1.09.1905 – 14.05.1953
თამარ აბაკელია დაიბადა 1905 წლის 1 სექტემბერს ქალაქ ხონში. ბავშვობა მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაატარა, რადგან მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ძირითადად ხონში, ქუთაისსა და ბათუმში უწევდა ცხოვრება. სწორედ ბათუმში მიიღო საშუალო განათლება. აქვე მოეწყო პირველად სამხატვრო სტუდიაში მხატვარ ვ. ილუშინის კლასში.
1920-1923 წლებში სწავლობდა ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში.
1923-1929 აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. იგი პირველი ქალი მოქანდაკე იყო ქართველებს შორის. აკადემიაში მას ხელოვნების ისეთი ცნობილი მოღვაწეები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ ი. შარლემანი (ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია), ე. ლანსერე (კომპოზიცია), ი. ნიკოლაძე და ნ. კანდელაკი (ქანდაკება).
გამოფენებში 1927 წლიდან იღებდა მონაწილეობას.
1930 წლიდან იგი იყო ,,სარმას” წევრი.
1931 წელს მეუღლესთან-პოეტ კარლო კალაძესთან ერთად იმოგზაურა შუა აზიაში და შუააზიურ თემებზე შექმნა ნამუშევრები.
თამარ აბაკელია – კოლმეურნის ოჯახი
1933 წლიდან აბაკელია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა.
1938 წლიდან სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
1942 წელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
1927 წლიდან მოყოლებული თამარ აბაკელია აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, თუმცა მისი პერსონალური გამოფენა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო 1954 და 1964 წლებში.
თამარ აბაკელია 1953 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თამარ აბაკელია – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია
ეს ყველაფრით ჩემი ყოფილა :)))
შენ სულ მასხრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო? :P
თა _ მო აი ერთი კარგი საქმე გავაკეთე. შენნაირი თამარი გაპოვნინე :)
tamuna შენ სულ მაგას არ შვები? აბა ცუდი საქმე აქ გაგიგია :) ლაშიკო ცუდი არა, უფრო არარეალური :)
თა _ მო მე სრულიად რეალურ რამედ მიმაჩნია და იცოდე უკვე დავიწყებ წერას :D
ლაშა დაწერე ლაშა, დაწერე, კიდევ ერთი მიემატება ჩემი თამარების სიას :)
ლაშა ნეტ რას დაწერ ძალიან მაინტერესებს, ჯერ ისეთი არაფერი ჩამიდენია თვით ლაშამ რო მიუძღვნას პოსტი :) იმედია ოდესმე ვიზამ რამეს :))))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია