ვირუსით დამოკლებული გზა, სენატორების მორიგი ეპისტოლეები და საეკლესიო სასამართლო

      აბრეშუმის გზა მკვეთრად დამოკლებულა. ვირუსი დღის მთავარი თემაა და რაც უფრო მატულებს გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა, მით მეტად ხმაურობს კორონა ვირუსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პარალელურად, ქვეყნის შიგნით ისევ საგარეო წერილების ხმა ისმის - კონგრესმენების წერილი ამჯერად პრემიერმა გახარიამ მიიღო და მის გარშემო კეთდებოდა განცხადებები. მეუფე პეტრე კი საეკლესიო სასამართლოს დამკვიდრებას ითხოვს, ხოლო პირველ განსასჯელად საკუთარ თავს ასახელებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 იანვარი, 2020

      დამოკლებული აბრეშუმის გზა - ვირუსით გამოფხიზლებული მსოფლიო - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო ფხიზლად უნდა იყოს. ახალი კორონავირუსით 170 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირების შემთხვევები 7 700-ს აჭარბებს. გიორგი გახარია კორონავირუსზე - ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას. ფინეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის შემთხვევათა 98% ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა დაავადების ექსპორტი ხდება. ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე - ჩვენთან ინფიცირებული არ დაფიქსირებულა - პანიკის საფუძველი არ არის. ახალი კორონავირუსი ინდოეთშიც დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს, გამოთქვა თუ არა ქალაქ უხანიდან გამოსვლის სურვილი საქართველოს რომელიმე მოქალაქემ. ყაზბეგიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვი. საკრუიზო გემი, რომელზეც 6 000 მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიაში პორტშია გაჩერებული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება ჩინეთში. პაატა იმნაძე - გადაუდებელი საქმე თუ არ გვაქვს, ნუ წავალთ იქ, სადაც არის ინფექციის კერა - რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ყველგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ. მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციასაც განახორციელებს. ლევან დავითაშვილი - ამ ეტაპზე ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა, რაც შეეხება სასურსათო პროდუქტებს, ის არ წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ამირან გამყრელიძე - მივმართავ მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას - კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ.

      მუშტი სასამართლოს ეზოში - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ნიკა გვარამია - ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა, ვინ იყო არ დამინახავს. გვარამიას განცხადებით, მას დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მზად არ არის სხდომაზე დასწრებისთვის, თუმცა მოსამართლემ სხდომის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიაზე თავდამსხმელები „სუს-ის მიერ სპეციალურად მოგზავნილი პირები იყვნენ“.

      ეპისტოლარული კონგრესი - გიორგი გახარიას წერილს კიდევ ორი ამერიკელი სენატორი უგზავნის - 29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე. სენატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს იმ ღირებულებებთან დაკავშირებით, რასაც მისი საერთაშორისო პარტნიორები იზიარებენ. ნათია თურნავა - ხელისუფლების მხრიდან სენატორების განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება. მამუკა მდინარაძე კონგრესმენების წერილებზე - ძალიან ცუდია, როდესაც კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება და ინტენსიური კომუნიკაციის დროს ამაზე ბევრი საუბარი, ბევრი კამათი გვექნება. პრემიერი - გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და პოზიციების დაფიქსირება იქნება-მეთქი - დღეს ეს დადასტურდა. გიგი უგულავა - სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! გია ვოლსკი სენატორების წერილზე - არის საკითხები, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოყენებულ ტერმინს მაგონებს - ამას ჰქვია „მეგობრული ცეცხლი“, როცა მეგობარი უნებლიედ მეგობარს აზიანებს. გია ხუხაშვილი ხელისუფლებაზე - კონგრესმენებთან ორ კლასის განათლების ადამიანი ჩავიდეს და „გუგლ თრანსლეითით“ უნდა უთხრას, რომ ხუნდაძის ბუნტი მოხდა?! ამას ჭამს ვინმე?! - შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს და უფრო მძიმე წერილები წამოვა

      ეკონომიკის ქნარი - გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით, 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. გიორგი გახარია - ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების დამატებით პრივატიზებას. ნათია თურნავა - პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ვაფართოვებთ და ვამატებთ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებს

      გასაყიდი დოქები - მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. კახა კალაძე - დაველოდოთ, თუ „რიყის დოქები" ვერ გასხვისდება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ თავად გავაკეთოთ ან როგორ მოვიქცეთ.

      საეკლესიო სამართლის მოთხოვნა - მეუფე პეტრე - საეკლესიო სასამართლო ერთ-ერთი გამოსავალია, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას - დავიწყოთ ჩემით. მეუფე პეტრე დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე - არსებობს მტკიცებულებები, რომ საერო ცხოვრებაში მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი - ვურჩევ წმინდა სინოდს, ამით დაინტერესდეს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრეს განცხადებაზე - ამას ვიღებ, როგორც ერთ-ერთ სერიას იმ ბრალდებების, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული.

      რუსეთის ხელისუფლება ქართულ ნარატივში - ირაკლი ბერაია - მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კახა კუჭავა - მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის დელეგაციას ყველანაირი დისკომფორტი შევუქმნათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით. თორნიკე შარაშენიძე - სერგეი გავრილოვის არსებობა რუსეთშიც 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ გაიგეს, ასე, რომ მას არავინ არაფერს ეკითხება. გიგი უგულავა - გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, სენატიდან მამხილებელ წერილს ვიღებთ, ივანიშვილს „რამსები“ აქვს არეული. გია ვოლსკი - გავრილოვის ჭკუის დამრიგებლური განცხადებები უადგილოა.

      იზორიების გმირობა - ჯუმბერ იზორია „შეცვალეს“ წევრებს - ჩემისთანები, რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს, საქართველო დამოუკიდებელი არ იქნებოდა. პრემიერი ლევან იზორიას ძმის საქმეზე - რაც კადრებში ვნახე, უბრალოდ ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება - იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა.

      ტენდერობანა - „ნაცმოძრაობის” წევრი გიგა შუშანია აცხადებს, რომ სახელმწიფო ტენდერებს თბილისსა და ქუთაისში, ქუთაისის ვიცე-მერ იუზა უგულავასთან დაახლოებული კომპანია იგებს.

      ალეკო ცქიტიშვილი - 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაზარალებულის სტატუსი აქვს 67 პოლიციელს და 7 დემონსტრანტს, სტატუსი არ მიუღია არც ერთ ჟურნალისტს.

      მხარჯველი მესტია - „ენერგო-პრო ჯორჯია“ - მესტიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა - მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად.

საზღვარგარეთულები:

      დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მიღმაა

      მკაფიო უკრაინა - უკრაინელი დეპუტატი - რუსები კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, მაგრამ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და აი, რატომ არ წერია ეს სიტყვები დოკუმენტში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 100

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters