ახალი კვირის კიდევ ერთი დღე სექტემბერის შუა რიცხვებიდან მიეძღვნა წინა დღეების პრაიმნიუსებს - იყო მარიხუანა და მისდამი ანტიპათია-სიმპათია, იყო საპრეზიენტო მარათონი, შსს-ს დაგეგმილი რეფორმები, სასამართლოს პრობლემები და ქალაქური სიახლეებიც.
მარიხუანა და გველების ბიზნესი - ლადო პაპავა - გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე. რომან გოცირიძე - მთავრობას შემოაქვს პროექტი დემპინგის შესახებ და “სამამულო ბაზრის დაცვის” მოგონილი მოტივით აპირებენ თავიანთი ბიზნესის ლობირებას. ეკა ბესელია - გაჯიუტება და ჯიბრით რაღაცების კეთება ძალიან ცუდად მთავრდებოდა, ამიტომ სწორი იყო კანაფის კულტივაციის საკითხის განხილვის შეჩერება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვეტილი არ არის. გიორგი გახარია - მარიხუანას მოხმარების ნაწილში სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა. გედევან ფოფხაძე კანაფის კულტივაციაზე - გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისეთი, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის.
პრეზიდენტობა მოქმედებაში - დავით ბაქრაძე - 28 ოქტომბერს ყველამ ერთად ავირჩიოთ ქმედითი პრეზიდენტი. გიგი უგულავა - ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ცესკო - პრემიერის ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში, თუმცა ის სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.
შსს და რეფორმები - შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. გიორგი გახარია - ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც სერიოზულ გავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე. ალვა თადუმაძე - არ არსებობს მკაფიო ზღვარი საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის, რაც ისახება მუშაობის ხარისხზე. შს მინისტრი - ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს, კვალიფიკაციის პრობლემაა, პრობლემად რჩება გამომძიებლის დამოკიდებულება პროკურორზე. გიორგი გახარია - შსს-ში თანამშრომლის მიღების წესი პრინციპულად იქნება შეცვლილი. ეკა ბესელიას შეფასებით, საგამოძიებო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა, ბოლო პერიოდში წარმოებული საქმეებიდან გამომდინარე დადგა.
სასამართლოსადმი უკმაყოფილება - ანა დოლიძე - მიზეზი, რის გამოც ხალხი სასამართლოს მომსახურებით უკმაყოფილოა, არის დაგვიანებული, უხარისხო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. კვლევის თანახმად, მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად, მოსამართლეთა რაოდენობა 450-მდე უნდა გაიზარდოს. გიორგი მიქაუტაძე - კვლევის თანახმად, დაახლოებით 100 მოსამართლით გაზრდაა საჭირო, რომ მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. გიორგი მიქაუტაძე - გადატვირთულობის ძირითადი მიზეზია, საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე.
პრემიერი ამერიკაში - არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძეს აქვს გუნდის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-თან თანამშრომლობის გასაღრმავებლად. კახა კალაძე - კომპანია "სვეტის" დაზარალებულ მენაშენეებს მერიის მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ.
თბილისური სიახლეები - „ღამის ავტობუსები“ თბილისში 21 სექტემბრიდან, პარასკევსა და შაბათს იმოძრავებენ. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგს კომპანია "იქს 2" გააკეთებს. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრი“-„ვარკეთილის“ და საბურთალოს ხაზებს ახალი შემადგენლობა დაემატება. თემურ ბოლოთაშვილი - თუ კომპანია „სვეტი“ უახლოეს დღეებში მერიის მიერ, 2 თვის წინ მოთხოვნილ დოკუმენტაციას არ წარმოადგენს, მშენებლობის ნებართვები გაუუქმდება.
რეკლამირებული ტაქსები თბილისში - ტაქსის მძღოლებს ავტომანქანაზე სარეკლამო ბანერების განთავსება შეეძლებათ, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ.
იბერიის პრობლემატიკა - ნინო ლომჯარია „იბერიაზე“ - რასაც ვუყურებთ ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ბიზნესში არსებობს პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით. გიორგი გახარია „იბერიაზე“ - როცა კითხვის ნიშნები ჩნდება, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ეკა ბესელია „იბერიას“ ჟურნალისტს - ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ძვირი პური - აქციის მონაწილე - ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც ხორბლის სახმელეთო იმპორტის აკრძალვას ეხება, პურის ფასს გააძვირებს.
ხორავას სასამართლო - სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა. ეკა ბესელია - საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ მართლმსაჯულებამ საბოლოოდ, ობიექტური შეფასება დადოს.
ჩადების საქმე - რომან გოცირიძე - მთავრობას შემოაქვს პროექტი დემპინგის შესახებ და “სამამულო ბაზრის დაცვის” მოგონილი მოტივით აპირებენ თავიანთი ბიზნესის ლობირებას.
ცილისწამების გასამრჯელო - პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და ცილისწამებისთვის მისგან 25 000 ლარის გადახდას მოითხოვს.
ევროპის ელჩი - ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა.
დოლარის ფასები - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6156 ლარი გახდა.
ამერიკულად დანახული ოკუპაცია - ლუკ კოფი - აშშ-ს შეუძლია დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ რუსული ჯარების ყოფნა საქართველოში ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაა.
ორკვარტლური შიდა პროდუქტი - 2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა.
საზღვარგარეთულები:
გაუჩინარებული თვითმფრინავი - რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-20“, რომლის ბორტზეც 14 სამხედრო იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რის შედეგადაც 15 სამხედრო დაიღუპა, ისრაელის უპასუხისმგებლო ქმედებებს უკავშირებს. სერგეი შოიგუ - სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ეკიპაჟის დაღუპვაში დამნაშავე ისრაელია. ვლადიმერ პუტინი - სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ტრაგიკული შემთხვევითობების ჯაჭვს წარმოადგენს.
კორეული შეხვედრის განმეორება - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში კიმ ჩენ ინს შეხვდება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია