18 იანვარი უცნაური ნისლის ქვეშ გათენდა და თურმე, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყებოდა - ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული ანუ ნისლი კი არა, მტვერი იყო მთელს აღმოსავლეთზე გადაკრული. ამ მთვერსა და ბურუსში პოლიტიკური ამბებიც შესაბამისი გამოდგა - ვრცელი თემა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპულ-რუსულ მსოფლხედვაზე, ასევე ნაც. ამბებზე და კალაძის და ლიფტების პრობლემაზე - დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6695 ლარია.
ევროპულ-რუსული გზა-არჩევანი - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე - ხელისუფლებამ თვეში ერთხელ მაინც უნდა წარმოადგინოს ღია ანგარიში - საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რა პროგრესი გვაქვს ან რაში გვაქვს ჩამორჩენა. სერგი კაპანაძე - დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის,ინსტიტუციური რეფორმების, მედიის შესახებ პუნქტებს „ქართული ოცნება“ ან შეგნებულად არ ასრულებს ან არ აპირებს, რომ შეასრულოს - ამ თავების გარეშე ქვეყანას სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. დავით სიხარულიძე - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ეხება, რუსეთია, სხვა დანარჩენი არის აბსოლუტური ბოდვა, სისულელე და ტყუილი - ომში ჩათრევა და მსგავსი რიტორიკა გამოგონილია დრამატიზებისთვის. ნინო კალანდაძე - ივანიშვილის რეჟიმი თუ აქამდე შეფარულად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოს ჩამოშორება ევროპული პერსპექტივისგან, ახლა იძულებული გახდა, ამის ვერბალური დეკლარირება მოახდინოს. ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ხელს უშლის სიღრმისეულ მსჯელობას, მისი მიზანია ნიჰილიზმი მაქსიმალურად გააღვივოს ქვეყანაში და არ მისცეს საზოგადოებას საშუალება, რომ ალტერნატივა დაინახონ. ლერგეი ლავროვი - „ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ - ეს შექებას იმსახურებს“. გიგა ბოკერია - ლავროვის განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან. ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი და ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა. ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე - თუ აკვირდებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან. ნიკა მელია - ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია. ირაკლი ქადაგიშვილი - ლავროვმა განცხადება ერთი რამის გამო გააკეთა, რომ საქართველოს დაუძაბოს ურთიერთობა ევროპასთან და ოპოზიციას მისცეს „დამატებითი საწვავი“- მთავრობა რომ მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა. პაატა გაფრინდაშვილი - 12 პრიორიტეტის მიღმა, მთავარია, ქვეყანამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, აჩვენოს, რომ მას აქვს დადებითი ტრაექტორია, ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის გზაზე - თუ ამის ჩვენებას საქართველო შეძლებს, ევროკომისიის შეფასება დადებითი იქნება. სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა არ გაიზიარა. ნიკოლოზ ვაშაკიძე - კავკასიის რეგიონის ბედის განმსაზღვრელ პროცესებში საქართველო პასიური დამკვირვებლის როლშია - ახალი კონფიგურაცია ძირითადად იმ მოთამაშის ხარჯზე ლაგდება, რომელიც პასიურობას იჩენს. ევროკავშირის ელჩი - ვიმედოვნებ, 12-ვე პრიორიტეტზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა - ჩვენ ჯერ კიდევ ველით ზოგიერთ გადაწყვეტილებას, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევაზე. პაატა გაფრინდაშვილი - იმედი მაქვს, ხელისუფლება სწორ პასუხს გასცემს რუსეთის ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც რეალურად კარიკატურაა - პასუხი გაეცეს, რომ საქართველოს მისი ნების საწინააღმდეგოდ არავინ არაფერს სთხოვს. რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამო.
რა ხდება ნაცებში? - იაგო ხვიჩია - საქართველოში პოლიტიკური თამაშის ეს ეტაპი უნდა დასრულდეს და უფრო საინტერესო პროცესი დაიწყოს, რისკენ მისასვლელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა. გივი მიქანაძე - ხაბეიშვილი მერაბიშვილ-კეზერაშვილისთვის იდეალური კანდიდატია - უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას. ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე - ამათი შემხედვარე მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ვართ! - ნიკა მელიას ვუსმინე, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“ - იგივე ხელწერა აქვთ: ჩაშვება, დასმენა, შანტაჟი, ჩანაწერების გაკეთება. დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი გამოიწვევს შემდეგს: რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, მარტივ მამრავლებად დაიშლება. ლევან იოსელიანი - ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა პარტიული პრობლემა, რომ მას ეს პრობლემა, როგორც თავმჯდომარეს, გადაიყოლებს. გურამ მაჭარაშვილი - არსებობს გამოთქმა: „ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო“ - "ნაცმოძრაობაში" ასეთი ამბები მიდის.
იმუშავებ და რა?! - ირაკლი პეტრიაშვილი - ბიზნესის ზოგიერთ დარგში დასაქმებულები კვირაში კვლავ 48 საათი მუშაობენ და ამის შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ - ანომალიაა, რომ დასაქმებული ადამიანი ყოველწლიურად ღარიბდება.
ლიფტები თქვენია - კახა კალაძე - კორუფციულ ფაქტებს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ! კალაძე მოსახლეობას - სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და განახლება. კალაძემ საახალწლო ღონისძიებებში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა. თბილისის ვიცე-მერი - არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც „გრინსერვისს“ შეზღუდავს, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში - სანამ სასამართლოს განაჩენი არ იქნება, რაიმე ზომების მიღება ვერ მოხდება. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი - არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. წელს თბილისის მერია რამდენიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს განახორციელებს. ანა ნაცვლიშვილი - ფაქტობრივად დაზარალებულებს დააკისრეს პასუხისმგებლობა - თუ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის, რომ ლიფტი, კიბე, შადრევანი უსაფრთხო იყოს, მაშინ რისთვის აფინანსებენ მოქალაქეები ხელისუფლებას?! საბურთალოს რაიონის გამგებელი - 60 განაცხადია შემოსული ლიფტის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების შესახებ, საიდანაც 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია და გაჩერებულია. კახა კალაძე - 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაციაც შედის. ლევან იოსელიანი კახა კალაძის განცხადებაზე - „ხელების დაბანა“ სწორი არ არის - უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. საბა ბუაძე - ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი.
ხალხის ძალოსნები - გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია გვაქვს სააკაშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე, არამედ ლოგიკური ჯაჭვი შევკარით - სად წაიკითხეთ ჩვენი პირდაპირი ბრალდება? გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებს და ის მხოლოდ სპიკერია.
ანა ნაცვლიშვილი - უმრავლესობის წევრთა კომენტარებმა დაადასტურა, რომ ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა ხელისუფლების დაგეგმილი იყო - ამ დონემდე რომ დაეშვა, ამისთვის უნდა „იმუშაო“, ვუსამძიმრებ „ქართულ ოცნებას“.
„დემოკრატიის მცველები“ საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.
„პურის მრეწველთა კავშირი“ - პურის ფასზე ცვლილებას არ ველოდებით - ქვეყანაში ფქვილის, დაახლოებით, სამი თვის მარაგია.
საზღვარგარეთულები:
ომი და ავიაკატასტროფა - მედია - თუ გერმანიის მთავრობა გადაწყვეტს უკრაინა უახლოეს მომავალში Leopard 2-ის ტანკებით მოამარაგოს, მას სავარაუდოდ, 10-დან 15-მდე შეკეთებული ტანკის გადაცემა 2023 წლის ბოლომდე შეეძლება. უკრაინული მედია - კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკი ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე - დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი, უკრაინის ნამდვილი პატრიოტები - დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს, ტკივილი ენით გამოუთქმელია. ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან და უკრაინას სამძიმარს უცხადებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბროვარიში, ვერვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ტერორისტებს შორის - ნატო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. სალომე ზურაბიშვილი ბროვარში მომხდარზე - ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის - საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს. კახა კალაძე - ჩემო უკრაინელო მეგობრებო, თქვენთან ერთად ვწუხვარ და განვიცდი იმ შემზარავ ტრაგედიას, რაც ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მოჰყვა. არჩილ თალაკვაძე - უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - გამაგრდი, უკრაინა! ვლადიმერ პუტინი - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ომის შეჩერების მცდელობა. გაერო-ს გენმდივანი - ვერ ვხედავ, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. იენს სტოლტენბერგი - თუ ხვალ მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს, დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკი - დრო, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება მკვლელობისთვის - მსოფლიომ უნდა გადადგას ნაბიჯები უფრო სწრაფად, ვიდრე რუსეთი დგამს. მიხაილო სამუსი - ვფიქრობ, რუსეთის გეგმები ვერ განხორციელდება - უახლოეს მომავალში იქნება საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გაზრდა, შეეცდებიან დონბასის თავდაცვის გარღვევას, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ ის, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია