მარგებელი კანაფი და ეკონომიკის შველა, საცობების ქალაქი, მოშიმშილე მონაზონი და გადაშენების აქცია, საზღვაო ჰაბი და ჩადრის სიმტკიცე

      მიმდინარე კვირა თავიდან ბოლომდე კანაფს და მარიხუანას მიეძღვნა. დღეს აღმოჩნდა, რომ კანაფის ის სახეობა უნდა გაამრავლოს, აკულტივიროს ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ სიკეთის მომტანია ფარმაციაში. ამას გარდა, დღესაც იყო მამების აქცია მთავრობის გადასაყენებლად, იბერიის საქმე ნელ-ნელა სატელევიზიო რეგულაციების საქმედ გადაიქცა, და ამას დაემატა კალაძის საცობებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 სექტემბერი, 2018 /

      კანაფის კულტივაცია სამკურნალოდ - მამა გიორგი ფირცხელანი - საპატრიარქოს ნუ ჩავთვლით რეპრესიულ ორგანოდ, რომელიც თითქოს თავისუფლებას წინ აღუდგება. ზურაბ ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე - 50 ადამიანი იჯდა და გონზე არ იყო არავინ, რას ბჟუტურებდნენ და ბრძენი სახეებით ვითომ ერზე ზრუნავენ. გია ვოლსკი - გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას. კახა კალაძე - გუშინ მოვისმინეთ, რომ საინვესტიციო ბანკი „გოლდმან საქსი“ და ივანიშვილი ლობირებენ ნარკობიზნესს, ეს ნამდვილად სასაცილოა. ექიმი-ნარკოლოგი - მარიხუანას მოხმარება საფრთხისშემცველია, ის არ არის უწყინარი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, მარიხუანას რეგულაციების განხილვაში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ჩაერევა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი - ნარკოტიკი ისლამში მიუღებელი და აკრძალულია, ჩვენთვის მიუღებელია მისი ნებისმიერი სახით მოყვანა და კულტივაცია. დეპუტატი მირიან წიკლაური - კანაფზე დამზადებული რომელიმე პრეპარატის ეფექტურობა სამედიცინო თვალსაზრისით დადასტურებული არ არის. აკაკი ზოიძე - მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ. „გოლდმენ საქსში“ ივანიშვილის მიერ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება. „ქართული ოცნების“ დეპუტატის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პარლამენტი კანაფის მოყვანა-კულტივაციის ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკული საშუალებებისათვის მისი გადამუშავება საქართველოშივე მოხდება და ამ მიზნით სპეციალური საწარმო შეიქმნება.

      იბერია ტელევიზიობით დაბრუნდა - „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიებაზე - ეს ჩვენი დაცინვაა, ზუსტად ვიცით, რა შედეგს დადებს პროკურატურა. კახა კალაძე - ტელეკომპანია „იბერიას“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ნინო ლომჯარია - ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. „იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი – იმედია, ხელისუფლება სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მაინც იქნება ადეკვატური. "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს - თქვენს ტელევიზიას დავალიანება აქვს და გაჩერებთ ვინმე?!

      ყველას პრეზიდენტი - ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ურჩევს, გააკეთოს დეკლარირება, რომ ის ყველას პრეზიდენტია. გიორგი მარგველაშვილი - საქართველომ იცის და პატივს სცემს ესტონეთის სიმამაცესა და მყარ პოზიციას. ზურაბიშვილის წინააღმდეგ ონლაინ პეტიცია შეიქმნა - მოხსნას ზურაბიშვილმა კანდიდატურა.

      მოლოდინი გადაშენებაზე - ზაზა სარალიძე - ჩვენ მანამ ვიქნებით აქ, სანამ ეს ხელისუფლება არ გადაშენდება. ზაზა სარალიძე - აქციები გაგრძელდება ყოველდღე, ვიდრე მთავრობა არ გადადგება. მოძრაობა „მამები სიმართლისთვის" საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისკენ და ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ადვოკატი - მაღალჩინოსნების ჩარევით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ადამიანები სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. შვილმკვდარ მამებს მონაზონი თამარი შეუერთდა და რუსთაველზე შიმშილობა დაიწყო.

      აქტიური პრემიერი - მამუკა ბახტაძე - მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომ ქვეყანა გახდეს საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი. მამუკა ბახტაძე - საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. მამუკა ბახტაძე - ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესითაა დაკავებული. მამუკა ბახტაძე - ფორუმზე მიღებული იქნება ბათუმის დეკლარაცია, რომელიც მთავრობის საზღვაო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახდება.

      მოხშირებული გასეირნება საავადმყოფოში - ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

      ზონალური პარკირება და თბილისის სიახლეები - კახა კალაძე - 2019 წლიდან ამოქმედდება პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს. ვტობუსები პეკინის გამზირის ნაცვლად კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ. კახა კალაძე - 4 წლის განმავლობაში იმდენი უნდა ვიმუშავოთ, ქალაქს ჩვენი ხელი დაეტყოს. ექსპერტი - ჰაერის დაბინძურების კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მხოლოდ ავტოტრანსპორტი არ არის ატმოსფეროს დამაბინძურებელი. მაია ბითაძე - საჯარო პარკინგის ადგილების თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, ე.წ. სტაიანშჩიკების წინააღმდეგ მერია სანქციებსა და ჯარიმებს გამოიყენებს. გიორგი ცხადაძე – 2018 წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში gwp თბილისში 350 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას განაახლებს. ვახტანგ შაქარიშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შარტავა-კოსტავას მონაკვეთზე ფუნდამენტური და კაპიტალური სამუშაოებია ჩატარებული. თბილისის მერია სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისას, ასევე სამშენებლო მოედნებზე დამტვერიანებასთან დაკავშირებით ცვლილებების პაკეტს ამზადებს. ბექა დავითულიანი - სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი პარკირების სისტემის დარეგულირებაა. თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

      ვაჭრობა მილიარდებში - საქსტატი - იანვარ-აგვისტოში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

      დოლარის ზრდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6158 ლარი გახდა.

      ჩადრის პრობლემა - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის განცხადებით, ჩადრის ტარების გამო, ადამიანების დაჯარიმება მოქალაქეების უფლებებს შელახავს.

      მაკედონელის ტაქტიკა ფაროსანას წინააღმდეგ - სოფელ უხუთში მოსახლეობა ფაროსანას „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის გამოყენებით ებრძვის.

      საზღვაო ჰაბი - მარკ ონილი - აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი. გიორგი ქობულია - ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საქართველოს მხარემ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს. გიორგი ქობულია - საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპგამიჯნული არჩევნები - დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების გამოყენების შესახებ ბრძანებას მათთვის, ვინც არჩევნებში ჩაერევა.

      პუტინის აგრესია - ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს.

      მიუღებელი მოლაპარაკებები - ილჰამ ალიევი - სომხეთის პრემიერის განცხადება, რომ აზერბაიჯანმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, მიუღებელია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 280

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

George: სექტემბერი 14, 2018||12:35pm

მაგარი არაპრაკტიკული მთავრობა გყვავს - ჰეროინი უფრო მომგებიანია !

ლაშა: სექტემბერი 14, 2018||1:12pm

ჰეროინსაც აქვს ფარმაკოლოგიური დანიშნულებები? 

ლაშა: სექტემბერი 14, 2018||1:13pm

აიფონი ნამდვილად დაიჩაგრა qwellynews-ში. იმხელა ზომა აქვს, უკვე სასაცილოდაც არ ყოფნით - ბარემ LCD ტელევიზორით ვივლითო. :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters