შესავალ სიტყვაში მხოლოდ არჩევნების თემა დომინირებს, ასევე კორონასგან გამოწვეული ახალი შეზღუდვები და დახურული სკოლა-ბაღები. კარტოგრაფიამ გარეჯიდან თბილისში, თბილისიდან კი სტრასბურგში გადაინაცვლა და იქ საჩივრდება. რაც შეეხება კორონას რიცხვებს - დადასტურებული შემთხვევა - 15327, გამოჯანმრთელებული - 7613, გარდაცვლილი - 124. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2186 ლარია.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა, 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიდან 342 - აჭარაში, 277 - თბილისში, 198 - იმერეთში დაფიქსირდა. სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების შერჩევითი ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება. მარინა ენდელაძე - მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს. საპატრულო პოლიცია „კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან მონიტორინგს ახორციელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ და უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვან. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 70-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლაში 29 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი შეწყდა. ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. გედევან ფოფხაძე - საზოგადოებაში განცდაა, რომ თუ მოქალაქე კოვიდ ინფექციით ავად გახდება, მას ან არ უმკურნალობენ ან არასათანდო მკურნალობასა და მზრუნველობას მიიღებს. კორონავირუსის დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა. ეკატერინე ადამია - საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს. კორონავირუსით ინფიცირების გამო, ამ დროისთვის 21 ბაღში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლევან რატიანის განცხადებით, მუშავდება ახალი პროტოკოლი იმის შესახებ, კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში.
ამბები არჩევნების მოახლოების ფონზე - 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა. ცესკო - კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი დარჩება, გახსნილი მხარე კი კედლისკენ იქნება მიმართული, რომ არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. ბადრი ჯაფარიძე - თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის არჩევნებზე მისვლა, ეს არის „ქართული ოცნება“. გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას - თუ არ გეშინია, ნებისმიერ ადგილზე მზად ვარ მოვიდე და თქვენი სახე ვაჩვენო. სერგი კაპანაძე - ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი სააკაშვილია, სამწუხაროა, რომ მას ამაში ხშირად თავად სააკაშვილი ეხმარება. დავით უსუფაშვილი - დავით გარეჯის საკითხის დახურდავება პიარულ, საარჩევნო თემად, მიუტევებელია და ხალხი „ოცნებას“ ამას არ მიუტევებ. ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს და არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - მოვუწოდებთ ცესკოს, სასწრაფოდ მიიღოს კენჭისყრის დღის პროტოკოლი. გია ვოლსკი - კოალიციურ მთავრობას მომავალში უნდა მივაღწიოთ მაშინ, როცა დავინახავთ, რომ ოპოზიციაში სადისტები, მავნებლები, პოპულისტები და პოლიტიკური თაღლითები არ არიან. ნიკა მელია - განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის ბატონი ღარიბაშვილი - ფაქტი, რომ ის არის თავდაცვის მინისტრი საკმარისია, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდეს. „თავისუფალი საქართველო“ - „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გამოკითხვებს უნდობლობას ვუცხადებთ. მამუკა ხაზარაძე - მიშას და ბიძინას თამაშიდან ისევ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა. არჩილ თალაკვაძე - ადამიანი იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი სახელმწიფოს ყველა სერვისი. კაპანაძე - ასობით შემთხვევაა, როცა „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებთან მიდიან და სამსახურის დაკარგვით, ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. ხატია დეკანოიძის შეფასებით, მმართველი გუნდი ფიქრობს, თუ როგორ მოწყვიტოს ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს. ვახტანგ მჭედლიძე - ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? ეს არის გუნდურობა? სირცხვილია მეგობრებო! გიორგი გახარია - ეს ორი კვირა ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მცირე ნაწილი მივა, ოპოზიცია შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს დააყენებს. ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე - ყველაზე მტკივნეული რაც აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისა" და მისი სატელიტებისთვის, იქ ახდენენ საკუთარ თვითლუსტრაციას. არმაზ ახვლედიანი - ვერასდროს, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ სხვა პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა. გუბაზ სანიკიძე - „ქართული ოცნების“ მაქებარი კაცი, სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო - ესენი არჩევნებს აგებენ ოპოზიციასთან სულ ცოტა 2:1. გრიგოლ ვაშაძე - შეხედეთ აჭარას, რომელიც ლევან ვარშალომიძემ, მისმა გუნდმა დაუღალავი შრომით, პატიოსნებით, კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრით, შავი ზღვის მარგალიტად აქცია.
გასაჩივრება სტრასბურგში - ლადო მირიანაშვილი - 1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც. კომისიას ორიგინალი 200 000-იანი რუკა მოპოვებული ჰქონდა, თუმცა, ეს რუკა იყო დაუმოწმებელი და შესაძლოა, აზერბაიჯანულ მხარეს მის მიღებაზე უარი ეთქვა. მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ” გარეჯის თემა წამოწია შეგნებულად არჩევნების წინ, რათა თავისი წარუმატებლობა გადაეტანა ძალიან სენსიტიურ თემაზე. მელაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
საქართველოში 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 7 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება. სომხეთში კორონავირუსის 1 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 15 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 232 პაციენტი გარდაიცვალა. მედია - კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვის წინასწარი დაკავების დაწესებულებები ეჭვმიტანილებს დროებით აღარ მიიღებს. ირანში კორონავირუსის 4 552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 265 ადამიანი გარდაიცვალა.
ბელარუსმა სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა.
ომის თემა - სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო. ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება. არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანთან ბრძოლას კიდევ 29 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. თორნიკე შარაშენიძე - რეგიონში ბალანსი შეცვლილია აზერბაიჯანის სასარგებლოდ - რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს ბაქოს და ანკარას.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია