სანამ წვიმა თოვლი არ მოვაო. ჰოდა არ მოდის. სანაცვლოდ მინისტრი ტიკარაძე წავიდა და ეს საღამოს ნიუსი ხვალ უკვე ტრენდში იქნება - ტიკარაძე რა საოცრად წავიდა. ამას გარდა კვლავ მიშას ბლოკია აქტიური და ფულის გამთეთრებლების ანუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე. კალაძეც არ იყო ჩრდილში. დოლარის ღირებულება - 3.1140 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 9 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი. ნათია თურნავა - ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს და ბიზნესთან უკუკავშირი გვაქვს. ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დაახლოებით 26 000-მდე „ბუსტერია“ გაკეთებული - ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა.

      ტიკარაძე გადადგა - ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული კომისიის შექმნა - მინდა, ტიკარაძეს მადლობა გადავუხადო, რომ რთულ სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა. დავით დარჩიაშვილი - ტიკარაძეს უთანხმოება ჰქონდა პრემიერთან - გადადგომა პრინციპულობის მატარებელი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ფორმაშია შეფუთული: „პარტიაში ე.ი. ბიძინასთან ვრჩები, მაგრამ ღარიბაშვილთან აღარ“.

      რა ხდება სააკაშვილთან?! - გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“. "ქართული ოცნება" პატიმრის ციხიდან გათავისუფლების არანაირ სამართლებრივ ბერკეტებს არ ფლობს! ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს სათქმელი სასამართლო სხდომაზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?! მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი ყოფილი პრეზიდენტის გარეშე მიმდინარეობს. გიორგი გელხაური - დავაყენებთ შუამდგომლობას სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ბექა ბასილაია - ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც სააკაშვილს დახმარება გაუწია, არის ნამდვილი გმირი და არა სისხლის სამართლის დამნაშავე. პროკურორი - მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში ძალოვანი სტრუქტურიდან წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მტკიცებულებად სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაც დაერთო. შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ყველანაირ გზას ეძებს, პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარებით სარგებლობის უფლება კვლავ არ მისცა. ლევან ვარშალომიძე - მე ჩამოვედი უკრაინიდან სააკაშვილის მოსანახულებლად - მას 30 წელზე მეტია ვიცნობ, ვიცი, როგორი იყო მისი ენერგია, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია. მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. პროკურორი - დაცვის მხარე რას დავობს, გაუგებარია, რადგან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად არ გადმოულახავს სახელწიფო საზღვარი და ის იმყოფება საქართველოში, რაც დანაშაულია. გიული ალასანია - ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა სულ ლოგინისკენ უჭირავს - გადაყვანა თუ იქნება, უნდა იყოს ნორმალურ კლინიკაში, რადგან სჭირდება რეაბილიტაცია.

      თბილისში დაგეგმილები - კახა კალაძე - დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მოსახლეობამ მეორედ მომცა მანდატი და ნდობა, რათა ვემსახურო ამ ქალაქსა და აქ მცხოვრებ ადამიანებს. კახა კალაძე გამგებლებს ავალებს, კვირაში ორი დღე მოქალაქეების მიღებისთვის გამოყონ. დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა. კახა კალაძის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების საკითხზე 2022 წლიდან საკანონმდებლო ბაზის მოსაწესრიგებლად მუშაობა დაიწყება. კახა კალაძე მედიას - მოდიხართ, იღებთ და არ აშუქებთ - თუ ასე გაგრძელდება, მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და მივიღებთ კონკრეტულ ზომებს.

      კონგრესმენები - გრიგოლ გეგელია - მივესალმები კონგრესმენების, კინზინგერისა და კოტონის განცხადებებს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე. ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს აქვს აშშ-ს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერა და ეს ნაბიჯები მომავალში ქმედით დახმარებად გადაიქცევა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

      პრემიერის საქართველო - ირაკლი ღარიბაშვილი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს.

      ეროვნულის ინფლაცია - დავით ჭიჭინაძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოა, როდესაც აცხადებს, რომ ინფლაცია თავისით შეწყდება.

      პედაგოგიკა ჩვენში - პედაგოგები, რომელთაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს, პარლამენტთან აქციას მართავენ. შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ მოსწავლესთან კომპეტენციის მქონე პროფესიონალი შევიდეს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლების სფეროს სხვადასხვა საფეხურთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტებზე იმსჯელეს. პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილს, რომელმაც კომპეტენცია ვერ აიმაღლა, სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა კვლავ ექნება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - დანიაში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, დაწყებითი სკოლები, რესტორნები და ბარები იხურება. სომხეთში კორონავირუსის 300 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 30 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 181 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი - გაერთიანებულ სამეფოში, თვის ბოლომდე, შესაძლოა „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 1 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდეს.

      რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი - დონბასში კიევის ნებისმიერ პროვოკაციას ჩავახშობთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 159

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters