ევოლუცია ცოცხალი ორგანიზმების თანდათანობითი ცვლილებაა გენეტიკურ მუტაციების, მოდიფიკაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით. ეს პროცესი წარმოშობს არსებებს შორის განსხვავებებს, რომელთა დაგროვებას მოყვება სხვადასხვა სახეობათა წარმოშობა.

      ევოლუციის ფუნდამენტური დებულებაა, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს საერთო წინაპარი ყავს.

      ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში არის დნმ, რომელიც ინახავს ინფორმაციას უჯრედების ფუნქციების შესახებ. დნმ-ს საშუალებით მშობლებიდან შვილებს გადაეცემათ უკვე არსებული და შენახული ინფორმაცია. თუ მოხდება მცირე შეცდომაც კი ეს მუტაციის სახელწოდებითაა ცნობილი. მუტაცია საზიანოა ან სასარგებლო. შეიძლება იყოს ნეიტრალურიც.

      რაც შეეხება ბუნებრივ გადარჩევას, ის შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთგვარი ფილტრის სახით. არსებობისათვის ბრძოლაში იმარჯვებენ ის არსებები, რომლების უკეთესად ეგუებიან გარემო პირობებს და შესაბამისად, უფრო მეტადაც მრავლდებიან. სახეობები, რომლებიც ვერ ეგუებიან გარემოს, ვერ მრავლდებიან და საბოლოოდ გადაშენდებიან.

      არსებობისათვის ბრძოლა გულისხმობს, რომ ყველა ცოცხალი არსება ჩაბმულია კონკურენციაში სიცოცხლისა და გამრავლებისათვის. დედამიწაზე ყველა ორგანიზმი იბადება უფრო მეტი, ვიდრე გადარჩება, რაც არსებობისათვის ბრძოლის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს, „ყველა მცენარისა და ცხოველის რიცხოვნება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ყოველი სახეობა ძალიან სწრაფად სრულიად გაავსებდა კიდეც არსებულ სივრცეს. თუკი ამგვარი მტკიცება არ შეფერხდებოდა ინდივიდების პერიოდული განადგურებით“.[1]

      არსებობს მატების შესაკავებელი არაერთი ფაქტორი მათ შორის შეუსაბამო გარემო პირობები, საკვების უკმარისობა, კლიმატური ცვლილებები, ეპიდემიები და სხვა. ერთი შეხედვით ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი სახეობის მცენარეები, ცხოველები ,პარაზიტები ურთიერთობენ, რასაც შედეგად მოსდევს მათი გამრავლება ან გადაშენება. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, იცვლებიან თვითონ, ცვლიან ერთმანეთს და გარემოს. ცვლილებები არ არის ერთმიმართულებიანი - ის პროგრესულია ან რეგრესული, რასაც საბოლოო ჯამში შეიძლება მოყვეს სახეობის განვითარება, ახალ სახეობათა წარმოქმნა ან მათი სრული გაქრობა. უფრო მძაფრია არსებობისათვის ბრძოლა ერთი სახეობის შიგნით. ისინი ერთ ლოკაციაზე ცხოვრობენ, ერთნაირი საკვებით იკვებებიან და პრობლემებიც ერთნაირი ექმნებათ. ბრძოლაში არსებობისათვის იმარჯვებენ ძლიერები, ჯანმრთელები, შეგუების უკეთესი უნარის მქონე ინდივიდები,

      დარვინმა მრავალწლიანი ძიებისა და დაკვირვების შედეგად შექმნა თავისი ევოლუციის თეორია ეს არ არის ვარაუდი ეს არის არგუმენტირებული შეხედულება სამყაროს შესახებ, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე დედამიწაზე ერთი საერთო წინაპრისგან წარმოიშვა. ორგანიზმები მუდმივად იცვლებიან და ეს უწყვეტი და უსასრულო პროცესია.

      მეცნიერების იმ დარგების მიღწევები, რომლებიც იკვლევენ ბუნებას, ცოცხალ არსებებს, ისტორიას, გენეტიკას და სხვ. უფრო და უფრო მყარს ხდიან დარვინის ევოლუციის თეორიას. დღეს, როცა თითქმის წარმოუდგენელია რაიმე სფერო , რომლისთვისაც ხელმისაწვდომი არ იყოს საფუძვლიანი კვლევა მისთვის საინტერესო თემებისა, უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მუდმივი განვითარების უწყვეტი ჯაჭვია, რომლის ყოველი რგოლი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და რომელიმეს ამოვარდნასა და გაწყვეტას სხვა დანარჩენების ცვლილება მოსდევს თან.

      ყველაზე საკამათო და გარკვეული წრეებისთვის მიუღებელი საკითხიც კი , როგორიცაა ადამიანის მაიმუნისმაგვარი წინაპრისაგან განვითარება, დადასტურდა უახლესი პალეონტოლოგიური კვლევებით. აღმოჩენილი გადამავალი ნამარხი ფორმების ფრაგმენტებმა დაადასტურა, რომ ადამიანმა დღევანდელი სახით ჩამოყალიბებამდე არაერთი საფეხური გაიარა და ამ კიბის პირველ საფეხურზე ნამდვილად მაიმუნის რომელიღაც გარკვეული სახეობა დგას.

      ევოლუციის თეორიის გასამყარებლად მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ გენეტიკისა და მემკვიდრეობის კვლევის შედეგები, რაც ხელმისაწვდომი გახდა ტექნიკური პროგრესის შედეგად. მიკროსკოპულ დონეზე კვლევა უფრო საფუძვლიანს ხდის მტკიცებულებას, რომ ყველა ცოცხალ არსებას დედამიწაზე ერთი საერთო წინაპარი უნდა ჰყოლოდა.

      მე ვფიქრობ, მოაზროვნე ადამიანს შეგნებულად არ უნდა უნდოდეს რეალობის დანახვა და აღიარება, რომ არ დაიჯეროს სამყაროს ევოლუციური განვითარების ჭეშმარიტება. ყოველდღიურად რაღაც ახლის აღმოჩენა ხდება, მეცნიერების სხვადასხვა დარგი უფრო ღრმად და საფუძვლიანად იკვლევს ცოცხალ თუ არაცოცხალ ბუნებას. არ არის გამორიცხული, რაღაც ახალმა აღმოჩენამ შეცვალოს ჩვენი ცოდნა და წარმოდგენა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, მაგრამ დღეს არსებული რეალობა არის ეს, რომ „ორგანიზმები იცვლებიან ევოლუციურად და რომ ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა და ბუნებრივი გადარჩევა ამ ცვლილებების საფუძველს წარმოადგენს“.[2]

      ჩემი აზრით, ევოლუციის მოძღვრების კრიტიკოსთათვის (რელიგიური თვალსაზრისით) რეალობა უფრო მიუღებელია, ვიდრე არადამაჯერებელი.[3]

ქეთევან პოპიაშვილი

[1] დარვინი ჩარლზ, სახეობათა წარმოშობა, 166.

[2] დარვინი ჩარლზ, სახეობათა წარმოშობა, 122.

[3] დარვინი ჩარლზ, სახეობათა წარმოშობა, თავები III -- შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.

ნახვა: 1678

ტეგები: აზროვნება, დარვინი, ევოლუცია, თეორია, სახეობა, შთა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters