პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბადებულებს, წარსული, ფენტეზის ჟანრის ფილმებად გვესახება და ბრტყელ-ბრტყელ ტექსტებში გამოკვეხებულ სამყაროდ რჩება. ასეთ ფონზე, ჩრდილოეთ კორეა ნამდვილი საგანძურია. ისევე, როგორც ნიუ იორკში მოხვედრა მომავალში მოგზაურობას ჰგავს (ოღონდ, ძალიან შორეულში აღარ), ასევე წარსულში სამოგზაუროდ ჩრდილოეთ კორეა ზედგამოჭრილი ადგილია. ფოტოებს, რომლის ჩვენებასაც ვაპირებ, თითქოს უკვე შევხვედრილვარ ბებია-ბაბუების თაობის ალბომებში - მკრთალი ფერები, დაწკრიალებული ქუჩები, ბელადების ძეგლები და ფოტოები და ა.შ. გულწრფელობისთვის უნდა ითქვას, საქართველო არ ჰგავდა სტანდარტულ საბჭოთა კავშირის ხედებს, თბილისის ან რეგიონების ფოტოებზე, მეტი სიცოცხლე შეინიშნება, ვიდრე სხვა საბჭოთა ქალაქების იმავე პერიოდის ფოტოებზე.
ჩრდილოეთ კორეას დამატებით, დიქტატურის აშკარა შედეგები ატყვია და ეს ყველაფერი დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენს პლანეტაზე ხდება და ეს არა სიღარიბის ან ეკონომიკური ჩამორჩენის, არამედ საზოგადოების მიერ არჩეული ცხოვრების წესის გამო.
ფოტოების ავტორი გახლავთ მიშალ ჰანივიჩი (Michal Huniewicz), რომელმაც იმოგზაურა ჩრდილოეთ კორეაში და საიდუმლოდ გადაიღო რამდენიმე ასეული ფოტო. როგორც თავად ამბობს, ზოგიერთს იმიტომ იღებდა, რომ შემოწებისას, დამთვალიერებლებს გადაფურცვლა დაზარებოდათ და "კარგი" ფოტოები არ აღმოეჩინათ. ჩრდილოეთ კორეამდე გზა, ჩინეთიდან მატარებლით მიდის.
როგორც ფოტოგრაფი იხსენებს, ქუჩებში ნებადართულია მხოლოდ იმის გადაღება, რაც კარგად გამოიყურება, სხვა დანარჩენზე აკრძალვებია. ასევე არ შეიძლება სასურსათო მაღაზიის გადაღება, სამუშაო პროცესის და სხვა დეტალების.
გიდი, რომელიც ჩვენს ფოტოგრაფს თან ახლდა, მუდმივად შენიშვნებს აძლევდა ფოტოებთან დაკავშირებით. საზღვარზე საფუძვლიანი ჩხრეკა ჩატარდა, ევროპიდან პორნოგრაფია ხომ არ ჩამოგვიტანეო, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. წიგნები, იუგოსლავიის დაშლაზე გადაღებული ფილმი (არ ვიცი, ეს კინო რატომ უნდა წაიღო სამოგზაუროდ, მაგრამ ვიღაცას ჰქონდა წამოღებული) საბაჟოზე დაატოვებინებს ტურისტებს, ჩამონათვალიც მიაწოდეს - რა შეიძლებოდა და რა არა, და გაუშვეს ბელადის სამყაროში, საოცრებათა ქვეყანაში სახელად ჩრდილოეთ კორეა.
ფოტოებს შემოგთავაზებთ ავტორისეული სათაურებით.
მოგზაურობა იწყება ჩინეთიდან - მაო ძედუნი
ჩრდილოეთ კორეა VS ჩინეთი
ჩინური საცხოვრებელი კორპუსები
სინო-ჩრდილოეთ კორეის მშვიდობის ხიდი
ჩინური ცეკვა
დანდონგის რკინიგზის სადგური
მატარებლიდან
პირველი ფოტო კორეაში, ჩრდილო კორეელი ბავშვები
ურემი
ქვეყნების გადაკვეთა
De Niro
მოხუცი წყვილი
მინდვრებში
ინფრასტრუქტურა
რკინიგზის სადგური
სამსახურისკენ მიმავალი
ავტობუსი
ბაქანი
სარკინიგზო გზაჯვარედინი
მოსწავლე
ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები
ფხენიანის რკინიგზის სადგური
ფხენიანი
მინივენიდან
გულშემატკივარი
ბრუტალისტური არქიტექტურა
ფხენიანის ზეციური ფოტო
იანგგაკდოს საერთაშორისო სასტუმრო
ჯუჩეს კოშკი (Juche Tower)
ძვირფასი წინამძღოლები
მიმღები
რა ხდება მეხუთე სართულზე?
მიმტანი
დროშები
ხიდის გადაკვეთა
ლურჯი
ელექტრიკოსები
დიადი ადამიანების სასწავლო სახლი
სახე (ბეიჯი)
ყვავილები
მამა და შვილი
მამა და შვილი
ქალაქის დაგვა, დასუფთავება
ხელმძღვანელობა
ქალი
ფრენბურთი
მაღაზია ლიმიტით
მხოლოდ საჭირო სურსათის მაღაზია
ფხენიან თაიმსი
გიდი
მონუმენტი
გაარღვიე თოვლი
საცობი
ტრამვაი
მუშები
რეპრესიები
ჯარისკაცები
ავტობუსში
მგზავრობა
და ბოლოსკენ ჩემი ფავორიტები შემოვინახე
კიმჯონგილია ენციკლოპედია
დიდების, ტრიუმფალური თაღი
კორეელებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ აი ქართველები რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ, დღითიდღე უფრო ვრწმუნდები! თავისუფლების ფასი არ ვიცით, თავისუფლებას ვერ ვიყენებთ ჯეროვნად. გუშინ, გადაცემა "ილუზიონის" ავტორთან, ბოლო წლებში ამერიკაში მოღვაწე კინომცოდნე ოთარ სეფიაშვილთან 3 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს ვუსმენდი. წამყვანი ეკითხება:
- და ეს ქვეყანა?
- ეს ქვეყანა არის არაჩვეულებრივი ქვეყანა. მე გეტყვი, უნაკლო არ არის, მაგრამ საქმე ის არის რომა, არც უკეთესი რომ არ გვეგულება არსად? არსად! როგორ ააშენა ამ იდიოტმა ხალხმა ამისთანა სახელმწიფო, ეს ჩემთვის გაუგებარია.
- რატომ არის იდიოტი?
- შენ ვერ წარმოიდგენ... აი, ბრბოს კი არა, უბრალო ადამიანებს ვიძახი, იცი როგორი განუვითარებლები არიან? ე.ი. ეხლა იგივეა რუსეთში, იგივე მდგომარეობაა, კიდევ უარესი ვიდრე აქა.
- ანუ თქვენ ზოგად განათლებაზე ლაპარაკობთ?
- ზოგად განათლებაზედაც ვლაპარაკობ და საერთო კულტურაზედაც ვლაპარაკობ.
- მაგრამ კარგი ქვეყანა რომ ააშენა?
- ამას ვამბობ კაცო.
- როგორ გაიზარდა, როგორ მოხდა ეს?
- თავისუფლებამ! თავისუფლებამ! იმან, რომ არაფერი სამარცხვინო არ გააკეთო და ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, ბოროტება არ უნდა ჩაიდინო!
ჰო, ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლება სწორედ სამარცხვინოს გაკეთებით დაიწყო და საბოლოოდ, სამარცხვინოს იდეაც მოსპო! ამიტომ ჩვენთვის ალალია ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება, რომ საზენიტო დანადგარიდან გვისროლონ ხოლმე.
ამ შესანიშნავ პიროვნებას, ნამდვილ პატრიოტსა და სულით-ხორცამდე დემოკრატ ადამიანს (მხოლოდ მავანნი თუ უწოდებენ მას დიქტატორს), დიაბეტი და გულის დაავადება ებრძვის. როგორც დეილიმეილი იუწყება, 130-მდე ექიმი ყოველწამს ებრძვის მის დაავადებებს და კიმ ჩენ ინს, მუდმივ დიეტურ რეჟიმში ამყოფებს (ზოგიერთს ეს კი ძვირად უჯდება, მაგალითად ნიანგების საჭმელი ხდებიან, მაგრამ ექიმები ყველგან ჰიპოკრატეს ფიცულობენ, ასე რომ). არადა, როგორ ჰყვარებია კაცს ჭამა. ეს დიაბეტიც, თავისი არასწორი კვების გამო დამართვნია.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია