(ორივე სასულიერო სახელი გახლავთ, სხვადასხვა იერარქიული საფეხურის შესაბამისად)
თამარ მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და) სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილისა და თავადის ასულ ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა 1869 წლის 1 აპრილს.
თამარს ბავშვობიდანვე ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ დედის გარდაცვალების გამო (მამით ბავშობაშივე დაობლდა) პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და მშობლიური მამულის მართვა იკისრა.
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში თამარი შემთხვევით მოხვდა. ზაფხულში უმცროს და–ძმასთან ერთად დეიდასთან სტუმრობდა სიღნაღში. მეგობრებთან ერთად სეირნობისას ბოდბის ტაძარსაც ეწვია, სადაც საღვთო ლიტურგია მიმდინარეობდა. კლიროსზე იდგა იღუმენია იუვენალია და ლოცვებს კითხულობდა, რამდენიმე და გალობდა. ტაძარში გამეფებულმა სულიერმა ატმოსფერომ თამარზე ისე იმოქმედა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. ახლობლები ბევრს ეცადნენ იგი საერო ცხოვრებაში დაებრუნებინათ, მაგრამ ამაოდ. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღიკვეცა და საეკლესიო სახელად იუვენალია ეწოდა. 1902 წელს იღუმენია იუვენალია–უფროსი გადაყვანილ იქნა მოსკოვში ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვრად. იუვენალია–უმცროსი კი საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით ბოდბის მონსატრის იღუმენიად განამწესეს. ეს იყო უმძიმესი წლები რუსეთის იმპერიაში შემავალი საქრთველოსა და ქართული ეკლესიისათვის.
იკრძალებოდა წირვა–ლოცვა ქართულ ენაზე. ამ ურთულეს პერიოდში, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის მონასტერში წირვა–ლოცა და გალობა ქართულად აღევლინებოდა. წინამძღვარი მუდმივად ზრუნავდა ქართველ პედაგოგთა და მოსწავლეთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სისტემატურად ითხოვდა ფულად დახმარებას საქართველოს საეგზარქოსოსა თუ რუსეთის სინოდისაგან. მისი შეუპოვრობა და თავგანწირვა მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის შემდეგ აღწევდა მიზანს.
1905-07 წლებში რევოლუციურად განწყობილი მთიელები თავს ესხმოდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას, გლეხები ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის დედა თამარს და ისიც ყველას ეხმარებოდა, იცავდა და თავშესაფარს აძლევდა მონასტერში. რევოლუციონერები განაწყებენულები იყვნენ ახალგაზრდა იღუმენ იუვენალიაზე და ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს. 1907 წლის ნოემბერში თავდასხმა მოხდა ეტლზე, რომლითაც თამარი თბილისიდან ბოდბეში მიემგზავრებოდა. სინოდმა შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და დედა თამარი საქართველოდან გაიწვია. ეს ფაქტიურად გადასახლებას ნიშნავდა. თამარ მარჯანიშვილი მოსკოვში გადაიყვანეს და პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად დანიშნეს. დედა თამარს არ უყვარდა თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება. მან ერთდროულად დაკარგა მშობლიური სავანე, სამშობლო და სულიერი შვილები.
1908 წელს სერაფიმო–პონეტაევის მონასტერში ლოცვისას დედა თამარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და მონასტრის დაარსება ურჩია. სწორედ ამ პერიოდში მას განდეგილად ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სასულიერო მამების რჩევით გადაწყვიტა დამორჩილებოდა ღვთისმშობლის ნებას. 1910-1912 წლებში დედა თამარის ინიციატივით რუსულმა ეკლესიამ სერაფიმე–ზნამენსკის სკიტი ააშენა. სწორედ აქ, 1915 წლის 21 სექტემბერს, თამარ მარჯანიშვილი დიდი სქიმით შეიმოსა და სქიმიღუმენია თამარი გახდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახელი ფამარი. სერაფიმო–ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ თორმეტი წელი იარსება. 1924 წელს ბოლშევიკებმა სავანე გაანადგურეს. დები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. დედა თამარმა პატარა სახლი იშოვა პერხუშკოვოს დასახლებაში და იქ დაიდო ბინა თავის ათ დასთან ერთად. პერხუშკოვოში ცხოვრება დაახლოებით ისე აეწყო როგორც სავანეში.
1931 წელს დედა თამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ბრალდებად საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი წაუყენეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. ციხეში მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, საოცარი სულიერი ძალის მქონე მუდამ ცდილობდა სხვათა დამშვიდებასა და დაწყნერებას. გასამართლების შემდეგ 60 წლის დედა თამარს გამოუტანეს განაჩენი – ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება ირკუტსკის ოლქში.
კოტე მარჯანიშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა დის გასათავისუფლებლად, მაგრამ მის თხოვნას ხელისუფლება მუდმივად უგულვებელყოფდა. კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა შეუძლებელი შეძლეს და სქიმიღუმენი თამარი 1934 წლის შემოდგომაზე ვადაზე ორი წლით ადრე დააბრუნეს გადასახლებიდან.
დედა თამარს საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს. დასახლდა მოსკოვთან ახლოს რკინიგზის სადგურ "პიონერსკაიასთან" მდებარე პატარა სახლში. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, გადასახლებაში სამხრეთელი ადამიანისათვის უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულიოზით დაავადდა.
დედა თამარი 1936 წლის 10 ივნისს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. წესი სერპუხოვის მთავარეპისკოპოსმა მეუფე არსენიმ (ჟადანოვსკი) აუგო. დაკრძალულია მოსკოვში ვედენის მთაზე. მის საფლავზე არის წარწერა: "რომელი მრწმენა , ცხონდესვე უკუნისამდე".
ჩემი სახელის ერთ–ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი. მე ბევრი რამ არ ვიცოდი მის შესახებ და იმედია თქვენც ბევრს შეიტყობთ.
velodebodi shens posts :) chemtvis piradad dzalian sainteresoa
marto me da shen vkitxulobdt am postebs. :)
მაშინ ორმაგ მადლობას გიხდი, გამოდის რომ ჩემთვის პოსტავ :) არც ერთი პოსტის "სერიებს" არ ველოდებ ხოლმე ამის გარდა :)
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, ეგაა მთავარი, სხვებმა თავიანთ სახელბეს მიხედონ :). შევეცდები უფრო საინტერესო ადამიანები გავიცნოთ ამ პოსტის მომდევნო ნომრებში :)
მაპატიეთ, შემოგეჭრებით :) გოგოებო თქვენ ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში იცნობთ? :)
დაველოდები შეგდეგ გამოშვებას :)
ეს მნიშვნელოანია ლაშა? :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია