გიორგი მამალაძე უდეკანოზოდ, გამკაცრებული მესაჭეობა, მუხთარლი და კიბერშეტევა მსოფლიოს

      ტემპერატურა საზაფხულოს ემსგავსება და როგორც სინოპტიკოსები აანონსებენ, ხვალ უკვე 35 გრადუსამდე ჩამოცხება დედაქალაქში, მაგრამ მერე ისევ აცივდებაო. პოლიტიკურ სიცხეს, ზღვის სიო უბერავს და ნიუსებიც ვიწროვდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /27 ივნისი, 2017/

      მაგალითად, ვაპირებ რომ საღამოს მთავარი მიმოხილვა დავიწყო ყველის აკრძალვით! საქართველოს პარალმენტის დადგენილებით, რძის ფხვნილის ყველი არ არის ყველი, ამიტომ 1 ივლისიდან რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტის ყველის სახელით გაყიდვა იკრძალება.

      შემდეგი ნიუსი უნდა მინდა მივუძღვნა მძღოლებს. ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, იმის დასადასტურებად რომ მართვის მოწმობა აქვთ და 1-ლი ივლისიდან იქ 100 ქულა ჩაერიცხებათ. ამავე თემაზე, დაანონსებულია, რომ საქართველოს მასშტაბით 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება. უკონტაქტო პატრულირება ქვეყნის მასშტაბით ათამდე ლოკაციაზე, მათ შორის, ქუთაისის შემოვლით გზაზე განხორციელდება.

      კანონის სხვა ცვლილებებიც აქ იყოს - ცვლილებების თანახმად, არასამუშაო დროს, პირის ადმინისტრაციული წესით დაკავების საერთო ვადის ხანგრძლივობამ 48 საათს არ უნდა გადააჭარბოს. ეკა გიგაური - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მმართველ პარტიას ძალაუფლების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება სურს. ანა ნაცვლიშვილი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება, საკონსტიტუციო კომისიისა და ვენეციის კომისიის მუშაობას მთლიანად ხაზს უსვამს.

      გუშინ ღამე ხომ დავაკომენტარე მამალაძის წასვლა, დღეს უკვე ნიუსებში შემხვდა - ირაკლი შოთაძე - ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა და მთავარი პროკურატურა ამის შესახებ საქმის კურსშია. ირაკლი შოთაძე „ციანიდის საქმეზე“ - სპეკულირებაა, რომ რაღაც დარღვეულია,თუ რაიმე დარღვევაა, ამისთვის სასამართლო არსებობს. დღესვე, დეკანოზი მამალაძე, მატროსოვის ციხეში მოინახულეს, არქიმანდრიტმა დავითმა (ჭინჭარაული) და დეკანოზმა კახაბერმა (გოგოტიშვილი). გამოაცხადა მთავარმა მოწმემ სადაც არის - ირაკლი მამალაძე - ვიმყოფები კიევში, საქართველო იმ ცილისმწამებლური კამპანიის გამო დავტოვე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს. მამები გამოვიდნენ ციხიდან და მამა კახაბერმა თქვა: დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა უნდა და მე უნდა გადავცე. მიხეილ რამიშვილი - მამა გიორგის ექნება ზუსტად ის სათქმელი, რაც საჭიროა, რომ სიმართლე მივიდეს პატრიარქამდე. შესვლა-გამოსვლის შედეგი იყო ის რომ - ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ, გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.

      სკოლაში არჩევნები ვერ ჩაგიტარებია კაცს - სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნოდ გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

      პილოტის ამბავი - სოსო ოსორაულის საკითხზე ელჩმა კონგოში შეხვედრები გამართა.

      ნარკოპოლიტიკაზე პრეზიდენტიც საუბრობს - პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებლებისთვის კანონი იყოს ლიბერალური, ნარკოდილერებთან და გამსაღებლებთან მიმართებაში კი მკაცრი.

      პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - ოღონდ იქამდე მრავლი სასამართლო გაიმართა - ანა მარგველაშვილი მიხეილ თათარიშვილის დაკავებაზე - ფაქტობრივად მოიტაცეს ადამიანი, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივად. გათავისუფლებაც არ აკმარეს პროკურორს - მოსამართლემ მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი 300 ლარით დააჯარიმა.

      უკრაინიდანაც ისმის რაღაც - უკრაინის გენპროკურორის მოადგილე - სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციით, მისი ექსტრადირება შეუძლებელია. თემურ ჯანაშია - იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი აპირებდა სააკაშვილის ერთი ცნობილი ადგილით დაკიდებას, გადაწყდა, პრეზიდენტის უსაფრთხოების დონე ამაღლებულიყო.

      მიშა ვახსენე და ბარემ - გივი თარგამაძე - რაც ჩვენს დროს მანკიერი იყო, ახლა ასჯერ უფრო გაზრდილი და ასჯერ უფრო მავნებლურია. და აქვე იყოს ნიკაც - ნიკა მელია - ორი კვირით ადრეც რომ ჩაინიშნოს არჩევნები, ხალხი ცივი გონებით არის მომართული და ზუსტად იცის, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ნიკა მელია - ზოგი ჭირი მარგებელია - ჩვენ ისეთი ადამიანები მოგვშორდნენ რიგებიდან, რომელსაც ვერასოდეს მოვიშორებდით.

      პრიმა ბალერინა გაბრწყინდა - ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოეს.

      ვფიქრობ, ნელ-ნელა უცხოეთის ამბებში უნდა გადმოვანაცვლო მუხთარლიც - აზერბაიჯანის გენპროკურორის მოადგილე მუხთარლის საქმეზე - აზერბაიჯანი გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა ცხადია ბლომდე ვერ გადაინაცვლებს, რადგან საქართველოდან იწყება ეს საქმე, შესაბამისად - ლეილა მუსტაფაევა - საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მადლობის გადახდას არ იმსახურებენ. ლეილა მუსტაფაევა - საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია აფგან მუხთარლის გატაცების საქმით. ანა დოლიძე - პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლესა და ადვოკატს დაპირდა, რომ ამ საქმის განვითარებაზე მუდმივი მონიტორინგი გვექნება. არჩილ ჩოფიკაშვილი - პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ მუხთარლის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტული დაზარალებულისთვის, ისე ქვეყნის იმიჯისთვის. ირაკლი შოთაძე - ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს მივმართეთ, ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. შალვა ხუციშვილი - მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოხდება, როცა გამოძიების შუალედური შედეგები გამოქვეყნდება.

      როცა შინ არაფერი ხდება, გავიხედოთ საზღვარგარეთ.

საზღვარგარეთულები:

      ყველაზე ბიგ ბრო_თი დავიწყოთ - თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ-ის ხელისუფლებამ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის მზადების ნიშნები გამოავლინა. ტრამპიზაციის ფენომენზეც - ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება ნაწილობრივ აღადგინა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესის სენატს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე დასამტკიცებლად კრისტოფერ რეის კანდიდატურა წარუდგინა. დონალდ ტრამპი - CNN-ს მოუწია რუსეთის შესახებ დიდი მასალის წაშლა, რას იტყვით სხვა ყალბ მასალებზე?

      კიბერ სივრცე გააქტიურად - უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, კიბერშეტევა დანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც განხორციელდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო fdპორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 195

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters