ადამიანის განვითარების ისტორიაზე სრული და ზუსტი წარმოდგენისათვის აუცილებელია მისი დაკავშირება ფიზიკის, ქიმიისა თუ ბიოლოგიის მეცნიერებათა განვითარების ეტაპებთან.
ისტორიის განვითარების პროცესი, ჰარარის მიხედვით, სამ ფუნდამენტურ რევოლუციას მოიცავს, შემეცნებითი (კოგნიტური - 7000 წლის წინ), აგრარული (12000 წლის წინ) და სამეცნიერო ( სულ რაღაც 500 წლის)
ადამიანთა მსგავსი არსებები ბევრად ადრე ცხოვრობდნენ დედამიწაზე, ვიდრე ისტორია დაიწყებოდა. აფრიკაში 2,5 მლნ წლის წინ მცხოვრები ადამიანების მსგავსი ცხოველები თანდათან განსახლდნენ მთელ დედამიწაზე. ამ პერიოდში ისინი ისეთივე ცხოველები იყვნენ, როგორც ნებისმიერი იმ დროს არსებული სახეობა.
ჰომო საპიენსი, ჰარარის აზრით, სწორხაზოვნად არ განვითარებულა ნეადერტალელი სოლოს ველის მცხოვრები თუ დენისოველი ადამიანებისგან. პარალელურად არსებობდა, მათსავით ჰქონდა დიდი ზომის ტვინი, ამზადებდა ხელსაწყოებს და იყენებდა მათ ნადირობისას თუ საკვების შეგროვებისას . გარკვეულ პერიოდამდე ყველა სახეობის ადამიანი მათ შორის ჰომო საპიენსიც პარალელურად სახლობდა.
ევროპაში აფრიკიდან ჩამოსულმა საპიენსებმა ბევრგან მთლიანად ჩაანაცვლეს ნეანდერტალელები. ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევებში ისინი შეჯვარდნენ და შთამომავლობაც მიიღეს (გვართაშორისი შეჯვარების თეორია).
„ჩანაცვლების თეორიის“ მიხედვით კი საპიემსებსა და ნეადერტალელებს შორის დაუძლეველი გენეტიკური უფსკრული იყო. ამ თეორიის თანახმად საპიენსებმა უბრალოდ მთლიანად ჩაანაცვლეს ყველა სხვა სახეობის ადამიანი.
უახლესი კვლევების მიხედვით დასტურდება. რომ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა ურთიერთკავშირი საპიენსსა და სხვა სახეობის ადამიანთა შორის, რამაც შთამომავლობაში მათი გენების მცირე ნაწილის არსებობა გამოიწვია.
ჰარარი ფიქრობს, რომ საპიენსები სულაც არ იყვნენ ტოლერანტულები. „სრულად დასაშვებია, რომ როდესაც საპიენსები და ნეანდერტალელები ერთმანეთს შეხვდნენ, ისტორიაში პირველ და მნიშვნელოვან ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი“.[1]
ადამიანთა შორის პირველი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება მათ ორ ფეხზე დადგომას უკავშირდება. ამ დროსვე გაჩნდა მოთხოვნილება კომუნიკაციისა. დიდი მოცულობის ტვინმა, ხელსაწყოებით სარგებლობის უნარმა, დასწავლის შესაძლებლობამ და კომპლექსური სოციალური სტრუქტურების შექმნამ აქცია ადამიანი დედამიწაზე უძლიერეს ცხოველად. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ მას თვითონვე აშინებს თავისი მდგომარეობა და იწვევს სისასტიკეს სამყაროს მიმართ. „მრავალი ისტორიული უბედურება, სასიკვდილო ომებით დაწყებული ეკოლოგიური კატასტროფებით დამთავრებული სწორედ ამ ნაჩქარევი ნახტომის შედეგია“.[2]
ადამიანის დომინანტობის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი ცეცხლის მოპოვება და მისი მართვის შესაძლებლობა გახდა. ცეცხლის დამორჩილებამ საბოლოოდ გამიჯნა საპიენსი დანარჩენი ცხოველებისაგან.
საპიენსების წარმატების უძლიერესი იარაღი კი, რითიც მათ მსოფლიო დაიპყრეს სასაუბრო ენა იყო.
შემეცნებითი რევოლუცია აზროვნებისა და ახალი ენით კომუნიკაციის ფორმების 30000 წლამდე პერიოდს უკავშირდება. საპიენსების ენა, ბუნებაში არსებული სხვა ენებისაგან განსხვავებით, მეტად მოქნილია. მისი საშუალებით ადამიანები ყველანაირი ინფორმაციის „აღქმას, შენახვასა და გადაცემას“ ახერხებდნენ.
სასაუბრო ენის მთავარ ფუნქციად ჰარარს „ერთმანეთზე ჭორაობა“ მიაჩნია - სოციუმის შიგნით მის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებების ცოდნა ამ გზით მიიღწევა.
თუმცა ენის უნიკალურობა ნანახისა და გაგონილის, არსებულის შესახებ ინფორმაციის გადმოცემა კი არაა, არამედ არსებულის მხოლოდ გონებაში წარმოსახულზე საუბრის შესაძლებლობაა.
შემეცნებითმა რევოლუციამ წარმოქმნა ღმერთები, რელიგიები, მითები. გლობალური მითების შექმნის შესაძლებელია დედამიწის სხვადასხვა ადგილს გაფანტული ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანების დაკავშირება. „დიდი რაოდენობით უცხო ადამიანების წარმატებული თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მათ რაიმე საერთო მითი სწამთ“.[3] მხოლოდ ადამიანთა საერო წარმოსახვის ნაყოფია რელიგიები, ერები, ფული, ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები, კანონები და სამართლიანობა.
იმისთვის, რომ ფიქცია საყოველთაო გახდეს, მხოლოდ მისი მოფიქრება არ არის საკმარისი, არამედ სხვათა დარწმუნებაა უმნიშვნელოვანესი.
კოგნიტურმა რევოლუციამ წარმოშვა ორი რეალობა- ობიექტური და წარმოსახვითი. ეს უკანასკნელი უზომოდაა გაძლიერებული.
აგრარულმა რევოლუციამ, ჯარარის აზრით, ბევრ დადებით შედეგთან ერთად გამოიწვია ადამიანის უხეში და ძალადობრივი ჩარევა ბუნებაში, რასაც შეიძლება მოყვეს ეკოლოგიური კატასტროფები, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, კლიმატის გლობალური ცვლილებები.
სამეცნიერო რევოლუციამ მეტად დააჩქარა გლობალიზაციის პროცესი. განათლებამ და მეცნიერულმა ცოდნამ უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ მმართველობაშიც. მიუხედავად მიღწეული ეკონომიკური კეთილდღეობისა, არიან ადამიანები ბედნიერები? ჰარარი ფიქრობს, რომ ასეთი ტემპისა და უსაზღვრო მასშტაბის სამეცნიერო პროგრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი სახეობის გაქრობა იმ სახით, როგორებიც ახლა ვართ. გენეტიკური ინჟინერიით სიცოცხლის გახანგრძლივებამ, რობოტების შექმნამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს.
მე ვფიქრობ, ჰარარისეული ხედვა ადამიანთა თუ საერთოდ სამყაროს განვითარებაზე ორიგინალურია გარკვეულ საკითხებში. ვიზიარებ იმ აზრს, რომ ისტორიის განცალკევება სხვა მეცნიერებებისაგან არასწორია და ყველა ისტორიული მოვლენა განხილული უნდა იქნეს თავისი პერიოდის მეცნიერულ ცოდნათა და მიღწევათა ჭრილში.[4]
ქეთევან პოპიაშვილი
[1] ჰარარი, იუვალ ნოა, საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია. 449.
[2] ჰარარი, იუვალ ნოა, საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია. 443.
[3] ჰარარი, იუვალ ნოა, საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია. 456.
[4] ჰარარი, იუვალ ნოა, საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია