და მმართველების სტანდარტული ტექსტები იმის შესახებ, რომ კაცობრიობის ჰარმონიას ასე სჭირდება - ბატონობა და ზოგჯერ ადამიანების დახოცვაც ბალანსის დასაცავად და ათასი ხშირად გაგონილი ტექსტი. ცხოვრება მატარებელია და ამ გზაზე, მთავარია იდეა რასაც ვემსახურებით, მაგრამ ეს მატარებელი ისე ასრულებს არსებობას, კაცობირიობა საერთოდ იღუპება და ერთ ბავშვისა და ერთი ნარკომანი გოგოს იმედად რჩება გაყინული დედამიწა.
რაც მომეწონა, ესაა ფილმში გაკიცხული დიდი კომპანიები, რომლებიც "ძრავისთვის" პატარა ბავშვებს იყენებენ ხოლმე, იაფ მუშახელს. და თან მთელი არსებით მათზე რომ დგანან და ეს მარტივ, რუტინულ მოქმედებებშიც აესახებათ, ესეც კარგი იყო.
მოკლედ, თუ დრო გაქვთ უყურეთ ფილმს, მაგრამ თუ დროს უფრთხილდებით, რამე უფრო კარგი ნახეთ.
მეორე ფილმი იყო ლუპერი - მემარყუჟე (Looper, თემატურად თარგმნილი როგორც "დროის მარყუჟი"). აქ დროში მოგზაურობამ და ფენტეზმა მძლია, თორემ ჯოსეფ გორდონ-ლევიტი რა საყურებელია? (კარგი, გულახდილი ვიქნები, ემილი ბლანტი ეწერა მთავარ მსახიობთა სიაში და ქერებთან უძლური ვარ). საინტერესო ფილმია, მაგრამ ერთ დიდ ტყუილეს ისე გაპარებენ მთელი ფილმის განმავლობაში ვითომც არაფერი.
მაშ ასე, მოქმედება ვითარდება 2044 წელს. ამ დროში ლუპერები ლეგალური მკვლელები არიან, რომლებიც ხოცავენ მომავლიდან გამოგზავნილ ბოროტმოქმედ ადამიანებს. ეს მომავალია 2074 წელი. ლუპერების ორგანიზაციიდან გასვლა ხდება შემდეგი მეთოდით - გიგზავნია შენს მომავალს. კლავ მას და მორჩა, თანამშრომელი აღარ ხარ.
ჰოდა, ტყუილიც სწორედ აქ შემოგვაპარა ჩვენმა რეჟისორმა.
სულ დამავიწყდა, რეჟისორია რაიან ჯონსონი (დიდი ცნობილი რეჟისორი არაა) და გადაიღო 2012 წელს.
ჩვენი მთავარი გმირი 2044 წელს კლავს საკუთარ თავს, რომელიც გამოგზავნილია 2074 წლიდან. ამის შემდეგ გადის პენსიაში, გადადის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, დაგროვებული ვერცხლისა და ოქროს მონეტებს ხარჯავს, ხდება ქილერი, კლავს უმოწყალოდ დიდსა და პატარას. შეიპყრობენ მას სხვა ლუპერები და მოსაკლავად აბრუნებენ უკან - 2044 წელში საკუთარ თავთან. დაბრუნებისას, ჩვენი მთავარი გმირი რომელსაც ახსოვს წინარე ცხოვრება და იცის როგორც უნდა მოკლან (ერთხელ ხომ უკვე მოკლეს?) თავს გაითვისუფლებს და ისე დაბრუნდებ ტელეპორტაციით, რომ თავის ახალგაზრდა თავს დაუსხლტება ხელიდან და ცდილობს მომავალი შეცვალოს (ცოლი ჰყავდა და მისი გადარჩენა უნდა). ნუ მერე ჯო (ასე ჰქვია მთავარ გმირს) აწმყოდან და ჯო მომავლიდან ერთმანეთს ებრძვიან და ა.შ. ტყუილი გახლავთ ის ფაქტი, რომ ჯო დააბრუნეს 2044 წელში მას შემეგ, რაც მანც ერთხელ უკვე მოკლა ჯო 2074 წლიდან და შემეგ გახდა მკვლელი და ქილერი. კითხვა? სულ პირველად, ჯო როგორ გავიდა ლუპერებიდან? აბსურდია ეს დროში ტელეპორტაცია და არ სჯერა ამ ხალხს. თეორიულადაც არ გამოუვიდა რეჟისორს ჩემი აზრით.
ლუპერს უნდა უყუროთ თუ არა? თუ გიყვართ მსგავსი ფენტეზი, რატომაც არა. ერთი ფილმისთვის ღირს და ხომ ხედავთ, ცოტა სააზროვნოსაც ტოვებს.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია